ნაზი ბერიძე 21.12.2023

აფხაზეთის არცთუ მცირე ნაწილი ახალ წლამდე, შესაძლოა, პრაქტიკულად რუსეთის კუთვნილებად გამოცხადდეს. საუბარია ბიჭვინთაში მდებარე საბჭოეთის დროინდელი სამთავრობო აგარაკების კომპლექსზე, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ თითქმის 2 წლის წინ ოფიციალურად გადასცა რუსეთს, თუმცა ე.წ. პარლამენტი აქამდე უარს აცხადებს მის რატიფიკაციაზე. ეს „შეთანხმება" როგორც სოხუმში, ასევე თბილისში სერიოზულ შეშფოთებასა და პროტესტს იწვევს. როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება და აქვს თუ არა მას რაიმე ბერკეტი, რომ ამ კომპლექსის რუსებისთვის გადაცემა ჩაშალოს?
|
გვანცა წულაია 20.12.2023

ახალი წლიდან თბილისში სატრანსპორტო მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება. იანვრიდან, პიკის საათებში, დედაქალაქში დიდი ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, მაგრამ იქნება გარკვეული გამონაკლისი, მათ შორისაა სადისტრიბუციო მანქანები, რომლისთვისაც მოძრაობა დილის პიკის საათებში 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე არ შეიზღუდება. მიუხედავად ამისა, სადისტრიბუციო კომპანიები მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. მათი აზრით, მომავალში შეუძლებელი იქნება პროდუქციის გაძვირების გარეშე საქმიანობის გაგრძელება.
|
გვანცა წულაია 20.12.2023

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონატარული პოლიტიკა შეარბილა და განაკვეთი 10%-დან 9.5%-მდე შეამცირა. შესაბამისად, ორ წელიწადნახევრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი, ორნიშნა რიცხვს ჩამოსცდა.
|
ნაზი ბერიძე 20.12.2023

ნატო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს 2024 წლის არჩევნების მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე ჩატარებას და საქართველოს ინტეგრაციის პროგრესი ალიანსში მნიშვნელოვანწილად ამ ფაქტორზეც იქნება დამოკიდებული - „იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ" - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც ხაზი გაუსვა ნატოს პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში.
|
ელზა პაპოშვილი 20.12.2023
ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს.
|
ელზა პაპოშვილი 20.12.2023

საფრანგეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი გარემოებები ხედება „რეზონანსისთვის“ ცნობილი. საფრანგეთის პოლიციამ 28 წლის ქართველი ქალი, რომელიც ხუთი შვილის დედაა, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
|
ქეთო გოგოხია 20.12.2023

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის გაგრძელების საფუძველი წლევანდელი სეზონის შედეგია, რასაც თხილის წარმოებამ ხარისხის კუთხით მიაღწია. სუბსიდირების პროგრამამ ცალსახად დაადასტურა, რომ ფერმერებს მეტი მოტივაცია აქვთ, წარმოების მასშტაბები გაზარდონ, გააუმჯობესონ ხარისხი და უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ მაშინაც, როცა გარკვეულ გამოწვევასთან გამკლავება უწევთ.
|
ნაზი ბერიძე 20.12.2023

ოპოზიციურ ფლანგზე ახალი ტიპის ერთიანობის შექმნის იდეა ყოფილმა პრეზიდენტმა გააჟღერა - მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი, რომელიც ძირითადად გამოიყენება როგორც ოპოზიციის ერთიანობის სათათბირო და სადაც კონსენსუსის გზით ახალი იდეები გენერირდება.
|
ქეთო გოგოხია 19.12.2023

2023 წელი ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთ წარმატებულ წლად ფასდება. მთავრობა მიღწეულით აშკარად კმაყოფილია, თუმცა ამაზე არ ჩერდებიან და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა რეფორმა ბოლომდე ღირსეულად მივიდეს, გამოწვევებს გაეცეს პასუხები და საბოლოდ პრიორიტეტული გახდეს ყველა ის საკითხი, რაც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გამარტივებას ითვალისწინებს.
|
გვანცა წულაია 19.12.2023

უკვე 3 თვეა, რაც დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სწავლის გაგრძელების საშუალება აქვთ. 30 ათასი სტუდენტიდან, ამ დრომდე, სტატუსი მხოლოდ 4000-მა მათგანმა აღიდგინა, რაც მცირე მაჩვენებელია, თუმცა აღნიშნული პროცესი არ დასრულებულა, ამიტომ სტუდენტთა ოდენობა გაიზრდება, მაგრამ განათლების სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველა მათგანი სტატუსს არ აღიდგენს და რაოდენობა ნახევრამდეც არ შეივსება.
|
ნაზი ბერიძე 19.12.2023

ორშაბათს პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ქვეყნის უსაფრთხოებასა და ევროინტეგრაციაზე საუბარს. მისი შეფასებით, ბოლო წლებში საქართველო მმართველობის ხარიხით მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირს. პარალელურად კი მნიშნელოვანი თანხები იხარჯება როგორც სამხედრო ინფრასქტრუქტურის განვითარებაზე, ისე უახლესი შეიარაღების შეძენაზე.
|
ელზა პაპოშვილი 19.12.2023

სისხლიანი გარჩევა მარნეულში - სოფელ ყიზილაჯლოში 2 პირი დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილები და ბრალდებული ერთმანეთის ნაცნობები არიან. ისინი ერთად სხვამდნენ და ნასვამები გამოვიდნენ ქუჩაში. დაპირისპირების მიზეზად კი ახალ ნაყიდი ავტომობილის გაფორმება სახელდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|