გვანცა წულაია
05.03.2024

საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება მიღწეულია - ავტომფლობელები 2013 წლამდე გამოშვებული იმ ავტომობილების განბაჟებას შეძლებენ, რომლებიც გემზე 2023 წლის ბოლომდე დაიტვირთა. შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც ავტოდილერები დიდი ხანია ითხოვენ, ორი დღის წინ გახდა ცნობილი, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის დადგენილებაში ჯერჯერობით არ ასახულა და ცვლილება მხოლოდ ავტოდილერებისგან გავრცელდა.

ელზა პაპოშვილი
05.03.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა შეასრულა და საარჩევნო ცვლილებებს ვეტო დაადო. მისი მოტივირებული შენიშვნები უკვე პარლამენტშია, თუმცა მმართველი პარტია ახლა ვეტოს დასაძლევად ემზადება და აცხადებენ, რომ ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. 

რეზონანსი
05.03.2024

 ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე საარჩევნო ნომერი დაასახელა. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, მისი გუნდი არჩევნებზე „#4"-ით წარდგება. რაც შეეხება თავად გუნდის შემადგენლობას, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა შედგეს მელიას გაერთიანება „ლელოსთან" და „მთავარი ახრის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას ასევე ახალ პარტიასთან. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შედგება ასეთი გაერთიანება, თუ მელია დამოუკიდებლად გავა არჩევნებზე - ე.წ შუაშისტ ამომრჩეველზე მუშაობა მისი მხრიდან არ იქნება სწორი გადაწყვეტილება.

გვანცა წულაია
05.03.2024

ქვეყანაში ბინები იაფდება და ქირის ფასი წლის განმავლობაში კიდევ უფრო დაიკლებს. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი, მაგრამ ღირებულება მაინც მაღალია და დაბალბიუჯეტიანი სახლის დაქირავება დღემდე რთულია. 

რეზონანსი
05.03.2024

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების რუსეთიდან გაძევებასა და მათ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას ითხოვს. მიზეზი ისაა, რომ მათ უარი განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.

თამთა ჩაჩანიძე
05.03.2024

ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან ზურაბ აზარაშვილის გათავისუფლება კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია. უკვე ყოფილმა მინისტრმა თავის გადადგომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც „მძლავრი დაჯგუფების ბიზნეს ინტერესებზე" საუბრობს. ამას პრემიერ ირაკლი კობახიძის პასუხი მოჰყვა, რომ „როდესაც ჯანდაცვის სექტორი იზრდება, რისკებიც ჩნდება". ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს პროცესი „კლანებს შორს ფინანსების, გავლენებისა და თანამდებობების განაწილებაა".

ელზა პაპოშვილი
05.03.2024

ორშაბათს ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად შემდეგ  დაეშვა. მიზეზი ის იყო, რომ ბორტზე ქართველ და რუს მგზავრს შორის სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. მგზავრები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ დაპირისპირების მიზეზი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსი მგზავრის მხრიდან გვერდით მჯდომი ქართველი გოგონას შევიწროვება გახდა.  

ელზა პაპოშვილი
04.03.2024

კახეთში უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირი, რომელმაც ორი თანასოფლელი პენსიონერი პენსიის რიგში მოკლა, სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ პროკურატურის ყველა ბრალდება გაიზიარა და მას 18 წლამდე პატიმურობა მიესაჯა. 

ქეთო გოგოხია
04.03.2024

უმაღლეს სასწავლებლებში ცვლილებების ახალი დიდი ეტაპი იწყება. საწყის ეტაპზე ეს ეხება სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობას და ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესს სამაგისტრო პროგრამის მსურველებისთვის. შემდეგი ეტაპი შეიძლება გახდეს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადების გაზრდის საკითხი, რაც შეიძლება გადაიხედოს. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტარიფების თემა მომწიფებულია და დგას განათლების სამინისტროს დღის წესრიგში, თუმცა კონკრეტულად როდიდან იქნება ამისთვის სახელმწიფო მზად, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

ქეთო გოგოხია
04.03.2024

თბილისში მოსახლეობის ზრდას და კორპუსებზე გაზრდილი მოთხოვნას ბიზნესი მშენებლობების გააქტიურებით პასუხობს. ტემპი იმდენად მაღალია, რომ ხშირ შემთხვევაში კანონზომიერებას აცდენილია და ქალაქის განაშენიანება მიმდინარეობს ქაოსურად, რასაც ურბანისტები უპირისპირდებიან. მათი რეკომენდაციაა, გაკეთდეს კონკრეული კლასტერი უბნების მიხედვით, სადაც მაღალი შენობები, ე.წ. ცათამბჯენები განთავსდება.

ელზა პაპოშვილი
04.03.2024

რუსეთმა, მას შემდეგ, რაც ავდიივკა აიღო, სწრაფი წინსვლის სერია დაიწყო და ცდილობს უკრაინის თავდაცვის ახალ ხაზის გარღვევა მოახერხოს, რაც დასავლეთში აძლიერებს იმის შიშს, რომ კიევის ტაქტიკა ახლა ფრონტის ხაზზე იმპულსურია, რაც დადებით შედეგებს არ მოიტანს.    

გვანცა წულაია
04.03.2024

საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პატრნიორთან არც თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და არც უვიზო ავიამიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს ამერიკასთან. ორივე საკითხე მუშაობა წლებია მიმდინარეობს, თუმცა ხელშესახები შედეგი ისევ არ არსებობს. ექსპერტები ამბობენ, რომ  გადაწყვეტილება უმეტესად ვაშინგტონის მისაღებია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×