ელზა პაპოშვილი
06.10.2021

მოხდება თუ არა უახლოვეს მომავალში სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება და რას აპირებენ ამ მიმრთულებით უკრაინა და საქართველო? უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენკსიმ განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეებს ყოველთვის აბრუნებს, შესაბამისად  ეს სააკაშვილსაც შეეხება. თუმცა ამ ეტაპზე არ უსაუბრია როგორ, როდის და რა ფორმით მოხდება მისი ქვეყანაში დაბრუნება. არის ეს მხოლოდ დიპლომატიური განცხადება თუ უკრაინა სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნას რეალურად აპირებს? 

თეონა ვეშაგური
06.10.2021

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პირობას დებს, რომ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის პოსტს დატოვებს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი გამორიცხავს ამ შესაძლებლობას. ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მელიამ მე-2 ტურში გამარჯვება მოიპოვოს.

თამთა ჩაჩანიძე
06.10.2021

„ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს პერიოდში თბილისში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს, სადაც პარტიის თქმით ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქნება. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ აქციის მონაწილეები რევოლუციური სცენარის განხორციელებას დაიწყებენ, არაა გამორიცხული, რომ საზოგადოების მეორე ნაწილმა რომელსაც „ნაცმოძრაობისა" და მათი მომხრეების გამოხტომები არ მოსწონს, „დაგროვებული მუხტი კონტრაქციებში გადათარგმნოს".

ელზა პაპოშვილი
06.10.2021

"სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღია წერილს აქვეყნებს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საკანში მყოფი მესამე პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. პრემიერი წერს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რადგან მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ. 

თამთა ჩაჩანიძე
05.10.2021

ზუგდიდი პირველი ქალაქია, რომელზეც მმართველმა პარტიამ პრაქტიკულად კონტროლი დაკარგა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" აქ 2 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვა უმრავლესობა საკრებულოში და კარგი შანსი აქვს, მეორე ტურში მერის არჩევნებიც მოიგოს. „ოცნება" ასეთივე ჩავარდნის წინაშე დგას რუსთავში, ბათუმსა და კიდევ სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. რატომ დამარცხდა „ოცნება" ზუგდიდში და რა პოლიტიკური შედეგები ექნება ამას უახლოეს მომავალში?

ია აბულაშვილი
05.10.2021

მეორე ტურში გახარია ნეიტრალურ პოზიციას თუ შეინარჩუნებს, რეიტინგი აიწევს და ამომრჩეველსაც შეინარჩუნებს. თუ ოპოზიციის ზეწოლას ვერ გაუძლებს, იგივე ბედი ელის, რაც სხვა პატარა, ან ახლად შექმნილ პარტიებს - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გახარიას მისამართით ოპოზიციონერ დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ელზა პაპოშვილი
05.10.2021

მორიგი ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან - რუსი ოკუპანტებმა სამშაბათს  საქართველოს 4 მოქალაქის  დაკავება სცადეს და მათ დაედევნენ. დევნის დროს 2 ქართველის დაკავება შეძლეს, ერთმა  გაქცევა შეძლო, კიდევ ერთი კი ხევში გადავარდა და დაშავდა. ოკუპანტებმა ის ხევიდან ამოიყვანეს და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს. 

ელზა პაპოშვილი
05.10.2021

 თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მოქმედ მერ კახა კალაძეს ანალიტიკოსთა უმრავლესობა იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. მასსა და მეორე ადგილზე გასულ „ენმ“-ის წარმომადგენელ ნიკა მელიას მიერ ნაჩვენებ შედეგებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობის გამო ასეთი პროგნოზი ლოგიკურიცაა. თუმცა, საბოლოო შედეგზე შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ ამომრჩეველთა განწყობამ, რომელთაც მესამე და შემდგომ ადგილებზე გასულ კანდიდატებს მისცეს ხმა. ეს კი 2 ოქტომბერს არჩევნებზე მისულ თბილისელთა დაახლოებით 17%-ია.

ხატია ბერიძე
05.10.2021

15 ოქტომბრიდან საქართველოს რეგიონებში აცრის მარათონი იწყება. საგანგებოდ მომზადებული იმუნიზაციის ოფიცრები ექიმების ბრიგადასთან ერთად კარგაკარ ივლიან შეეცდებიან სკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეები აცრის გაკეთებაზე დაიყოლიონ. დარგის სპეციალისტები „რეზონანსთან“ საუბრისას ამ სიახლეს დადებითად აცხადებენ და ამავე დროს ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ ასეთი აგიტაცია აქამდე არ დაიწყო.

თეონა ვეშაგური
05.10.2021

ანა დოლიძე თავის მხარდამჭერებს შორის მცირე გამოკითხვას ჩაატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, თუ მეორე ტურში ვისი კანდიდატურის მხარდაჭერისკენ გააკეთებს მოწოდებას. როგორც მან „რეზონანსთან" განაცხადა, ტელეფონითა და სოციელური ქსელის დახმარებით სულ გამოიკითხება 1500 ადამიანი.

თამთა ჩაჩანიძე
05.10.2021

როცა ევროპა და ამერიკა ჩვენი მთავრობის კრიტიკას იწყებენ, სასაცილოა იმაზე ფიქრი, რომ ოპოზიციასთან არიან გარიგებულები. შესაძლოა ვინმეს მიმართ რამე სიმპატიები ჰქონდეთ, მაგრამ ისინი თავიანთ სიმპატიებს თავიანთ შეფასებებში არ თარგმნიან, ეს დემოკრატიულ მმართველობას არ ახასიათებს - ასე აფასებს „რეზონასთან" საუბრისას რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა სენატორ ჯიმ რიშის კრიტიკული განცხადება შეაფასა, სადაც 2021 წლის საქართველოს ადგილობრივი არჩევნებზეა საუბარი.

თეონა ვეშაგური
05.10.2021

წინასაარჩევნო კამპანიის, დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა და მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ყველაფერი ამ განცხადებით ამოიწურება, რადგან დასავლელი პარტნიორები უფრო მეტად ზრუნავენ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×