ია აბულაშვილი
19.07.2021

"19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს"- ასეთია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძირითადი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი, რომელიც მან ბათუმში გამართულ საერთაშორიოს კონფერენციის შემდეგ გააკეთა.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2021

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა - მიშელის მხრიდან გაჟღერდა ის მთავარი გზავნილები, რაც 19 აპრილის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას გულისხმობს.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2021

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მძიმდება, რეგულაციების მოხსნის შემდეგ ორ კვირაზე მეტია გასული და ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე 2 ათასის ფარგლებშია, სპეციალისტების განმარტებით, თუ ყველაფერი ისევ ასე გაგრძელდა და საზოგადოებამ რეკომენდაციები უგულებელჰყო, შესაძლოა ვითარება უკიდურესად დამძიმდეს.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2021

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ოპოზიციის მწვავე პროტესტის გამო ჩაიშალა, მმართველი გუნდის განცხადებით, რაც კვირას საკანონმდებლო ორგანოში მოხდა მიზანმიმართულად დაორგანიზებული იყო, რომ სხდომა არ შემდგარიყო, ხოლო ოპოზიციის თქმით კი, შს მინისტრს კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2021

ორშაბათს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა და ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, სადაც მთავარი საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებლად იქნება საუბარი „შარლ მიშელის დოკუმენტის" იმპლემენტაციაზეც.

ელზა პაპოშვილი
17.07.2021

შაბათ საღამოს პარლამენტის წინ მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართა - ადგილზე ძირითადად მედიისა და ოპოზიციური პოლიტიკურა პარტიების, ასევე მათი მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 5-6 ივლისს ხელისუფლებამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე პირველ რიგში ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლო. მიუხედავად მედიის  წარმომადგენლებთა არაერთი მოწოდებისა, მიტინგზე იმ რაოდენობის მხარდამჭერი არ მივიდა, რამდენსაც ორგანიზატორები ელოდნენ.  

ქრისტინე კაპანაძე
17.07.2021

 უმძიმეს ვითარებას, რომელიც კორონავირუსის „დელტა" ვარიანტმა შექმნა მსოფლიოს 100-ზე მეტი სახელმწიფო ებრძვის, მათ შორის არიან ის ქვეყნებიც, რომელთაც ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ დაფიქსირებული.

ია აბულაშვილი
16.07.2021

პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა არჩევნებამდე „ოცნების" მთავრობის გადაგომას აანონსებს და არ გამორიცხავს, რომ გარდამავალ პერიოდში ქვეყანას დრობითმა მთავრობამ უხელმძღვანელოს. მისი თქმით, ამისთვის ყველა პირობაა შემნილი - კრიზისი ქვეყანაში და სერიოზული უკამაყოფილება დასავლელი პარტნირების მხრიდან

თამთა ჩაჩანიძე
16.07.2021

ჩვენი კანონმდებლობა საინფორმაციო საშუალების აკრძალვას პრაქტიკულად საერთოდ არ ითვალისწინებს თუ ტერორისტულ ორგანიზაციაზე არაა ლაპარაკი. ეს არხი ძალადობის წამხალისებელი ნამდვილად არის, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა იმ კონკრეტულ პირებს უნდა დაეკისროთ, ვინც ამ მოწოდებებს ავრცელებდა - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" „ალტ-ინფოს" აკრძალვაზე მიმდინარე დისკუსიასთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
16.07.2021

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ „ოცნებიდან" კახი კალაძისა და „ნაცმოძრაობიდან" ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატებად დასახელების შემთხვევაში კახი კალაძე პირველივე ტურში გამარჯვებს.

ია აბულაშვილი
16.07.2021

პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე ჟურნალისტების მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც 24 საათიანი მაუწყებლობის შეჩერების შემდეგ, რუსთაველის პროსპექტზე გადაინაცვლებს უცვლელი მოთხოვნით - „გადადგეს ღარიბაშვილი და გომელაური", აცხადებს, რომ ეს აქცია „დიდი წონისა და ზომის ვერ იქნება", რადგან ხალხი იმ ჟურანლისტების დაძახილზე არ მივა, რომლებმაც ბარიკადებზე „ნაციონალი" პოლიტიკოსები ჩაანცვლეს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×