ქეთო გოგოხია 18.10.2023

საქართველო, საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ გამოფენას – Sommet De L’elevage 2023 -ს სტუმრობდა. მასშტაბური ღონისძიება 6 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგნელები, ასევე სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მათთვის კიდევ ერთი ფანჯარა გაიჭრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეტი განვითარებისა და ცოდნის გაზიარებისთვის, რის შედეგსაც დარგი მალე იგრძნობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.10.2023

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-დან პირდაპირ ისრაელში ჩავიდა, რადგან მისი იორდანიაში ვიზიტი აღარ შედგა. სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ისრაელმა კი ბაიდენის ვიზიტს „ღრმად ამაღლელვებელი" უწოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.10.2023

მეორე კვირაა, რაც „ჰამასი" ისრაელს ბომბავს, ისრაელი კი ღაზის სექტორზე ახრციელებს საჰაერო იერიშებს, სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან კი ჯერჯერობით თავს იკავებს. ამის პარალელურად ისრაელში ერთმანეთის მიყოლებით დასავლელი ლიდერების ვიზიტები ხორციელდება როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ვიზიტები მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს ყველაფერი სწორედ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას და შესაძლოა, მის საერთოდ გაუქმების რეკომენდაციას უკავშირდებოდეს.
|
გვანცა წულაია 17.10.2023

სამედიცინო სფეროში დასაქმებულთათვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების არეალი ფართოვდება. თუკი 2023 წლის დასაწყისიდან, ექიმებს და ექთნებს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაუწესდათ, ცვლილება ძალაში შევა უმცროსი ექიმისთვის, ექთნის თანაშემწისთვის, ბებიაქალისთვის და სანისტრისთვისაც.
|
თიკა სიბოშვილი 17.10.2023

ზამთრის ტურისტული სეზონი ახლოვდება, რაზეც ადგილობრივები დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა ამის პარარელურად საქართველოს შორიახლოს ძალიან რთული სიტუაციაა. უცხოელი ტურისტები მოგზაურობას თავს მასობრივად არიდებენ და იმავდროულად შეფერხებულია მიმოსვლაც. ვიზიტორების რაოდენობამ უკვე დაიკლო და უკეთესის მოლოდინი არც მომავალშია. რამდენად დიდ გავლენას იქონიებს საომარი სიტუაციები ზამთრის ტურისტულ სეზონზე და როგორი დატვირთვით გაიხსნება თეთრი კურორტები?
|
თამთა ჩაჩანიძე 17.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. საკანონმდებლო ორგანოს ამ საკითხის განხილვისა და კენჭისყრისათვის 2-კვირიანი დრო აქვს, თუმცა, როგორც მმართველი პარტია ამბობს, ყველაფერი დაჩქარებულად, ამ კვირაშივე ჩატარდება. ეს კი ანალიტიკოსებს იმის განცდას უტოვებს, რომ „ოცნების" მიზანია კენჭისყრა ჩააგდოს. ამ ეჭვს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სხვადასხვა მინიშნებებიც ამყარებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.10.2023

„ჩემი დუმილის დრო დასრულდა"... „ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა, თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა", - ამ გზავნილებით მიმართა 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ევროპული ტურნეთი, რომელზედაც მთავრობის თანხმობა არ ჰქონია, კონსტიტუცია დაარღვია. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ემოციური ფონის გავლენით პრეზიდენტმა მართლაც შეიძლება განაცხადოს ან გააკეთოს რაღაც ისეთი, რასაც ჩვეულებრივ ვითარებაში რა გააკეთებდა. მათ შორის გამორიცხული არ არის არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.
|
ქეთო გოგოხია 16.10.2023

საქართველოში რუსი მიგრანტების რაოდენობა მცირდება და ამ პროცესის პარალელურად იკლო გაზავნილების მოცულობამაც. მართალია, რუსეთი გზავნილების მიმართულებაში ლიდერი ქვეყანაა, მაგრამ გადმორიცხული თანხის რაოდენობა საკმაოდ მკვეთრად არის შემცირებული. ის, რომ რუსი მიგრანტების რიცხვმა იკლო, ამით ინფლაციაზე ერთ-ერთი დამატებითი წნეხი შემსუბუქდა, თუმცა ეკონომიკური აქტივობაც შენელდა. სავარაუდოდ, უძრავი ქონების ბაზარზე მიგრანტების გავლენის ფაქტორიც შესუსტდება, მაგრამ ნეგატიური შედეგი ფულადი გზავნილების კლებაზე მაინც აისახება, როგორც ამას ეკონომისტები ადასტურებენ.
|
ელზა პაპოშვილი 16.10.2023

უმძიმესი დანაშაული გორში, 67 წლის კაცმა 39 წლის შვილი მოკლა. სოფელ სობისში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამაკაცმა შვილს თავის არეში ნაჯახით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ის სახლში უკვე გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ ცხელ კვალზე კი მამა დააკავა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით დანაშაულს აღიარებს. რა მოხდა და რა გახდა ამ სასტიკი დანაშაულის მიზეზი, ადგილობრივებისთვის უცნობია. მათი თქმით, სავარაუდოდ, მამა შვილს შორის არსებობდა დაპირისპირება, რაც ამ სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა.
|
ქეთო გოგოხია 16.10.2023

ლარის გაუფასურების ტენდენცია გრძელდება, რაც ბიზნესისა და ეკონომიისთვის რისკებს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მყარდებოდა და ტენდენცია სტაბილურად ნარჩუნდებოდა, ახლა ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა და გაუფასურების გზას დაადგა. ჯერჯერობით რაიმე ნიშნები, რაც ამ პროცესს შემოაბრუნებს, არ იკვეთება. გაცვლითი კურსის სტაბილურობა უკვე გამოწვევად იქცა. დიდი ალბათობაა, რომ წლიურ ჭრილში გაუფასურებული ლარი მივიღოთ, თუმცა სპეციალისტები არ ფიქრობენ, რომ კურსი შარშანდელ ნიშნულს დაუბრუნდება.
|
ელზა პაპოშვილი 16.10.2023

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთი ავდიივკას მიმართულებით, ტავრიას პასუხისმგებლობის ზონაში, მათი თავდაცვის გარღვევის მცდელობას არ წყვეტს, თუმცა, უშედეგოდ. უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვას ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით. შეტევითი მოქმედებებია მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. უკრაინელები ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ახლა ყველაფერი მმართველი პარტიის ვერტიკალს ექვემდებარება და „საკონსტიტიციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს". „ოცნება" კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია და რომ დღეიდან ზურაბიშვილი პრეზიდენტი უკვე ფორმალურადაა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|