ელზა პაპოშვილი
17.07.2022

მკვლელობა მარნეულში - სოფელ მეორე ქესალოში 60 წლის მამაკაცი მამიდაშვილმა მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირება ნათესავებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო. თვითმხილველების თქმით, მამიდაშვილს მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

დაპირისპირების მიზეზად ადგილობრივები მიწის ნაკვეთს ასახელებენ. მათ ამის გამო უთანხმოება წლების განმავლობაში ჰქონდათ და დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არაერთხელ გადაზრდილა. ახლაც ნათესავებს შორის კონფლიქტი საღამოს 8 საათზე დაიწყო. სიტყვიერი დავა კვლავ ფიზიკურ ანაგრიშსწორებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ კი 65 წლის მამაკაცმა სახლიდან იარაღი გამოიტანა და 60 წლის მამიდაშვილი ქუჩაში მოკლა.

„ქუჩაში მაღაზიასთან შეხვდნენ ერთმანეთს. ჩხუბი იქ დაიწყეს. დავა მიწის გამო ჰქონდათ. ის ამბობდა ჩემიაო, ეს გარდაცვლილი ეუბნებოდა არა ჩემიაო. ამის გამო წლებია ერთმანეთთან დაობენ. ახლა კი ქუჩაში ეს კონფლიქტი ისევ გაუხსენებიათ. ჯერ ერთმანეთი აგინეს, მერე ერთმანეთის ცემა დაიწყეს.

ხალხმა გააშველათ, მაგრამ იმ ერთმა სახლიდან თოფი გამოიტანა და მამიდაშვილი ქუჩაში მოკლა. საავადმყოფოში დაჭრილი გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ბევრჯერ ესროლა", - ყვება „რეზონანსთან" ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×