თამთა ჩაჩანიძე
10.11.2021

პოლიტიკური კრიზისი დღითიდდღე მწვავდება, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდა, რაც ცალსახად ცხადყოფს, რომ სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს, თუმცაღა, ამის ფონზე „მიშელის ფორმატის" მსგავსი ინიციატივა დასავლეთის მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს. ანალკიტიკოსთა აზრით ჩვენი პარტნიორების რეაქცია მედიაციის პროცესში შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევის ფონზე, აბსოლუტურად ბუნებრივია.

ელზა პაპოშვილი
10.11.2021

7 ნომებრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა მას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. როგორც პენიტენციურმა სამსახურმა გამოქვეყნებულ განცხადებაში ახსნა, სააკაშვილის გადაადგილებისას ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან მასზე თავდასხმის და პროვოკაციის მოწყობის რისკი არსებობდა. ასევე, სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ის სასამართლო პროცესს ვერ დაესწრებოდა. 

თამთა ჩაჩანიძე
10.11.2021

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა კრიტიკულ ნიშნულზე ავიდა - დღეში ქვეყანა თითქმის 80-მდე ადამიანს კარგავს, პირველიდან 10 ნოემბრის მონაცემებით ლეტალობის საერთო რიცხვი 617-ია, ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, ვირუსი ადამიანებში რაც უფრო მეტად ცირკულირებს, მით მეტად ძლიერდება და ლეტალობის კრიტიკული მაჩვენებელიც ამის შედეგია, სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კი ვაქცინაციაა.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2021

„ნაცმოძრაობის" საპროტესტო გამოსვლების სერია გრძელდება. სამშაბათს პარლამენტის წინ გამათულ შეკრებაზე ენმ-ეს თავმჯდომარე ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მომდევნო დღის სამოქმედო გეგმა გააცნო - 10 ნოემბერს 11:00 საათზე აქციები ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე გაიმართება: იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოდულის შენობასთან. მეოთხე ადგილს კი მელია წინასწარ არ ასახელებს. მათი მთავარი მოთხოვნები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი არჩევნებია.

ელზა პაპოშვილი
09.11.2021

ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში აღარ ჩაერევა და ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში კრიზისის განსამუხტად გამოსავალი თავადვე იპოვონ. სავარაუდოდ, შარლ მიშელის ვიზიტის და მისი დოკუმენტის ჩავარდნის შემდეგ,  დასავლელი პარტნიორები როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე განაწყენებული არიან და შუამავლობას აღარ აპირებენ. 

ხატია ბერიძე
09.11.2021

დეპუტატი დავით ბაქრაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას ახალ ინიციატივით მიმართავს, რომელიც ორივე მხარისგან კონკრეტულ კომპრომის საჭიროებს. ინიციატივა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ეხება. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძე შეთანხმების მიღწევას საეჭვოდ მიიჩნევს და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

ია აბულაშვილი
09.11.2021

ოპოზიციის მომხრეების პერმანენტული შეკრება საპროტესტო აქციებზე და შემდეგ აქციების დაშლა რაიმე ხელშესახები შედეგის მიღების გარეშე თავად ენმ-ს წევრებისა და მხარდამჭერების ნაწილში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. ამ ფონზე კი გამორიცხული არაა „ნაციონალურ მოძღაობაში“ ახლო მომავალში მორიგი განხეთქილება მოხდეს. ამის შესახებ „რეზონანსს“ ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

თეონა ვეშაგური
09.11.2021

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით" ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. ამასთან, დაიწია „ბუსტერ" დოზის ასაკობრივმა ზღვარმაც და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. აღნიშნულს დადებითად აფასებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მათი თქმით, ეს ვაქცინაციის პროცესისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

თამთა ჩაჩანიძე
09.11.2021

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებაში გადაყვანის გამო, საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა, სადაც კიევმა ოფიციალურ თბილისს მოუწოდა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს დიდი ალბათობით იმის ნიშანია იმისა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სააკაშვილის უკრაინაში ესტრადირებას მოითხოვს.

ხატია ბერიძე
09.11.2021

 ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ინფიცირების ახალი შემთხვევების და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, კორონავირუსით გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა იზრდება. სპეციალისტები ამის რამდენიმე მთავარ მიზეზს ასახელებენ და შემაშფოთებელ პროგნოზს აკეთებენ - სიკვდილიანობა არ შემცირდება და პირიქით, ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი ზრდაა მოსალოდნელი.

თეონა ვეშაგური
09.11.2021

ოპოზიცია დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნებისა" და ზოგადად ხელისუფლების ლიდერთა წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას სთხოვს. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამას უსუსურობად აფასებს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თემის წინა პლანზე წამოწევა და ამასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა მმართველ პარტიასაც აწყობს, რადგან ამით გადაიფარება ის სოციალური და სხვა ტიპის პრობლემები, რაც მოსახლეობას რეალურად აწუხებს.

ელზა პაპოშვილი
08.11.2021

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯამრთელობის გაუარესების პრევენციის მიზნით N18 გლდანის სამკურანლო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თუმცა 40 წუთის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას გორის სამხდრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. საბოლოდ პენიტენციური სამსახურის მიერ ცნობილი გახდა, რომ ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. პრეზიდენტის მოსანახულებლად დაწესებულებაში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×