სოსო არჩვაძის აზრით, აკრეფილი სიჩქარე მოგვცემს საშუალებას მოკლე ვადაში მივაღწიოთ ევროპულ დონეს
გვანცა წულაია
09.07.2024

მსოფლიო ბანკის მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11.75%-ით გაიზარდა და 86.6 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა. საქართველო იმ 30 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებმაც გასულ წელს მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდა ორნიშნა მაჩვენებლით მოახერხა.

მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით 2023 წელს საქართველომ უკვე არსებითად გადაუსწრო ლატვიას, რომლის მაჩვენებელი 2022 წელს საქართველოს მსგავსად 77 მილიარდი საერთაშორისო დოლარი იყო და 2023 წელს მხოლოდ 78 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 11%-ით ჩამოუვარდება საქართველოს 2023 წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ, 2021 წელს ლატვიის მთლიანი ეროვნული შემოსავალი საქართველოს მაჩვენებელს 2,4 მილიარდი საერთაშორისო დოლარით აღემატებოდა, 2023 წელს კი საქართველოს მთლიანი ეროვნულ შემოსავალი 8 მილიარდ 700 მილიონი საერთაშორისო დოლარით აჭარბებს ლატვიის დონეს.

მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ნომინალური მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას: ლუქსემბურგს, ისლანდიას, მალტას, კვიპროსს, ლატვიას, და ესტონეთს.

სწორედ ამ მონაცემის მნიშვნელობასა და სხვა ეკონომიკურ პარამეტრებზე „რეზონანსთან“ ისაუბრა ეკონომისტმა და სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს საკმაოდ კარგი ტემპი აქვს აღებული და ევროკავშირთან ჩამორჩენას ყოველწლიურად ამცირებს. 

„რეზონანსი“: პირველ რიგში, მკითხევლისთის რომ განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს მაჩვენებელი და საერთოდ, რა ეკონომიკური კრიტერიუმია?

სოსო არჩვაძე: აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ეროვნულმა, სამამულო პროდუქტმა თავისი მოცულობით და შეფასებული ერთნაირი მსყიდველობითუნარიანობით,  გადაუსწრო ევროკავშირის 6 ქვეყანას, მაგრამ, როგორც იტყვიან, აქ ხბოს აღტაცებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რადგან ამ ქვეყნების მოსახლოებას საქართველოს მოსახლეობაზე გაცილებით ნაკლებია. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით ეს ქვეყნები საქართველოს ჯერ კიდევ უსწრებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩვენს საკმაოდ მაღალი სიჩქარე განვავითარეთ და ამ ჩამორჩენას უფრო და უფრო ვამცირებთ. 

„რ“: ბოლო წლებში რამდენად სწრაფად ვახერხებთ ევროკავშირთან ჩამორჩენის აღმოფხვრას?

ს.ა: სხვათა შორის, საკამოდ კარგი ტემპი გვაქვს და ჩამორჩენა ყოველწლიურად მცირდება. მართალია, ეკონომიკური განვითარეის დონით, ევროკავშირი წინ მიდის, მაგრამ, ჩვენი სიჩქარე იმდენად მაღალია, რომ ჩამორჩენის მასშტაბი სულ უფრო და უფრო იკლებს. 

ამ საუკუნის დასაწყისთან შედარებით, ეს ჩამორჩენა დაახლოებით 3-ჯერ შემცირდა და ეს არ არის ცოტა, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ქვეყანას ჰქონდა მძიმე გამოწვევა პანდემიის სახით, რა დროსაც ჩვენი ეკონომიკა საშუალო გლობალურ ეკონომიკასთან შედარებით 1.5-ჯერ უფრო შემცირდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ სწრაფი წინსვლა შევძელით და საკმაოდ წავიწიეთ წინ. 

„რ“: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კარგად გამოიყურება, მაგრამ რეალურად მოსახლოებაზე როგორ აისახება და განვითარების პარალელურად როგორ უმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე?

ს.ა: მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას აქვს რამდენიმე ასპექტი. ერთი - წმინდა მონეტარული, როდესაც იზრდება ადამიანის შემოსავალი, ფულადი ფორმით. მეორე - ის საყოფაცხოვრებო პირობები, რაშიც ადამიანის უხდება ცხოვრება. პირობითად, უფრო კეთილმოწყობილი არის არე-მარე, უფრო მოწესრიგებულია გზებია, მეტად კონფორტული ტრანსპორტით ხდება გადაადგილება და ა.შ. ასე რომ, ეს ყველაფერი მთლიანობაში უნდა იქნას აღებული და გააზრებული. 

სტატისტიკის ბოლო მონაცემები გვამცნობს, რომ 13%-ით გაიზარდა საშუალო ხელფასი, როცა იმავე პერიოდშო ინფლაციის დონე დაახლოებით 1.5-2%-ის ფარგლებშია. რეალურ განზომილებაში გამოდის, რომ დასაქმებულთა ხელფასი გაიზარდა ორნიშნა მაჩვენებლით, ეს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში და ეს გამოიხატება იმაში, რომ მოსახლეობას აქვს დამატებითი რესურსი თავისი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. გუშინ ვნახე ინფორმაცია, რომ "არქიში" ერთ დღეში 114 ბინა გაიყიდა და ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობაში მაღალი მსყიდველობითუნარიანობაა. 

იზრდება დეპოზიტების სიდიდეც და სამომხმარებლო კრედიტის მოცულობაც, რომელსაც მოსახლოება იღებს კომერციული ბანკებიდან, რაც ნიშნას იმას, რომ მათი გადახდისუნარიანობაც მზარდია. ადამიანს ახასიათებს გარკვეული სკეპტიციზმი და წუწუნი, რომ მას უნდა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდეს, მაგრამ თუ ცივი გონებით და ზედმეტი ემოცირების გარეშე შევხედავთ ამ პროცესს, ვნახავთ, რომ მდგომარეობა აშკარად უკეთესობისკენ მიდის. უბრალოდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ საშუალო ევროპულ დონეზე, რაც ევროკავშირის წევრ ქვენებს აქვთ, მაგრამ აკრეფილი სიჩქარე მოგვცემს საშუალებას მოკლე ვადაში მივაღწიოთ ევროპულ დონეს. 

„რ“: რა შესაძლებლობა გვაქვს ამ ყველაფრისთვის, რომ აღებული ტემპი მინიმუმ შევინარჩინოთ და უკეთეს შემთხვევაში გაზარდოთ? 

ს.ა: რა თქმა უნდა, განვითარების შესაძლებლობა გვაქვს. აქ რამდენიმე ასპექტი უნდა განვიხილოთ. ქართველი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობა, მისი წარმოების უნარი და პლუს კიდევ ის ამბიცია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სხვაზე ნაკლები ჩვენ არ უნდა ვიყოთ. ამბიცია გვეხმარება იმაში, რომ მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და წინ წავიწიოთ, არათუ დავეწიოთ, არამედ გავუსწროთ კიდეც იმ ქვეყნებს, რომელიც ჩვენთვის სამაგალითოა. 

„რ“: სამეზობლოსაც შევეხოთ, როგორია შედარება შემოსავლებისა და ცხოვრების დონის მიხედვით საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის?

ს.ა: ცხოვრების დონის ფორმირებაში რამდენიმე ასპექტი ახდენს გავლენას. მაგალითად, სომხეთში, ძალიან დიდი როლი უკავია დიასპორას, იქიდან ტრანზაქციებს. სომხეთში აშშ-დან ტრანზაქციის მოცეულობა სულ ცოტა 5-ჯერ აღემატება, საქართველოში განხორციელებულ გადმორიცხვების მოცულობას. მთლიანობაში ეკონომიკური განვითარების დონე რომ ავიღოთ, სომხეთი ნამდვილად არ არის ჩვენზე წინ.

აზერბაიჯანს აქვს ენერგორესურსი, მაგრამ მის ექსპორტში დიდი წილი  სწორედ ამ ენერგორესურსებზე მოდის. ჩვენი ექსპორტი, ბოლო პრობლემების მიუხედავად, მაინც უფრო დივერსიფიცირებულია და ზრდის საკმაო პოტენციალი გააჩნია. ჩვენ გვაქვს გაცილებით დიდი ნახტომის შესაძლებლობა იმისათვის, რომ არათუ გავუსწროთ, არამედ მნიშვნელოვნად გადავიდეთ სხვა წონის თუ ხარისხობრივ კატეგორიაში, ეკონომიკური კეთილდღეობის მხრივ. 

თურქეთს ჯერჯერობით საკმაოდ რთული ვითარება აქვს იმ გაგებით, რომ ინფლაციის მაღალი ტემპი აუფასურებს ადგილობრივ ვალუტას და შესაბამისად, მოსახლოების მსყიდველუნარიანობას. თურქეთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რადგან ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, საზღავო ჰაბი, ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი რამდენიმე ათეულ მილიარდს აღემატება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ თითქმის უკვე ვუთანავრდებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×