გვანცა წულაია 09.11.2023

ტურიზმთან ერთად, ისრაელში მიმდინარე ომის გამო, ორი ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობას საფრთხე შეექმნა. ბიზნესში და ეკონომისტებში მოლოდინია, რომ კერძო სექტორს ისევე მოუწევს სხვა ქვეყნის ბაზარზე გადართვა, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, თუმცა განსხვავება ისაა, რომ საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკური ურთერთობები უფრო მოცულობითი იყო, ვიდრე ისრაელისა და საქართველოსია.
|
ნაზი ბერიძე 09.11.2023

პოლარიზაციის შემცირება და პოზიცია-ოპოზიციის თანამშრომლობამ, როგორც ევროინტეგრაციის წინაპირობამ, 12 რეკომენდაციიდან 9 პირობაში გადაინაცვლა. ეს ერთადერთი საკითხი იყო, რომელზედაც ორივე პოლიტიკური ბანაკი თანხმდებოდა, რომ წინსვლა არ იყო და ხელს ერთმანეთისკენ იშვერდნენ. იმაზე, რომ ეს სიტუაცია პოზიტიურად შეიცვლება, პოლიტიკის ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს დამაიმედებელი პროგნოზი არა აქვს.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.11.2023

ევროკომისიის რეკომენდაციებში საკითხი, რომელიც 12 პუნქტს არ აგრძელებს და სრულიად ახალი დათქმაა, ეს არის 2024 წლის საპარლამეტო არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება. სტრატეგიული პარტნიორების თქმით, სწორედ ეს გახდება დემოკრატიის ინდიკატორი და ამ არჩევნებს ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება.
|
ნაზი ბერიძე 09.11.2023

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აანონსებს, რომ უკრაინა კვლავ შეეცდება ბრძოლის ველზე შედეგების მიღწევას წლის ბოლომდე და დარწმუნებულია, რომ კიევი, ფრონტზე არსებული სირთულეების მიუხედავად, ომში წარმატებას მიაღწევს. ამასთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინას უზარმაზარი წარმატებები აქვს ყირიმის მიმართულებით და ამ მხრივ „სასიამოვნო ამბები" კიდევ იქნება.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.11.2023

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე ანგარიშს ევროკომისიამ დათქმები მოაყოლა და დასძინა, რომ მისი შესრულება ინკლუზიური პროცესი უნდა იყოს და ჩაერთოს ყველა პოლიტიკური ძალა. 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დათქმების შესრულების პროცესი ამ დროისთვის მაინც უნდა დაიწყოს, რათა ევროკავშირმა დაინახოს, მონდომებულები ვართ თუ არა ინტეგრაციისთვის.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.11.2023

გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს - „იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა". საუბარია ცხრა დათქმაზე, აქედან უმეტესობა 12 რეკომენდაციას აგრძელებს, ზოგიერთი კი სრულიად ახალია - სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.
|
ქეთო გოგოხია 08.11.2023

საქართველომ ევროპისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. ევროკომისიამ 8 ნოემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა იმისა, რომ იგი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენაა, საყურადღებოა ეკონომიკური სარგებელიც, რომელიც შეიძლება ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით მიიღოს. ეკონომისტების ერთი ნაწილი სწორედ ამ ბენეფიტებზე საუბრობს, თუმცა სპეციალისტების მეორე ნაწილი ამ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად მიიჩნევს.
|
ია აბულაშვილი 08.11.2023

ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. ევროკომისის პრეზიდენტის ურსულა ფონ დენ ლაიენის განცხადებით, კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
|
გვანცა წულაია 08.11.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი მკვეთრად იაფდება. ასეთია ბოლო რამდენიმე კვირის ტენდენცია. ერთი ბარელი "ბრენტის" ღირებულება უკვე 80 დოლარამდე დავიდა. ეს მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ნედლი ნავთობის ფასმა ლამის 100 დოლარს მიაღწია. საქართველოში კი საწვავი არაფრით არ იაფდება. ცვლილება მხოლოდ საბითუმო ბაზარს ეტყობა, ხოლო ავტოგასამართ სადგურებში კვლავინდებურად მაღალი ფასი ნარჩუნდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.11.2023

ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე თბილისიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ქართველი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამჯერადაც დაფიქსირდა განსხვავეული მოსაზრებები - ოპოზიციის შეფასებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა, ხოლო მმართველი პარტია კი ამბობს, რომ ეს იყო „ქართული ოცნების" მუშაობის შედეგი, „ოცნება" კი „ქართველი ხალხის არჩეულია".
|
ნაზი ბერიძე 08.11.2023

დასავლეთი ცდილობს მოახდინოს გარკვეული გავლენა ისრაელის პოზიციაზე და ღაზაში ჰუმანიტარული სახის დახმარების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ქმედებებზე დაითანხმოს, რაც შესაბამისი უსაფრთხო დერეფნების შექმნაში უნდა გამოიხატოს.
|
ნაზი ბერიძე 08.11.2023

თეთრი სახლის სურვილია, რომ აშშ-მ დახმარების ერთიანი პაკეტი შექმნას ისრაელისა და უკრაინისთვის და სტრატეგია ორივე ქვეყნისთვის სამხედრო და ფინანსური რესურსების ერთდროულად გადანაწილენაზე აიგოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|