თამთა ჩაჩანიძე
07.09.2021

კორონავირუსის ყოველდღიურ მონაცემებში კლების ტენდენციის ფონზე, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა აღარ გაახანგრძლივოს საქალაქო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები. სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, ავტობეუსები, მეტრო და საქალაქო მიკროავტობუსები 13 სექტემბრიდან გაანახლებენ მუშაობას. პარალელურად კი, 13 სექტემბრიდან აცრილ მოქალაქეებს შორის ფულადი პრიზები გათამაშდება.

თეონა ვეშაგური
07.09.2021

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავსირებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ პირებს ვინც თანხმობას განაცხადებს ამნისტიის მიღებაზე. რას გეგმავს „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და დათანხმდება თუ არა ამ ინიციატივას, ამის შესახებ „რეზონანსთან" „ენმ"-ის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირეძე საუბრობს.

ელზა პაპოშვილი
07.09.2021

თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება და ფაქტიურად წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ ხელისუფლება ატარებს. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თითქმის ყველა რეგიონი უკვე შემოიარა და არაერთი დაპირება გასცა.  ამ დროს კი  ოპოზიცია  დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა და საარჩევნო კამპანიას მხოლოდ სოციალური ქსელის ან მედიის დახმარებით ატარებს. ანალიტიკოსთა ნაწილი ამას იმით ხსნის, რომ წვრილ ოპოზიციურ პარტიებს წარმატების იმედი ნაკლებად აქვთ და გარდა ამისა, დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნებით არიან დაინტერესებული.

თეონა ვეშაგური
07.09.2021

ელექტროენერგიის დეფიციტის შემდეგ, აფხაზეთში აგვისტოდან მოყოლებული ახალი პრობლემა გაჩნდა - საწვავის დეფიციტი. უკვე რამდენიმე კვირაა ბენზინგასამართ სადგურებზე დიდი რიგებია. მოსახლეობა იმის შიშით, რომ აფხაზეთში საწვავი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაძვირდება, ან საერთოდ გაქრება, დიდი რაოდენობით იმარაგებს ბენზინს.

რეზონანსი
07.09.2021

საქართველოში სტუდენტებს შორის აცრის მაჩვენებელი დღეს იმდენად დაბალია, რომ ამან შესაძლოა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლება შეაფერხოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციისადმი სტუდენტების სკეპტიკურ დამოკიდებულებას რამდენიმე მიზეზი აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
07.09.2021

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დანარჩენი ოპოზიციისგან არაერთგვროვანი შეფასებები მოჰყვა. მათი თქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებზე აქცენტი სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლასზე გაკეთდება, ეს დანარჩენი ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები „ენმ"-სა და „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური პარტიები პოლარიზებულ სიტუაციაში ამომრჩევლის მობილიზებას ვერ ახერხებენ.

თეონა ვეშაგური
07.09.2021

ხელისუფლება 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაციის გეგმაზე მუშაობს. წინასწარი ვერსიით, აიცრებიან მხოლოდ ის მოზარდები, რომელთაც ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვთ, რამაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაშ სხვადასხვა გართულებები გამოიწვიოს. როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ჯერ საბოლოოდ დადგენილი არაა, თუ რამდენად უსაფრთხოა აცრა მოზარდებში და ხელისუფლება შესაბამისი კვლევების დასრულებას უნდა დაელოდოს.

ქრისტინე კაპანაძე
07.09.2021

 საქართველოს ექსპრეზიდენტის დაპირება, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა ანალიტიკოსების შეფასებით, ამჯერადაც არარეალურია. მათი აზრით, სააკაშვილის ჩამოსვლა ქვეყანაში არეულობასა და დაპირისპირებას გამოიწვევს. ექსპერტის, ნიკა ჩიტაძის თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების წინაპირობა ხელისუფლების შეცვლაა, ხოლო პოლიტოლოგ, რამაზ საყვარელიძის აზრით, ექსპრეზიდენტს არავითარი შანსი არ აქვს როგორც ხელისუფლებასთან მიახლოვების, ასევე მისი შეცვლის და ქვეყნის სათავეში დაბრუნების.

თამთა ჩაჩანიძე
06.09.2021

ბოლო დღეებში აცრაზე დაჯავშნის კლების ტენდენცია შეინიშნება, ყოველდღიურმა ტემპმაც საგრძნობლად იკლო, ამიტომაც, შესაძლოა გარკვეული პროფესიის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს - სპეციალისტების თქმით, ეს შეიძლება შეეხოთ პირველ რიგში სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალს, ასევე, იმ სფეროს წარმომადგენლებს, ვისაც ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა.

ელზა პაპოშვილი
06.09.2021

პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები შესაძლოა, იმ ნორმის გარეშე მიიღოს, რომელიც მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორის სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პლენარულ სხდომაზე ან აღნიშნული პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე გავა, რაზეც დისკუსია გაგრძელდება.

ელზა პაპოშვილი
06.09.2021

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19 დაავადებულთა რიცხვმა იკლო, გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მზარდია. ჯანდაცვის ექსპერტები ელიან, რომ რამდენიმე კვირაში სიტუაცია კიდევ უნდა დასტაბილურდეს, მითუმეტეს თუ აცრილთა რაოდენობა მოიმატებს.   

თამთა ჩაჩანიძე
06.09.2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას კიდევ ერთხელ აანონსებს - ამჯერად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც მოუწოდებს, რომ ვისაც როგორ შეუძლია „ჰაერით თუ ხმელეთით" ამ იდეას შეუერთდნენ - ანალიტიკოთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარდა მისი მომხრეებისა, დიდი ალბათობით აეროპორტში მისი მოწინააღდეგეებიც დახვდებიან, რამაც შეიძლება არეულობა გამოიწვიოს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×