ელზა პაპოშვილი 05.03.2021

გახდება თუ არა პლებისციტი ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილის მოლაპარაკების საგანი? - ამის შესახებ ოპოზიციაში აქტიურად საუბრობენ და შესაძლაო მათ შორის დაპირისპირების მიზეზიც კი გახდეს, რადგანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაა, რომ ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს. ჯერჯერობით ამის შესახებ ხელისუფლება კონკრეტულ პასუხს არ ამბობს, თუმცა არც კატეგორიულად უარყოფს.
|
ია აბულაშვილი 05.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობით კომპრომისულ ვერსიაზე შეთანხმების მიღწევის ვადა 16 მარტს იწურება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების მისაღწევად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რაზე შეჯერდებიან მხარეები ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე? ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ, გარდა ვადამდელი არჩევნებისა შეთანხმება ყველა საკითხზე შეიძლება.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.03.2021

ოპოზიცია მოლაპარაკებების დაწყებამდე პროტესტის მუხტს ანელებს. ბოლო ორი დღეა არ აქტიურობენ ამ მხრივ ანტისამთავრობო აქციების მონაწილე ის ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ თავს სამოქალაქო აქტივისტებს უწოდებენ. თუმცა გუშინ რამდენიმე მათგანმა თქვა, რომ დღის წესრიგს არ ცვლიან და ქუჩის პროტესტს გააგრძელებენ. იფიცებიან, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კავშირი არა აქვთ და საკუთარი დღის წესრიგი გააჩნიათ. თუმცა პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ისინი პარტიების ერთგვარ ახალგაზრდულ ფრთას უფრო წარმოადგენენ, ვიდრე დამოუკიდებელ მოთამაშეებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.03.2021

დღეს ბაიდენს რუსეთი ჩინეთთან დაპირისპირებისთვის ბრძოლაში სჭირდება, რომ კრემლმა ამერიკასა და ჩინეთს შორის საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებაში ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს. ბაიდენის ადმინისტრაცია კი ამბობდა, რომ მისი პრიორიტეტი რუსეთის შეკავება იქნებოდა, მაგრამ შეკავება ათასნაირად შეიძლება, სხვათა შორის ტრამპი უფრო ხისტი შემაკავებელი იყო, ვიდრე ბაიდენი, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია.
|
ია აბულაშვილი 04.03.2021

პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ გამოვიდნენ ამ ვაკხანალიიდან, რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულება ჰქვია. მისი თქმით, დღეს პოლიტიკური აქტორები ვერ ქმნიან მრავალფროვან პოლიტიკურ პროდუქტს, იყენებენ კომუნიკაციის ყველაზე მახინჯ ფორმას და ყველანაირად ცდილობენ ადამიანების დიდი მასა ჩააბან ფსიქოპატიაში.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.03.2021

ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში მთავრობა შეზღუდვების დაბრუნებას აპირებს - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მან დაასახელა ქვეყანაში არსებული გამოწვევები და ფიქრობს, რომ სწორედ ამაზე უნდა იყოს მიმართული მთელი ძალისხმევა და არა „უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე".
|
ია აბულაშვილი 03.03.2021

ევროპა საქართველოს საკითხს 16 მარტს ბრიუსელში განიხილავს და ამ დროისთვის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ქვეყნისთვის სასიკეთოდ საკითხების გადაწყვეტა უნდა მოახერხონ, რისი ოპტიმისტური მოლოდინიც პოლიტოლოგებს არ აქვთ. მათი აზრით, ორკვირიან ვადაში მხარეებმა სულ მცირე კომპრომისს მაინც უნდა მიაღწიონ, რაც ამ ეტაპზე არ ჩანს და ორივე ხისტ პოზიციაზე რჩება.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.03.2021

რეგულაციების გახსნის შემდეგ, კოვიდ-19-ის ყოველდღიური მაჩვენებელი ისევ იმატებს - ვაქცინის შემოტანის კონკრეტული თარიღი ისევ არ ვიცით, ამასობაში კი ახალი შტამების გავრცელების გამო, მსოფლიო მეოთხე ტალღის საშიშროების წინაშეა. რა გველის იმ პირობებში, როცა ბრძოლის მთავარი იარაღი ჯერ კიდევ არ გვაქვს და ეკონომიკაც ექსპერტების შეფასებით კიდევ ერთ დარტყმას ვეღარ აიტანს.
|
ელზა პაპოშვილი 03.03.2021

რას შედეგს ჩაიტანს 11 დღეში ბირუსელში ირაკლი ღარიბაშვილი, ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც ორივე მხარე ევროსაბჭოს პრეზიდენტის შალ მიშელის წასვლისთანავე ისევ ერთმანეთს დაუპირისპირდა და ურთიერთბრალდების რეჟიმში გადავიდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 03.03.2021

“ერთ-ერთ გამოსავალი, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და ქუჩის აქციები დასრულდეს, გარდამავალი პლებისციტის ჩატარებაა. თუმცა, ეს უნდა იყოს იმ პირობით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. ეს იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის კარგი ვარიანტი.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.03.2021

რუსთაველზე, პარლამენტის წინ დაცემული „კარვების ქალაქი" ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად მოიაზრება, ხოლო მასში განთავსებული ოპოზიციის პარტიული აქტივი დაუღალავად ცდილობს სახალხო მხარდაჭერის დემონსტრირებას. სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ „კოკა-კოლასაგან" მიღებული საჩუქრის ფართო აფიშირება.
|
ელზა პაპოშვილი 02.03.2021

6 პუნქტიანი გეგმა და 2 კვირიანი ვადა - საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არსებული პოლიტკური კრიზისიდან გამოსავალი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შალ მიშელის მოთხოვნით, რაც შეიძლება მალე უნდა მოძებნოს. თუმცა, შეხვედრიდან მეორე დღეს ორივე მხარემ ისევ წითელი ხაზები გაავლო. ოპოზიცია ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კვლავ მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს, ხოლო ხელისუფლება კატეგორიულად აცხადებს, რომ ამ საკითხს არც კი განიხილავს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|