ია აბულაშვილი 13.07.2023

„მოვა იმის დრო, როცა საქართველო გახდება წამყვანი თემა ნატოში, მანამდე კი საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, აწარმოოს რეალური პოლიტიკა და იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვრალიძე, რომელსაც „რეზონანსი“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვათარებაზე ესაუბრა.
|
ქეთო გოგოხია 13.07.2023

გლობალურ ბაზრებსა და საქარველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასები შემცირდა, თუმცა გაძვირების, ასევე სასურსათო უსაფრთხოების რისკი ზოგიერთ ქვეყანაში ისევ მაღალია, რაზეც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ფაო) ანგარიშშიც არის ასახული. ამის ნიშნები განსაკუთრებით მოწყვლად ქვეყნებნშია. სხვათა შორის, ინდოეთმა გამოაცხადა, რომ ბრინჯის ექსპორტს ზღუდავს, რადგან საკმარისი რაოდენობა არ აქვს. ამ ფონზე, როცა არამდგრადი ვითარებაა მსოფლიოში, საქართველოში სტაბილურობის ნიშნებია და სულ მცირე, გვიან შემოდგომამდე, ფასების ზრდ მოსალოდნელი არ არის.
|
ნაზი ბერიძე 13.07.2023

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის არმიაში ახალი სკანდალი აგორდა, რომელმაც შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს რუსი ჯარისკაცების მოტივაციასა და მორალურ მდგომარეობაზე და შესაბამისად, ომის მიმდინარეობაზეც კი. რუსეთის 58-ე არმიის სარდალმა, გენერალ-მაიორმა ივან პოპოვმა საჯაროდ გააკრიტიკა თავდაცვის სამინისტრო და უკრაინესი მებრძლი რუსი ჯარისკაცებისათვის ზურგში დარტყმაში დაადანაშაულა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოპოვი ზაპოროჟიეს ფრონტის სარდლის თანამდებობიდან გადააყენეს.
|
გვანცა წულაია 13.07.2023

პანდემიის წლებში დაწყებული ექსპორტის ზრდა დღემდე გრძელდება. საქართველოს ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგი აქვს და მთავრობა მაჩვენებლის უფრო მეტად გაზრდაზე ზრუნავს. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ლარის მკვეთრ გამყარებას ექსპორტისთვის ხელი არ შეუშლია, არადა მაშინ, როდესაც კურსი 2.50-იანი ნიშნული ქვევით იყო, ადგილობრივი მწარმოებლები წუწუნებდნენ, რომ ქვეყნიდან პროდუქციას გატანა გაჭირდებოდა და ქართული საქონელი კონკურენტუნარიანობას დაკარგავდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.07.2023

ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველ პარტიასთან აფილირებული პოლიტიკური ძალების მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" უკან, საპატიმროში დაბრუნებაზე. რამდენიმე დღის წინ ამაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. ოთხშაბათს ამავე თემაზე გააკეთა განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. „ხალხის ძალამ" კი ხუთშაბათს პირდაპირ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იძლევა ციხეში მისი დაბრუნების საშუალებას.
|
ნაზი ბერიძე 13.07.2023

„სტრატეგია აღმაშენებელი" მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციის ერთიან პრემიერობის კანდიდატად პარტიის ლიდერ გიორგი ვაშაძეს განიხილავს. „ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება, თუ გიორგი ვაშაძე არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობასთან" ერთად მიიღებს, რაც არ უნდა ფორმალიზებული სახე მიეცეს ამ შეთანხმებას. ანალიტიკოსები საკმაოდ რელურად მიიჩნევენ წინასაარჩევნოდ დიდი ოპოზიციური გაერთინების შექმნას, მაგრამ ამ გაერთიანებაში ვაშაძის როლს განსხვავებულად აფასებენ.
|
თიკა სიბოშვილი 12.07.2023

საქართველოში ბინების შეძენა, გაყიდვა, ქირაობა ან გირაობა ისევ ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ბაზარზე არანორმალურად მაღალი ფასი ნარჩუნდება. მიზეზები, რის გამოც მდგომარეობა არ იცვლება, ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა, არადა მოსახლეობა უკვე ძალიან ცუდ დღეშია. შეიძლება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ მალე ვეღარც კი მოახერხონ უძრავი ქონების შეძენა. ამის გამო საზოგადოების ნაწილი დახმარებას უკვე მთავრობას და პარლამენტს სთხოვს და გარკვეულ რეგულაციას ითხოვს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.07.2023

საქართველო ნატოში სამოქმედო გეგმით ე.წ. მაპ-ით გაწევრიანდება, ხოლო უკრაინა მის გარეშე - ამის შესახებ ნათქვამია ვილნიუსის სამიტის ალიანსის ვრცელ კომუნიკეში, სადაც ორგანიზაცია ადასტურებს ვალდებულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იქნა გაცხადებული.
|
ია აბულაშვილი 12.07.2023

ვილნიუსის ნატოს სამიტთან დაკავშირებით ვნებათაღელვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში არ ცხრება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველო დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯებით, კარგავს იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც მიეცა უკრაინას - მაპის გარეშე გახდეს ნატოს წევრი და რომ საქართველოსთვის კიდევ მრავალი წელი დარჩება ნატოს კარი დახურული.
|
ნაზი ბერიძე 12.07.2023

12 ივლისს, ოთხშაბათს, ომის 504-ე დღეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევზე მასირებული თავდასხმა მოიგერია. ცნობას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს და ამბობს რომ რუსულმა ძალებმა კიევის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს.
|
რეზონანსი 12.07.2023

ინფლაციის შემცირება, რომელმაც ტენდენციის ხასიათი მიიღო, შემდგომ თვეებშიც გაგრძელდება. ეროვნული ვალუტის გამყარებამ და ეკონომიკის აქტიურად მუშაობამ ფასების მოთოკვის მიმართულებით დადებითი შედეგები გამოიღო და არც ისაა გამორიცხული, რომ მთლიანი, 2023 წლის ნიშნული სამიზნე მაჩვენებელს (3%) საკმაოდ ჩამოსცდეს. კარგ სტატისტიკასთან ერთად, უფრო მეტად საინტერესოა, რეალურად, შემცირდება თუ არა ფასები, რომელიც მოსახლეობას ასე ძალიან აწუხებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.07.2023

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინას ნატოში სამოქმედო გეგმის (მაპ-ის) გარეშე იღებენ, ალიანსის ქვეყნები კიევისთვის სამხედრო დახმარების ზრდაზე განსაკუთრებით გააქტიურდნენ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს ფაქტიურად გზავნილია რუსეთისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში უკრაინას მხარს უჭერენ, რათა კიევმა ფრონტზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|