ნაზი ბერიძე 23.12.2023

28 დეკემბერს აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტი კვლავ განიხილავს ბიჭვინთის საბჭოთადროინდელი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. ამას ადგილობრივი ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან და უკიდურეს შემთხვევაში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას დამხობითაც იმუქრებიან.
|
ნაზი ბერიძე 22.12.2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე უფრო ადრე შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუხედავად იმისა, რომ მან უფრო გვიან მიიღო კანდიდატის სტატუსი, რადგან ბევრი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებით კუთხითაც, უსწრებს.
|
ელზა პაპოშვილი 22.12.2023

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნა კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერი სახით თანამშრომლობა მიუღებელი რჩება, ხოლო მეორისთვის ამ დრომდე გაუგებარია თუ რა შინაარსი აქვს ე.წ. სუპერ-პაკის წინადადებას. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ გაჟღერებული ინიციატივა არასერიოზულია და საკუთარი არსებობის საზოგადოებისთვის შეხსენებას ემსახურება.
|
ელზა პაპოშვილი 22.12.2023

მკვლელობა ბათუმში - სანაპიროზე გამთენიისას შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი. მისი წინასწარ დათვალიერებისას ნახეს, რომ კაცს სხეულის და თავის არეში, სავარაუდოდ, ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ჯამში კი ათამდე ჭრილობა აქვს.
|
ნაზი ბერიძე 22.12.2023

სააკაშვილი კლინიკაში, და არა ციხეში და მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს, რადგან სანამ ოპოზიციური პარტიები ნაციონალური მოძრაობის და პირადად სააკაშვილის კილვატერში იქნებიან, „ოცნება" ყოველთვის გაიმარჯვებს, აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, გახარიას პარტიის განცხადების კომენტირებისას, რომელიც სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.
|
ნაზი ბერიძე 22.12.2023

ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობაში რუსეთის უშიშროების საბჭოს უფროს ნიკოლაი პატრუშევის ხელი ურევია. მეტიც, ამერიკული „უოლ სტრიტ ჯორნალის" ცნობით, სწორედ ის იყო აფეთქების უშუალო ორგანიზატორი, რასაც პრიგოჟინის გარდა კიდევ ბევრი ადამიანი შეეწირა, მათ შორის თვითმფრინავის ეკიპაჟი.
|
რეზონანსი 21.12.2023

საქართველოში ბიზნესი კადრების ნაკლებობაზე ყოველთვის ჩიოდა და მუშახელი თითქმის ყოველთვის დეფიციტს წარმოადგენდა. ახალი კვლევის საფუძველზე კი, რომელიც „პიემსიჯის“ მიერ მომზადდა ირკვევა, რომ 2023 წლის ნოემბერში ვაკანსიების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამითი ნაწილობრივ დასტურდება, რომ ბიზნესისთვის მუშახელის დაფიციტის პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოიფხვრა. ექსპერტების აზრით კი, ახალ კადრებზე ნაკლები მოთხოვნა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბიზნესი ქვეყანაში ნაკლებად ვითარდება და კვლევაში ასახული მაჩვენებელი სწორედ აქედან მომდინარეობს.
|
გვანცა წულაია 21.12.2023

2023 წელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით საკმაოდ აქტიური იყო. ქვეყანაში ბევრი პროექტი განხორციელდა და არაერთ პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება რიკოთის 27-კილომეტრიანი მაგისტრალის გახსნა ჩაითვალოს, თუმცა ამასთან ერთად, ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. მომავალი წლების გეგმაც საკმაოდ მოცულობითია.
|
ელზა პაპოშვილი 21.12.2023

თაღლითობაში ბრალდებული ქალი, რომელმაც კარგად შენიღბული თაღლითური სქემით ათობით ადამიანი მოატყუა და ფული გამოსაძალა, სასამართლომ ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. საქმე კი კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ სქემას ეხება. იგი თავს ასაღებდა პროკურატურის თანამშრომლად, რომელიც სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული.
|
ნაზი ბერიძე 21.12.2023

პარტია „საქართველოსთვის" პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან" ციხეში გადაყვანის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის. 21 დეკემბერს, სააკაშვილის დაბადების დღეს გაკეთებულმა მათ განცხადებას კი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა და მისი პოლიტიკური აქტიურობა პირველ რიგში მმართველ პარტიას აწყობს, რომელიც ყოველი არჩევნებისას წარმატებით იყენებს ექსპრეზიდენტს, როგორც ერთგვარ საფრთხობელას. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის კი სერიოზული პრობლემაა, რადგან ამის გამო მათ სამოქმედო ასპარეზი უვიწროვდებათ.
|
ელზა პაპოშვილი 21.12.2023

სააკაშვილის ახალი ინიციატივა უკვე ნაწილებად დაშლილი ენმ-ის ამა თუ იმ ფორმით გაერთიანების მცდელობაა - ასე აფასებს ანალიტიკოსების ნაწილი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის (პაკ) შექმნის შესახებ. მათი შეფასებით, სააკაშვილის ინიციატივებს სერიოზულად არავინ განიხილავს და ამავე აზრისაა ოპოზიციის ნაწილიც.
| |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|