ელზა პაპოშვილი 28.10.2023

ჯარისკაცის ბურუსით მოსილი გარდაცვალება სამხედრო ბაზაზე - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა 19 წლის რეზი ჩხეიძის გარდაცვალების მიზეზი. ერთი ვერსიით, ახალგაზრდა სამხედრომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეორე ვერსიით კი მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა. რეზი ჩხეიძეს სასიკვდილო ჭრილობა იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული.
|
ელზა პაპოშვილი 28.10.2023

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტას ელის და სავარაუდოდ, 2024 წლისთვის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.10.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარტია „იაბლოკოს" დამფუძნებელს გრიგორი იავლინსკის შეხვდა, მედიის მტკიცებით, დიალოგის მთავარი თემა იყო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა. თსუ-ს პროფესორი კორნალი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება პუტინის გულწრფელი მიზანი არაა და ამ შეხვედრით ის უფრო შიდა-პოლიტიკურ კონსოლიდაციას ცდილობს, თანაც ეს წინაასაარჩევნოდ განსაკუთრებით სჭირდება.
|
ელზა პაპოშვილი 27.10.2023

ვინ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სტრასბურგში ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ უნდა მიენიჭოს?! ამ საკითხზე დაპირისპირება ოპოზიციაში კვლავ გრძელდება. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ამაზე განაცხადება გააკეთა, ამას ირაკლი კობახიძემ „დიდი აღიარება“ უწოდა. სამნიძის მსგავსად ხატია დეკანოიძემაც დაადასტურა, რომ ევროპარლამენტარებმა ამის შესახებ უამბეს. დეკანოიძე ასეთ ასეთ პარტიად „ევროპულ საქრათველოს“ ასახელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.10.2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილობაზე „გეგმები სადმე იხარშება", ეს კონსტიტუციიის დარღვევაა. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ზურაბიშვილს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება თუ თანამდებობიდან გადადგება.
|
ელზა პაპოშვილი 27.10.2023

თბილისში ტაქსის მღოლს ტურისტების გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. 40 წლამდე გასან გასანოვს რუსეთის მოქალაქე ქალი გაუპატიურების ბრალდებით უჩივის. ირკვევა, რომ მთაწმინდაზე, სადაც ქალმა ტაქსის მძღოლს წაყვანა სთხოვა, მან ის დასახლებული ადგილიდან მოშორებით წაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა. ასევე წაართვა ტელეფონი და ფული. ქალი განყოფილებაში ორი დღის წინ მივიდა და საჩივარი დაწერა. თუმცა აღმოჩნდა, რომ იგივე ტაქსის მძღოლს კიდევ ერთი ტურისტი ახლა კანადის მოქალაქე უჩივის, რომელიც ამბობს, რომ ტაქსის მძღოლმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. სავარაუდოდ, მოძალადე ტაქსის მძღოლი უკვე დაკავებულია და ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურების ჩატარების დროს მიიყვანა.
|
ქეთო გოგოხია 27.10.2023

წლევანდელ რთველს კლიმატურმა პირობებმა პრობლემები შეუქმნა, თუმცა სახელმწიფოსთან კოორდინირებული მუშაობით რისკები მინიმუმამდე დავიდა და ყველაფერი გაკეთდა, რათა ამინდის გავლენას ნაკლები დანაკარგი მოჰყოლოდა. მთავრობამ პირობა შეასრულა და მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება ყველა მევენახემ შეძლო. ახლა მთავარი საზრუნავი ღვინის ხარისხია, რათა გლობალურ ბაზრებზე ქართული ღვინის მიერ დამკვიდრებული ნიშა უფრო მეტად განმტკიცდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.10.2023

8 ნოემბრის გაფართოების ანგარიშში გაირკვევა, მისცემს რეკომენდაციას ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროპულ საბჭოს, თუ გადაწყვეტილების მიღებას დეკემბერში სრულად ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიანდობს. „ქართული ოცნება" ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიცია ჩართული იყო იმ აგიტაციაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭებისკენ. ოპოზიცია კი მიაჩნია, რომ „ოცნება" ქმნის წინაპირობებს - თუ არ იქნება სტატუსი, იპოვოს განტევების ვაცი.
|
ია აბულაშვილი 27.10.2023

თელოვანის ჯვარპატიოსანი ეკლესიის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი ლეგენდა თელოვანის ეკლესიის გუმბათს უკავშირდება, ყოველ სულთმოფინობას ეკლესიის თავზე ენით აუწერელი ბრწყინვალებით ჩნდება ჯვარი.
|
ელზა პაპოშვილი 26.10.2023

ტურისტი ამტკიცებს, რომ თბილისში ჩამოსული, აეროპორტში თაღლითი ტაქსის მძღოლის მსხვერპლი გახდა და ის გაძარცვეს. ინდოეთის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მძღოლმა მას მთელი თანხა, 800 დოლარი წაართვა. როგორც ტურისტი ყვება, აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე, მძღოლი მას უკაცრიელ ადგილზე დატოვებით დაემუქრა თუ მთლიან თანხას რაც თან ჰქონდა, არ მისცემდა.
|
გვანცა წულაია 26.10.2023

თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს. ქვეყანაში 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა. ითქვა, რომ ქართული სახელმწიფო მყარი და სტაბილური პატრნიორია და ეკონომიკური თანამშროლობა მომავალში უფრო მეტად გაღრამავდება.
|
ელზა პაპოშვილი 26.10.2023

უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლებია. რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, რაკეტებითა და დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო. საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, ყველა დრონი ჩამოგდებულია. ღამით, დაიბომბა ხმელენცკის ოლქი; რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის რეგიონზე - დაღუპულია 2 ადამიანი, დაზიანდა კერძო სახლი და ავტომობილები.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|