ელზა პაპოშვილი
08.07.2024

საზარელი ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტიან - 37 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე, 30 წალამდე კაცმა ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი გააუპატიურა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთ სოფელში, ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, რომელმაც მეზობელ ქალზე ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა. მათი თქმით, კაცმა გაქცევა მოასწრო. 

ირკვევა, რომ ძალადობის მომენტში ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და მამაკაცმა ამით ისარგებლა. მეზობლების მონაყოლის თანახმად, ირკვევა, რომ სასტიკი ცემისა და სექსუალური ძალადობის შემდეგ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მეზობლებმა ის კლინიკაში გადაიყვანეს, ვითარებაში გარკვევის შემდეგ კი ექიმებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა მამაკაცი უკვე გაქცეული იყო.   

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მამაკაცის ძებნა კი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. 

„საშინელი დანაშაულ მოხდა. ეს გოგო შეზღუდული შესაძლებლობის არის. ეს ბიჭი კი მის მეზობლად ნათესავთან იყო სტუმრად. ეტყობა დაინახა, რომ გოგო მარტო იყო და ამით დრო იხელთა. შესულა, ჯერ უცემია საწყალი, შემდეგ კი გააუპატიურა. 

გულწასული იპოვა მეზობელმა. ვნახეთ, რომ ნაცემი იყო. ამიტომ წავიყვანეთ საავადმყოფოში. ექიმება გასინჯეს და თქვეს, ძალადობის მსხვერპლიაო. შემდეგ გოგომაც აღიარა, რომ მასზე იძალადეს. ისეთი შეშინებულია, ვერაფერს ამბობს. ისედაც უჭირს საუბარი და ახლა საერთოდ ფსიქოლოგიურად უმძიმეს მდგომარეობაშია. 30 წლამდე ბიჭია. ასე რამ გაამხეცა, არ ვიცით. გაქცეულა და მეზობლებმა ვერსად ვეღარ იპოვეს. პოლციაც ეძებს“, -ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.           

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×