თამთა ჩაჩანიძე
31.10.2023

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად საჭირო რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი რჩება. ანალიტიკოსთან უმრავლესობა ვარაუდობს, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს, ოღონდ გარკვეული დათქმებით. ეს დათქმები კი იმ 12 რეკომენდაციიდან იქნება, რასაც შეუსრულებლად, ან ნაწილობრივ შესრულებულად ჩაგვითვლიან. თუმცა, სავარაუდოდ, იქნება დამატებით პუნქტებიც. მაგალითად ევროკავშირის წარმომადგენლები ხშირად მიანიშნებენ, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ხარისხი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, შესაძლოა, ძველ რეკომენდაციებს სწორედ ეს საკითხი დაემატოს.

ქეთო გოგოხია
30.10.2023

საცხოვრებელ ბინებში გათბობის სისტემის გაუმართაობა წელსაც დიდ პრობლემაა. ზამთარი ჯერ არ დაწყებულა და უკვე არის მსხვერპლი, რაც  გვაფიქრებს, რომ სიტუაცია სეზონის განმავლობაში შეიძლება დამძიმდეს. საკმაოდ დიდია რისკი, რომ გაზით მოწამვლისა და დანადგარების აფეთქების შემთხვევები გახშირდება.

თამთა ჩაჩანიძე
30.10.2023

სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა თბილისში ვიზიტისას „მშვიდობის ფორმულა" წამოაყენა, თავის განცხადებაში კვლავ ახსენა საქართველო. ფაშინიანი მიაჩნია, რომ ერევნისთვის მნიშვნელოვანია „საქართველოსა და ირანთან „ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება". კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სომხეთის მთავრობა ახლა გამოსავალს ეძებს, ცდილობს რეგიონსაც და მსოფლიოსაც დაანახოს, რომ მშვიდობა უნდა.

ქეთო გოგოხია
30.10.2023

საქართველოში გაზის საბადოების არსებობის საკითხი ისევ გააქტიურდა. სპეციალისტებს და ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული ,,პერსპექტიული რესერსის" არსებობა არ აეჭვებთ, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ მარაგი საყურადღებო არ არის. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გარკვეული მარაგი შეიძლება იყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნავთობისა და გაზის სააგენტოსაც არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული.

ელზა პაპოშვილი
30.10.2023

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ მუქარის  წერილი მიიღო. როგორც ირკვევა, მე-5 კლასელ 10 წლის გოგონას წერილში წერენ, რომ თუ ის კონკრეტულ თანხას მერხთან არ მიიტანს და არ დატოვებს დათქმულ დროში, მის დას მოკლავენ. 

ქეთო გოგოხია
30.10.2023

გლობალურ ბაზრებზე საწვავის გაძვირების ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების ღირებულება თითქმის 10%-ით არის გაიაფებული. ფაქტობრივად  ყველა მოცემულობაა, რაც ფასზე დადებითად მოქმედებს. ამ მომენტისთვის ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საწვავი  საქართველოში არ გაძვირდეს, თუმცა ფასის კლება ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. იმპორტიორებს ეს მოლოდინი არც აქვთ, მთავარია გლობალური ტენდენცია ხანგრძლივად შენარჩუნდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიაფდება საწვავი ქართველი მომხმარებლებისთვის.

ელზა პაპოშვილი
30.10.2023

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის“ პალატიდან პოლიტიკურ გზავნილებს აკეთებს და სასამართლოს სხდომაზე ჩართვისას  ქვეყანში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს, პოლიტიკურად კიდევ უფრო  გააქტიურებას აანონსებს და ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. 

თამთა ჩაჩანიძე
30.10.2023

„ამ გამოსვლების დაწყებამდე, დაღესტნის მეთაური მელიკოვი მოსკოვში ჩავიდა და ახლაც, მე მგონი იქაა, ამან ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ძალოვანი სტრუქტურებიც ძალიან პასიურობდნენ, ზუსტად ასე მოქმედებდა ცარისტული რუსეთი, ანტისემიტური გამოსვლების პროვოცირებას ახდენდა და მერე ამას სხვებს აბრალებდა," - ამის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის აეროპორტში ანტისემიტურ დარბევას, სადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა.

თამთა ჩაჩანიძე
30.10.2023

ოპოზიცია მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებს. მათი თქმით, ეს იქნება „ქართული ოცნებისთვის" დამატებითი ბერკეტი თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მით უმეტეს წინასაარჩევნო კამპანიისას. მმართველი პარტიის შეფასებით კი ეს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების ფარგლებში ხდება და თუ ევროკავშირის სტრუქტურები ოფიციალურად მიუთითებენ, რომ კანონში კონკრეტული ჩანაწერი დამაბრკოლებელია, „ჩასწორდება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა და წკავ-წკავის საფუძველზე არ მოხდება".

თამთა ჩაჩანიძე
29.10.2023

საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებსათან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, „ოცნების" წარმომადგენლები ოპოზიციის შესაძლო აქციებსა და არეულობებზე სულ უფრო ხშირად აკეთებენ განცხადებებს. საპასუხოდ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნების" ბრალდება არასაფუძვლიანია, რადგან მსგავსი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ოცნების" განცხადებები პრევენციული ხასიათისაა, რადგან თუ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით არასასურველი დასკვნა დადო, შესაძლოა ხალხი ქუჩაში გამოვიდეს.

თამთა ჩაჩანიძე
29.10.2023

შაბათს ღამით ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში განლაგებული „ჰამასის" წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაცია წამოიწყო. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ესაა დაანონსებული სახმელეთო ოპერაცია, თუმცა თავად ისრაელის ხელისუფლება ამას „მიმდინარე ოპერაციის გაფართოებასა" და „ომის მეორე ფაზას" უწოდებს. ამას ისლამურ სამყაროში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. თურქეთში გამართულ აქციაზე პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა არ გამორიცხა, რომ ომმა გლობალური დაპირისპირების სახე მიიღოს. ირანში კი აცხადებენ, რომ ისრაელმა „წითელი ხაზები გადაკვეთა".


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×