თამთა ჩაჩანიძე 26.07.2021

საქართველოში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2500-ზე მეტი სამხედროს მონაწილეობით სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021" დაიწყო, წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აშშ-ის ევროპის და აფრიკის სარდლობა ატარებს, რომლის გზავნილი არის - „ძალა პარტნიორობაშია".
|
ელზა პაპოშვილი 26.07.2021

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტმა დადგენილება მიიღო. დადგენილებას 79-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო პარლამენტის ერთმა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა. ის ერთი წევრი, რომელმაც ხმა წინააღმდეგ მისცა, არის არმაზ ახვლედიანი, რომელიც თვლის, რომ საგამოძიებო კომისია სანდო არ არის და მათ საქმიანობას უნდობლობას უცხადებს.
|
ელზა პაპოშვილი 25.07.2021

ოპოზიციის დიდი ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ირგვლივ გაერთიანებისგან თავს იკავებს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ კვლევის შედეგებს ელოდება და შემდეგ ამცნობს საზოგადოებას, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას თბილისის მერის პოზიციაზე. „გირჩში“ ღიად აცხადებენ, რომ მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას უჭერენ მხარს და უმჯობესად მიაჩნიათ, ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ. „ლელოს“ საბოლოო პოზიციაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. „მოქალაქეების“ პოზიცია უკვე ცნობილია და ისინი მელიას მხარს არ დაუჭერენ. პარტია „საქართველოსთვისაც“ კანდიდატებს დამოუკიდებლად დააყენებს.
|
ია აბულაშვილი 25.07.2021

ცნობილ მეცნიერს, აკადემიკოს თემურ ნანეიშვილს არ სჯერა, რომ ცნობილი ფეხბურთელი არჩილ არველაძე კახი კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში დაუპირისპირდება. მისი თქმით, აჩის კრგად იცნობს და არ უნდა რომ ამ აურზაურში ჩაებას, ან ოპოზიციის გვერდით დადგეს.
|
თეონა ვეშაგური 25.07.2021

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის წარადგენს გახარია, როგორც ჩანს ვერცერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაიგო, რომ კახა კალაძის კანდიდატურა უკონკურენტოა თბილისის მერის არჩევნებში და ის პირველივე ტურით მოიგებს, აცხადებს პოლიტოლოგი გია აბაშიძე „მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.07.2021

თბილისის მერია დედაქალაქში თვითნებურად გაკრულ პლაკატებზე უკანონო ქმედებას უწოდებს და განცხადებას ავრცელებს, რომ მის ჩამოხსნას „თბილსერვის ჯგუფი" უზრუნველყოფს, კანონდამრღვევთა დაჯარიმებას კი კანონის ფარგლებში თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს.
|
ელზა პაპოშვილი 24.07.2021

ფაიზერის 500 000 დოზა საქართველოშია - თვითმფრინავი სამედიცინო ტვირთით თბილისის აეროპორტში დაჯდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ნახევარი მილიონი ვაქცინა საქართველოს აშშ-ს მთავრობისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადაეცა, რომელსაც აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად დახვდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.07.2021

ნიკა მელიას კანდიდატურას თბილისის მერობის არჩევნებზე ჯერჯერობით ენმ-ეს გარდა ოფიციალურად მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო" და „გირჩი-მეტი თავისუფლება" უჭერენ. ლეიბორისტული პარტია ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად იღებს, „სტრატეგია აღმაშენებელი" კვლევის შედეგებს ელოდება, ხოლო „ლელო" თავის გეგმას რამდენიმე დღეში წარადგენს.
|
ია აბულაშვილი 24.07.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის სრულ დამარცხებას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ვერც ნიკა მელია და ვერც სხვა კალაძეს ვერ დაამარცხებს.
| |
ელზა პაპოშვილი 23.07.2021

ცნობილი ხდება, რომ ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვერ იქნება - მართალია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ამ დროისთვის საკუთარი პარტიის გარდა მხარს უჭერს კიდევ რამდენიმე ჯგუფი, მაგრამ მას არ უერთდება საპარლამენტო ოპოზიციური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი. მათთვის ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი იმასაც აცხადებს, მელიას კანდიდატურა არჩევნებში წაგების ტოლფასია.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.07.2021

კალაძის შანსებზე რომ ვისაუბროთ, ეს დაკნინება იქნებოდა, შანსი კი არა კალაძის საკითხი ფაქტიურად გადაწყვეტილია და პირველივე ტურში მერი აუცილებლად გახდება - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|