თეონა ვეშაგური
30.10.2021

თუკი ექსპრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი დაინახავს, რომ მისი შიმშილობა ვერ ზრდის ქვეყანაში საპროტესტო მუხტს და არ იწვევს ენმ-ს მხარდამჭერთა სასურველ მობილიზებას, კონკრეტული პირების მოწოდების საფუძველზე შიმშლობას შეწყვეტს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს. იგი რეალურად მიიჩნევს „ქართული ოცნების" პროგნოზს, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გასაზრდელად სააკაშვილმა შესაძლოა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების სიმულირება მოახდინოს.

ელზა პაპოშვილი
29.10.2021

„მოგვიწევს მაიდანი... ერთი ორი ადამიანი რომ დაზიანდება, პროცესები წავა  უმართავი“ - სუსი სკანდალური ჩანაწერს ასაჯაროებს და ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გეგმის განსახორციელებლად სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობის რაც შეიძლება დამძიმებაა, რათა მომხრეების ქუჩაში გამოყვანის საბაბი ჰქონდეთ. ამას კი ქვეყანაში უმართავი პროცესები მოჰყვება.  

ია აბულაშვილი
29.10.2021

არჩევნემდე ერთი დღით ადრე, ურთიერთბრალდებები მეორე ტურში მონაწილე პოლიტიკური ძალების მხრიდან არ წყდება. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად ემზადება, მაგრამ დესტრუქციულ ძალას ამის საშუალებას არ მისცემენ. ოპოზიციისთვის კი მმართველი გუნდის განცხადებები ღიმილისმომგვრელია, რადგან, მათი თქმით, გამარჯვებისთვის ემზადებიან. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხვს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბოს, მაგრამ ოპოზიციას საპროტესტო მუხტის დიდხანს შენარჩუნება გაუჭირდება.

თეონა ვეშაგური
29.10.2021

პარტია „საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი თავდგირიძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ნაციონალურ მოძრაობასთან და პარტია ლელოსთან თანამშრომლობა. პარტიაში აცხადებენ, რომ პოზიციას არ შეიცვლიან და გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი ღირებულებებისთვის.

ია აბულაშვილი
29.10.2021

ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, მეორე ტურში გაიმარჯვოს, რაშიც ხელს უწყობს სუსტი ოპოზიცია, რომელსაც საკრებულოებში მეტი ხალხიც რომ ჰყავდეს, პოლიტიკური სიტუაცია მაინც არ შეიცვლება - ასეთ პროგნოზს გამოთქვამს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება და ცესკო-ში ამტკიცებენ, რომ მაღალი სტანდარტის შესაბამისად ჩატარდება. ანალიტიკოსები მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობას პროგნოზირებენ, თუმცა უჭირთ ვარაუდი, ვინ გაიმრჯვებს - „ოცნება“ თუ ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც პირველი ტურის შედეგებით ერთმანეთის პირისპირ  აღმოჩნდნენ. 

ია აბულაშვილი
29.10.2021

ნაციონალური მოძრაობა არ დამშვიდდება და შეიძლება მოვლენები დაპირისპირებაში გადავიდეს. აქ რამდენიმე ფაქტორი იმუშავებს, განსაკუთრებით მიშას ფაქტორი, - აღნიშნავს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას.

თეონა ვეშაგური
29.10.2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანს კანონით მინიჭებული აქვს თვითმკვლელობის უფლება და თუ პიროვნება ამას გადაწყვეტს პასუხისმგებლობა სხვას არ ეკისრება. პრემიერის მწვავე განცხადებას ოპოზიციის მძაფრი რეაქცია და კრიტიკა მოჰყვა.

თეონა ვეშაგური
28.10.2021

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კვლავ დაძაბული ვითარებაა პოლიტიკურ ველზე. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ შემაჯამებელ აქციაზე ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობის მობილიზება შეძლეს. ამასთან, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ირწმუნება, რომ „ოცნების" აქციაზე ხალხი ძალით მიიყვანეს. პარალელურად ვრცელდება „მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული „იფსოსის" კვლევის შედეგები, რომელსაც ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს.

ხატია ბერიძე
28.10.2021

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საკუთარ ადვოკატთან კომუნიკაციას უზღუდავენ და ფაქტობრივად „რუსულ ციხეშია", სადაც ციხის პერსონალს „რუსებივით მოქცევას" აიძულებენ. ეს განცხადება მან ფეისბუქით გააკეთა მას შემდეგ, რაც შეხვედრის ოთახში აღმართული შუშის ბარიერი აღმოაჩინა.

 

თეონა ვეშაგური
28.10.2021

აშშ-ის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საჭირო დემოკრატიული რეფორმები უნდა გაამყარონ. ამ განცხადების კომენტირებისას „რეზონანსთან" პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნების სამხედრო და პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ, რომელთაც სურთ წინ აღუდგნენ რუსულ აგრესიას.

თეონა ვეშაგური
28.10.2021

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მასშტაბური აქცია ვიხილეთ, ხელისუფლების მიერ გამართული აქციები არ ასახავს საზოგადოების რეალურ განწყობას. ამასთან, ცხადია, რომ შემაჯამებელი აქცია ენმ-ის აქციის საპირწონე იყო. რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, მან საკუთარ თავს გადააჭარბა, ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ოცნების" მიერ ოთხშაბათს გამართულ შემაჯამებელ აქციას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხელისუფლება აბსოლუტურ უმრავლესობაში წარმატებას მიაღწევს.

ია აბულაშვილი
27.10.2021

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა - ასეთია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები. მეორე ტური, 30 ოქტომბერს გაიმართება და ცესკოში აცხადებენ, რომ ის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ანალიტიკოსები მეორე ტურში ამომრჩევლის მაღალ აქტივობას პროგნოზირებენ, თუმცა, პროგნოზის გაკეთება უჭირთ, ვინ გაიმრჯვებს "ოცნება" თუ "ნაციონალური მოძრაობა", რომლებიც პირველი ტურის შედეგების მიხედვით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×