ელზა პაპოშვილი
17.07.2022

მკვლელობა მარნეულში - სოფელ მეორე ქესალოში 60 წლის მამაკაცი მამიდაშვილმა მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირება ნათესავებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო. თვითმხილველების თქმით, მამიდაშვილს მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

თეონა ვეშაგური
16.07.2022

უკრაინაში პირველი შორი მანძილის, ზალპური ცეცხლის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები M270 ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნული შეიარაღება ქმნის საკმაოდ სერიოზული ტიპის ძალას, რომელსაც შეუძლია რუსულ საარტილეტიო-სარაკეტო პოტენციალთან გათანაბრება.

ელზა პაპოშვილი
16.07.2022

როგორ შეასრულებს საქართველო ევროპის პირობებს და როგორ გამოიყენებს გადაწეულ ვადას? - უკვე ცნობილია, რომ ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ანგარიში არა წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს უნდა მოამზადოს. განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გააკეთა. მიხაილ რუპიმ აღნიშნა, რომ გადაწყვიტეს საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში არ ააჩქარონ.

ელზა პაპოშვილი
15.07.2022

უკრაინაში ომის 142-ე დღეა და რუსეთი კვლავ სამხედრო აგრესიას განაგრძობს.

23-მდე გაიზარდა ქალაქ ვინიცას ცენტრში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 117 ადამიანი. თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ქეთო გოგოხია
15.07.2022

სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მთავრობა გადამწყვეტი ზომების მიღებას იწყებს. პრიორიტეტებს შორისაა მეხორბლეობის განვითარება, რათა ქვეყანამ თვითუზრუნველყოფის მაღალ დონეს მიაღწიოს და მაქსიმალურად გაუმჯობესდეს როგორც მოსავლიანობა, ასევე ხორბლის ხარისხი. საქართველოს რეალურად აქვს რესურსი, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 50%-მდე გაზარდოს, რაც ქვეყანას გარე რისკების განდაიცავს.

ელზა პაპოშვილი
15.07.2022

სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადა დღის ბოლომდე აქვს. ოპოზიციაში კი ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვაობაა - ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს, აცხადებს, რომ თუ რიგგარეშე სხდომა არ ჩაინიშნება, ისინი კანონპროექტზე მუშაობას გააგრძელებენ და სესიების განახლებისთანავე დააინიცირებენ.

ელზა პაპოშვილი
15.07.2022

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი  და საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ უკრაინის ფორნტზე ამჟამად ერთგვარი ოპერატიული პაუზაა და ორივე მხარე ძალების გადაჯგუფებას ახდენს. სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსი აგრესორების წინაშე სერიოზული თავდაცვითი ზღუდეა, რომლის აღება მათ ძალიან გაუჭირდებათ. საით წარმართავენ ისინი შეტევას, ეს ამ ეტაპზე რთულად პროგნოზირებადია.

მამუკა ნაცვალაძე
15.07.2022

1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მანიფესტს მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ქართლ-კახეთის სამეფოს შესვლას ითვალისწინებდა. ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსია, რაც არ გახლდათ თავსებადი ერთმორწმუნეობის იმ იდეოლოგიურ პოსტულატთან, რუსეთის საიმპერატორო კარი რომ ერთგულებდა თითქოს.

ერთია მანიფესტის შედგენა და მეორე მისი გაცნობა ხალხისთვის, რომელსაც იმ ხანად ორიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიცია გააჩნდა. აშკარა იყო - სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი ხვდებოდა მანიფესტზე მარტო იმპერატორის ხელის მოწერა რომ არ კმაროდა. ალექსანდრე დიდხანს ფიქრობდა, სად და რა ფორმით უნდა გამოეცხადებინა ქართველებისთვის ის, რომ მათ სახელწიფოს აღარ უნდა ეარსება.

რუსეთის საიმპერატორო კარის იდეოლოგებმა მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ მიაგნეს გამოსავალს. საცნაური კი ის გახლდათ, რომ რუსეთმა თავისი მზაკვრული იმპერიული მიზნების შესაფუთად ქართველთა უდიდესი სიწმინდე, წმინდა ნინოს ჯვარი გამოიყენა. სწორედ წმინდა ნინოს ჯვარი მოუძღოდა 1802 წლის აპრილში საქართველოში შემოსულ რუსთა არმიას. 

ელზა პაპოშვილი
14.07.2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ოჯახში დავა დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც  სანადირო თოფიდან გაისროლა, საფანტი შემთხვევით მეორე შვილს  მოხვდა. ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელისა და გულის არეში აქვს მიყენებული. ის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში  გადაიყვანეს.

ქეთო გოგოხია
14.07.2022

გლობალურ ბაზრებზე საწვავი მკვეთრად იაფდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე ანალიტიკოსები საწვავის მასშტაბურ გაძვირებას პროგნოზირებდნენ, სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა. ამ დროისთვის 1 ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 97 დოლარია, ხოლო ამერიკული ნავთობის ღირებულება 93 დოლარამდე ჩამოვიდა. ამგვარ ვარდნას, ძირითადად, გლობალურ ეკონომიკაში რეცესიული პროცესების დაწყებას უკავშირებენ,  რა პირობებშიც ომის გამო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აღმოჩნდნენ.

თეონა ვეშაგური
14.07.2022

ევროკავშირის მხრიდან 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ვადის გახანგრძლივებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ვადის გადაწევა „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა და ერთგვარი პოლიტიკური მარცხია, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ გამართლდა ის, რასაც ამბობდნენ და რეალურად არავითარი ლოგიკა არ იდგა ცაიტნოტის უკან.

ელზა პაპოშვილი
14.07.2022

უკრაინის ომის 141-ე დღე - რუსმა აგრესორებმა რამდენიმე ქალაქი სასტიკად დაბომბეს, დაღუპულია ათობით მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ბავშვები. ყველაზე სასტიკი იყო თავდასხმა ქალაქ ვინიცაზე, რომელიც დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს და საბრძოლო მოქმედებების არეალიდან ძალიან დაშორებულია. აქ, ბოლო მონაცემებით, ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 ბავშვი. ამას გარდა, ბახმუტში რუსებმა „ურაგანის“ ტიპის რაკეტები გამოიყენეს, არის მსხვერპლი.  რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე ინტენსიურ იერიშებს განაგრძობს. ბახმუტში, დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. დაზიანდა დაახლოებით 8 საცხოვრებელი სახლი. ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიაზეც. ორი რაკეტა კომერციულ ობიექტს დაეცა, შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×