თამთა ჩაჩანიძე
16.09.2020

პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე წარწერით „ალეკო გისმენთ" საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა. ელისაშვილს „რეზონანსმაც" დაურეკა. ადრესატმა გვიპასუხა სიტყვებით „ალეკო გისმეთ". როგორც მან გვითხრა, რაც ბანერი განათავსა, მას შემდეგ 200-ზე მეტ ზარს უპასუხა.

ქრისტინე კაპანაძე
16.09.2020

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის კახა კუკავას ინფორმაციით, მისი თანაპარტიელის გოგი წულაიას ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება. სანამ წულაიას გულის შეტევა დაემართებოდა, წინა დღეს ისინი თბილისში ერთად იყვნენ და სარეკლამო რგოლს იღებდნენ.

მარიკა ხორავა
16.09.2020

„ევროპულ საქართველოს“ პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება, რომელის ვინაობასაც ახლო მომავალში პარტია ოფიციალურად დაასახელებს, - ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ქრისტინე კაპანაძე
15.09.2020

„დაავალე მიშას“ კარგად იმუშავებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე, თუმცა საწინააღმდეგოდ იმუშავებს ნეიტრალურ ამომრჩეველზე, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი კამპანიას. კითხვაზე, ხედავს თუ არა რაიმე კავშირს „დაავალე მიშა“-სა და 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატის გიორგი გუგავას საარჩევნო სლოგანს „გუგავა მოვა“-ს შორის, პასუხობს, რომ ასეთი ინიციატივები უამრავია და არჩევნების მერე აღარავის ახსოვს.

თამთა ჩაჩანიძე
15.09.2020

ბოლო წლებში წინასაარჩევნოდ ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევევების მონაცემების თანახმად, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა ყოველთვის საკმაოდ დიდია. არჩევნებამდე ერთი თვით, ან სულაც ერთი კვირით ადრე ამომრჩეველთა ნახევარს და ზოგჯერ კიდევ უფრო მეტსაც გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას. სოცილოგების შეფასებით, თუ მოცემულ სურათს დასავლეთის პრაქტიკას შევადარებთ, ამაში უჩვეულო არაფერია. ხოლო 2016 წლის საპარლამენტო, 20017 წლის ადგილობრივი და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრაქტიკამ კი, მათივე აზრით, აჩვენა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმების უმრავლესობას საბოლოოდ მაინც „ქართული ოცნება" იღებს.

ელზა პაპოშვილი
15.09.2020

ოკუპანტებმა შიდა ქართლში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ახალი ფაქტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სამშაბათს დილიდან ოკუპანტებმა მუშაობა განაახლეს ხურვალეთშიც. ატოცში საოკუპაციო ხაზთან დადგმულია სათვალთვალო კოშკი, ზემო ნიქოზში უკვე არსებულ გამყოფ ღობესთან 5-10 მეტრში ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავლებულია ახალი მავთულხლართი.

მარიკა ხორავა
15.09.2020

 „ევროპარლამენტის ფიალა როდის აივსება და კრიტიკულ ნაწილს როდის აკრეფს, ამას უფრო უნდა ველოდოთ პოსტ-საარჩევნო პერიოდში, თუ რაღაც პრობლემა შეიქმნა. შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის მხრიდან არ ველოდები კონკრეტულ ქმედებებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა.

ქრისტინე კაპანაძე
15.09.2020

 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ამბობს, რომ განსაკუთრებული გართულებები არ აღენიშნება და მისი რეაბილიტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. როგორც ის იხსენებს, ვირუსი თავისი კოლეგისგან, ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

თამთა ჩაჩანიძე
15.09.2020

საქართველო ებრაულ კომპანია „რაფაელთან" თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გააძლიერებს თავის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას და რუსეთთან ახალი შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს უკვე შეეძლება სისხლი გაუშროს რუსეთის საბრძოლო ავიაციას. ამის შესახებ გამოცემა „ფორბსთან" საუბარში ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა დევიდ ექსმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
14.09.2020

ზუგდიდში როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას გამარჯვების იმედი აქვს - ამ ოლქში „ქართულ ოცნებიდან" მაჟორიტარ კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიცია კი კანდიდატს კვირის განმავლობაში დაასახელებს.

თამთა ჩაჩანიძე
14.09.2020

ორშაბათს კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სპეციალისტები ბოლო დღეების მაღალ მონაცემებზე საუბრისას იმედოვნებენ, რომ ამ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა მოერევა, თუმცა, არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის უკონტროლო გავრცელება მოხდეს, რამაც შესაძლოა პოლიტიკური პროცესების პარალიზებაც გამოიწვიოს.

ქრისტინე კაპანაძე
13.09.2020

„გამორიცხული არაფერია. „ოქროს ნატეხები“ არც ხელისუფლებაში არავინ არის და ოპოზიციაში ხომ მთლად ისეთი ხალხია, რომელიც ყველაფერს კადრულობს“, - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის რევაზ არველაძის შეფასება მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უკვე მომხდარი რამდენიმე ინციდენტის შესახებ, რომელშიც ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების აქტივისტებს ადანაშაულებენ. 


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×