თეონა ვეშაგური
22.08.2021

საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაა მოსახლეობის ვაქცინაცია შთამბეჭდავი ტემპებით მიდის, თუმცა, სპეციალისტთა შეფასებით, ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. საკოორდინაციო საბჭოს გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის სრულ ვაქცინაციას გულისხმობს, მეექვსედით არის შესრულებული.

თეონა ვეშაგური
22.08.2021

ქართულ-უკრაინული დიპლომატური ურთიერთობები განვითარების გზაზეა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მხარე ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დგას, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე, რომელიც 21 აგვისტოს დაიწყო და 23 აგვისტომდე გაგრძელდება.

ელზა პაპოშვილი
22.08.2021

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ადგილობრივ არჩევნებამდე 6 კვირით ადრე უკვე იგრძნობა შიდა დაძაბულობა და გაურკვევლობა. გასულ კვირას როგორც მმართველ პარტიაში, ასევე ოპოზიციაში მომხდარი რამდენიმე ინციდენტი სწორედ ამაზე მიანიშნებს. ბოლნისში „ნაცმოძრაობის“ 30-მა კოორდინატორმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, „ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატმა კი მისი ოფიციალური წარდგენიდან სამ კვირაში დემონსტრაციულად დატოვა პარტია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მსგავსი ინციდენტები გახშირდება. 

ქრისტინე კაპანაძე
21.08.2021

სახალხო დამცველის განცხადება ეგოისტურია და ვირუსთან ბრძოლის კუთხით საზოგადოების ერთიანობას საფრთხეს უქმნის - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლაში გადაწყვეტილებებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით ღებულობს, რასაც ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ.

ქრისტინე კაპანაძე
21.08.2021

 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვენახევარი დარჩა და შესაძლოა ეს პირველი შემთხვევა აღმოჩნდეს, როდესაც „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არანაირი ფორმით არ იქნება ჩართული მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს ბუნებრივიცაა, რადგან, მისი აზრით, 2 ოქტომბრის არჩევნების მოსაგებად „ოცნებას" ივანიშვილის დახმარება არც სჭირდება.

ქრისტინე კაპანაძე
21.08.2021

 კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა დღითიდღე კრიტიკულად იზრდება. 21 აგვისტოს მონაცემებით, 24 საათში ვირუსს 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს დატვირთვას და უკვე გაჩნდა სერიოზული ხარვეზები მძიმე პაციენტების მართვაში? ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამ ახალ ანტირეკორდს ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას უკავშირებს, რამაც შესაბამისად მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდაც გამოიწვია.

ელზა პაპოშვილი
20.08.2021

ადგილობრივ არჩევნებამდე 6 კვირით ადრე ოპოზიციის ნაწილს კანდიდატები წარდგენილიც კი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ეს არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა, მათ ნაწილს აქამდე ამომრჩევლისთვის კანდიდატებიც კი არ წარუდგენიათ. თუმცა, ვინც წარადგინა, მათი მხრიდან მოქალაქეებს ჯერჯერობით საარჩევნო პროგრამა და დაპირებები არ მიუღიათ. ოპოზიციის ერთადერთი დაპირება ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაასრულებენ.   

ელზა პაპოშვილი
20.08.2021

გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - კორონავირუსს ბოლო 24 საათის განმავლობაში 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინფიცირდა 4743 ადამიანი. ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო, აუცრელი მძიმე პაციენტების გადარჩენას ექიმები ვერ ახერხებენ. მედიკოსები მოქალაქეებს დახმარებას სთხოვენ და მოუწოდებენ აიცრან, რათა დაიცვან თავიანთი და სხვისი სიცოცხლე. 

თეონა ვეშაგური
20.08.2021

ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხვალიდან, ევროკავშირი უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ გაცემულ ე.წ.კოვიდსერტიფიკატებს ცნობს.

 

ელზა პაპოშვილი
19.08.2021

ჯანდაცვის სისტემის მოსალოდნელ კოლაფსზე კიდევ ერთხელ საუბრობენ ეპიდემიოლოგები. მედიკოსები თხოვენ თითოეულ მოქალაქეს დაიცვან ელემენტარული წესები, რითაც შესაძლებელი იქნება კოვიდის გავრცელების თავიდან აცილება. 

ია აბულაშვილი
19.08.2021

თბილისის მერობის კანდიდატთა დებატებს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს, დიდი ინტერსი უკვე გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით კალაძისა და მელიას საარჩევნო დებატებთან მიმართებაში, თუმცა პოლიტოლოგებს ეჭვი ეპარებათ, რომ ეს დებატები შედგეს.

თეონა ვეშაგური
19.08.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამ რეგიონში - ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები წარადგინა და როგორც ამ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, ისე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და განვითარების საშუალებებზეც გაამახვილა ყურადღება.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×