ელზა პაპოშვილი
22.10.2023

აქვს თუ არა ხელისფლებას იმის რესურსი, რომ როცა დასჭირდება ოპოზიციიდან გადაიბიროს ცალკეული დეპუტატები მისთვის პრონციპულად მნიშვნელოვანი საკითხების კენჭისყრისას ხმების საჭირო რაოდენობის მისაღებად? გასულ კვირას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციაში „კატარსტროფულ ვითარებაზე“ ალაპარაკდნენ. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციონერთა გადაბირების პრობლემა არ აქვს, რაც უკვე ორი კენჭისყრისას ღიად გამოჩნდა და 18 ოქტომბერს „ოცნება“ პრეზიდენტის გადაყენებისათვის საჭირო 100 ხმასაც კი შეაგროვებდა, ეს რომ მის ინტერესებში ყოფილიყო.

თამთა ჩაჩანიძე
22.10.2023

ახლო აღმოსავლეთში ორმხრივი საჰაერო დარტყმების ფონზე, ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ომში, შესაძლოა, ლიბანიც აღმოჩნდეს ჩათრეული. მიზეზი შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლაა", რომელიც სწორეს ლიბანის ტერიტორიიდან ბომბავს ისრაელს. ამის ფონზე, ომში ფაქტობრივად ჩართული აღმოჩნდა სირიაც - ისრაელის არმიამ შაბათს სარაკეტო დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანა ალეპოსა და დამასკოს საერთაშორისო აეროპორტები. ღაზის სექტორში „ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციის დაწყება კი ისევ ჭიანურდება, რასაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აქვს.

ელზა პაპოშვილი
22.10.2023

15 წლის თეკლას ბურუსით მოცული გარდაცვალება  - რა მოხდა 15 ოქტომბერს ხაშურში, როცა 15 წლის გოგონა კორპუსის ეზოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაახლოებით საღამოს 8 საათზე მომხდარ ამ შემთხვევას ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. ადგილობრივბი „რეზონანსთან“ იხსენებენ, რომ მათ რაღაცის დავარდნის ხმა გაიგეს, გარეთ გამოიხედეს და ავტომობილის ქვეშ მწოლიარე პატარა გოგონა დაინახეს. ახლოს მისულებმა კი მათი მეზობელი ამოიცნეს.

თამთა ჩაჩანიძე
21.10.2023

იმპიჩმენტის პროცესის შემდეგ, „ოცნებასა" და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. მმართველ გუნდს ზურაბიშვილის ნდობა აღარ აქვს და მას ოპოზიციის პრეზიდენტად მოიხსენიებს. თავად ზურაბიშვილისგან კი „ოცნების" მწვავე კრიტიკა და მუქარანარევი განცადებებიც კი ისმის. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ „მისი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა რაღაც რადიკალური ნაბიჯები გადადგას".

თამთა ჩაჩანიძე
20.10.2023

ორი კვირაა, რაც ღაზას სექტორში ორასზე მეტი მძევალი „ჰამასის" ტყვეობაში იმყოფება, რომელთა შორის არიან ბავშვები, ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეები, სამშვიდობო აქტივისტები, მოხუცები და ჯარისკაცები. როგორც „რეზონანსთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია აცხადებს, მათი გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს - ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელ პატიმრებში გაცვლა, სპეცოპერაცია და „ყველაზე უარესს შემთხევაში", სახმელეთო ოპერაცია.

ელზა პაპოშვილი
20.10.2023

საქართველო  ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ევროკომისიის ანგარიში ნოემბერში იქნება. არსებობდა ინფორმაცია, რომ დასკვნას საქრათველოს შესახებ ევროკომისია 31 ოქტომბერს დაწერდა. თუმცა, გაირკვა, რომ დასკვნა ნოემბერში იქნება და თანაც შესაძლოა ამას რეკომენდაციის სახე ევროკომისიიდან არ ჰქონდეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი დეკემბერში ევროკავშირის წევრ  27 ქვეყანას მიანდონ. 

ელზა პაპოშვილი
20.10.2023

სისხლიანი ანგარიშსწორება სამტერდიაში - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი კობა მეფარიშვილი, მეტსახელად „ყრუ“ სამძიმრიდან გამოსული ჩაცხრილეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, 36 წლის ახალგაზრდა კაცს 10-მდე  ტყვია ესროლეს. ხოლო სისხლიან გარჩევას წინ ჩხუბი და დაპირისპირება უძღოდა. მკვლელი ამ დრომდე მიმალვაშია, მის დასაკავებლად პოლიცია სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს. გავრცელებული ინფორმაციით კი  მკვლელობის მოტივად კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებული დავა სახელდება.

თამთა ჩაჩანიძე
20.10.2023

რუსული ჯარის ბოლო შენაერთმა საქართველო 2007 წელს დატოვა, ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ენმ-ს მთავრობის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ზურაბიშვილის განცხადება, რომ ეს მისი დამსახურებით მოხდა, „ქართული ოცნების" მხრიდან ახალი კრიტიკის საფუძველი გახდა.

თამთა ჩაჩანიძე
20.10.2023

ისლამისტური თავდასხმების გამო, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან, ევროპელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ საჭიროა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების გაძლიერება და იმ პირების უფრო სწრაფად გაძევება, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ.

ია აბულაშვილი
20.10.2023

სოლოლაკში ქუჩა, რომელსაც ადრე ბარონ განის ქუჩა ერქვა, დღეს კი დიდი გალაკტიონის სახელს ატარებს, მე-19 საუკუნეში თბილისელებისა და უცხოელების თავშეყრის ადგილი იყო. ამ ქუჩაზე აშენდა პირველად ევროპული ტიპის სახლი, რომელიც გერმანელმა არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა ააგო და მისი ფასადი ქართული ორნამენტებითაც დაამშვენა.

ია აბულაშვილი
20.10.2023

"ზურაბიშვილსა და "ოცნებას" შორის ანგარიში 1:1-ია, მაგრამ ომი გრძელდება. პრეზიდენტის პოზიციებს არ დათმობს და დაპირისპირება უფრო გაღრმავდება" - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნას პარლამენტში.

ქეთო გოგოხია
19.10.2023

შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ მთავრობა მიდგომას ცვლის. ყველას, ვინც დასაქმებაზე უარს იტყვის, შემწეობის თანხა მოეხსნება. ამ მიზნით ბიუჯეტიდან გარკვეული ფულადი რესურსი გამოთავისუფლდება, ვინაიდაც ხარჯი საკმაოდ დიდია და რეალურად ხელისუფლებას მძიმე ტვირთად აწევს ამ ვალდებულების შესრულება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×