ელზა პაპოშვილი
09.07.2021

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს კანონმდებლებს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ უნდა ემსჯელათ, მაგრამ გადაიდო. გადადების მიზეზი კვორუმის არქონა გახდა, რადგან სხდომაზე მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე გამოცხადდნენ. როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტის სხდომა მომავალ კვირას აუცილებლად ჩატარდება, ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტა მაინც მოუწევთ.  

ელზა პაპოშვილი
08.07.2021

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. კომისიის წევრები შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტს გადაუგზავნიან.

რეზონანსი
08.07.2021

 

საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისაკენ. მათი თქმით, აუცილებელია ქვეყანაში დაჩქარდეს მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

 

ელზა პაპოშვილი
08.07.2021

მასშტაბური სპეცოპერაცია გორში - 5 პირი, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო, დილით საკუთარ სახლში მოულოდნელად აიყვანეს. დაკავებულ ხუთ პირს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ბრალის დადგენილება გააცნეს და მათ გადმოყვანა  ბოლოს პოლიციამ თბილისში გადაწყვიტა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ერთმანეთის პარალელურად საკუთარი სახლებიდან აიყვანეს.

ელზა პაპოშვილი
07.07.2021

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპიდან დახმარების გეგმაზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპეტიქვაზე ისაუბრა. ევროკომისარი ამბობს, რომ საქართველოს მიეცემა საშუალება, რომ რამდენიმე ეტაპს "გადაახტეს“ და პირდაპირ შეუერთდეს იმ ეტაპს, რაც ახლა არის ევროკავშირში. როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას.

ელზა პაპოშვილი
07.07.2021

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი გავრცელება და გაზრდილი სიკვდილიანობა შესაძლოა, ინდური შტამთან იყოს დაკავშირებული. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ აგვისტოში ბრიტანული შტამი სრულიად ინდურმა ჩაანაცვლოს. ისინი  ყურადღებას აცრებზე ამახვილებენ  და ამბობენ, რომ კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამიტომაც ინდური შტამის ლეტალური შედეგების თავიდან არიდების  მიზნით მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. 

ია აბულაშვილი
07.07.2021

 "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების თავდასხმის ფაქტებს საზოგადოების მკაცრი შეფასებები მოჰყვა. ექსპერტები და პოლიტოლოგები კი არ გამორიცხვენ, რომ ბოლო მოვლენები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და დასავლეთისკენ სწრაფვას.

რეზონანსი
07.07.2021

 ფსიქოლოგი დიანა ნიკოლაიშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული ვითარების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით გადატანილი დიდი რაოდენობის სტრესი იყოს.

ელზა პაპოშვილი
06.07.2021

პარლამენტთან გუშინ მდუმარე აქცია გაიმართა, ხოლო ამის  პარალელურად რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილები არიან „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე სიძულვილის ჯგუფები. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა გუშინ 11 საათისთვის, პოლიცია ძალადობის აღკვეთას ახერხებდა.

ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილმა რადიკალებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის პირველი კორდონის გარღვევა. ისმოდა აგრესიული შეძახილები და ისრიდნენ ბოთლებს და სხვა საგნებს.

ია აბულაშვილი
06.07.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციის მოთხოვნას 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომაზე აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი სამიზნე დღეს ღარიბაშვილია, რომელიც საშუალებას არ აძლევს „ნეოტროცკისტებს“ და პავლიკ მორზოვებს ქვეყანა დაანგრიონ.

ელზა პაპოშვილი
06.07.2021

ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე ერთ უმსგავსობას დაეჯახა მეორე უმსგავსობა, რასაც დაემატა გარკვეული ჯგუფების მიზანმიმართული მოქმედებები, რათა პროცესები უმართავი გამხდარიყო.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×