ელზა პაპოშვილი
08.01.2024

უმძიმესი ავარია ბოლნისში, რის შედეგადაც ორი არასრუწლოვანი ძმა ადგილზევე დაიღუპა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ამ მძიმე ფაქტს მათი დედაც შეესწრო, რომელიც ასევე დაშავდა. როგორც ირკვევა, სოფელ ბალახაურში გზის პირას ძმები დედასთან ერთად ბოსტნეულით ვაჭრობდნენ. ცნობილია, რომ  ბიჭებს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ხოლო ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა. მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ელზა პაპოშვილი
08.01.2024

2024 წლის პირველი კვირა რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში ინტენსიური შეტაკებებით, საჰაერო და სარაკეტო იერიშებით გამორჩეული იყო. ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს ბრძოლის ველზე ინიციატივის მოპოვებით პოლიტიკური პოზიციებიც გაიმყაროს. 

ნაზი ბერიძე
08.01.2024

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ მხარეები სულ უფრო უახლოვდებიან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, რასაც რეალური სამშვიდობო პროცესის დაწყება და ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბური გახსნა უნდა მოჰყვეს.

ნაზი ბერიძე
08.01.2024

რა შანსი აქვს საქართველოს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მასზე დაწინაურებულ მოლდოვას და უკრაინას დაეწიოს და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების ეტაპზე რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს - ამ გზაზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული 9 პუნქტი-პირობა კვლავ მთავარ შესასრულებელ დავალებად სახელდება

რეზონანსი
07.01.2024

მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ახალი წლის დღეებს დაემთხვა და მას ჯერჯერობით აქტიური განხილვები არ მოჰყოლია, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ვრცელი განცხადების პოლიტიკური ანალიზი და მესამე განაცხადი პოლიტიკურ გააქტიურებაზე წლის აქტუალური თემა იქნება. აწ უკვე „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ განცხადებაში გუნდის შიგნით დაპირისპირებაზე რამდენჯერმე მიანიშნა და ისიც ახსენა, რომ მისი ნაბიჯი  გუნდის ცდუნებებისგან დაცვას ემსახურება და არა კონკრეტულად საარჩევნო მიზნებს, რადგან „ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ გუნდი 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა“. 

ელზა პაპოშვილი
07.01.2024

რა იქნება 2024 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს მასშტაბით? „რეზონანსთან“ ამ თემაზე საუბრისას ანალიტიკოსები რამდენიმე საერთოეროვნულ და ასევე გლობალურ საკითხს გამოყოფენ, რომლებიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. ასევე აკეთებენ პროგნოზებს, თუ კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ 2024 წლისაგან.

ნაზი ბერიძე
07.01.2024

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვება გარდაუვალია, მათი მხარდაჭერის მაჩვენებელი კი დღეს დაახლოებით 60%-მდეა. ანალიტიკოსები ასეთ ოპტიმიზმს ეჭვის თვალით უყურებენ, ვინაიდან არცერთი სოციოლოგიური გამოკითხვა მსგავს შედეგებს არ აჩვენებს. თუმცა ამბობენ, რომ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ელზა პაპოშვილი
07.01.2024

ყაჩაღობა გორში - საახალწლო კონცერტზე ქარელიდან ჩამოსულმა ახალგაზდებმა, რომელთა შორის ერთ-ერთი არასრუწლოვანია, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. როგორც ირკვეევა, 20 წლის მამაკაცმა არასრუწლოვანთან ერთად ღამის საათებში სადგურის ოპერატორს იარაღის მუქარით 280 ლარამდე წაართვა.

ნაზი ბერიძე
07.01.2024

მმართველი პარტიის მოსაზრებას, რომ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებისთვის სამუშაო ჯგუფების შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია კრიტიკით შეხვდა. ანალიტიკოსების აზრით, „ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა მართლაც უარი თქვა სამუშაო ჯგუფებში მუშაობაზე, მაგრამ არსებობს სხვა მექანიზმებიც და საპარლამენტო კომიტეტებიც, სადაც მუშაობა და საქმის გაკეთება შესაძლებელია. თუმცა, ხელისუფლება ამ შემთხვევაში თამაშობს ისე, როგორც მისთვის არის მომგებიანი, ხოლო ოპოზიციამ კი ამას „ოცნების" ძველი განცხადებების გახსენებისა და კრიტიკის ნაცვლად, რამე კონკრეტული ქმედებები და შეთავაზებები უნდა დაუპირისპიროს.

თამთა ჩაჩანიძე
06.01.2024

ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გასული წლის ბოლო დღეებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ სომხური დიასპორისა სხვა ეთნიკური ჯგუფების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ეხება „ბიუჯეტიდან" მხოლოდ ეთნიკურად აფხაზი ახალშობილებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების დაწესებას. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი დისკრიმინაცია აფხაზეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას გაამწვავებს.

რეზონანსი
30.12.2023

რუტინულად გამოცხადებულმა „ქართული ოცნების“ მორიგმა ყრილობამ ქართულ პოლიტიკაში ტექტონიკური ცვლილებები გამოიწვია. პოლიტიკიდან უკვე ორჯერ წასული მისი დამფუძნებელი, ყველასათვის  მოულოდნელად დაბრუნდა. თავისივე ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტიდან პარტიის მთავარი პოლიტიკური კონსულტატი იქნება. იგი არ ადასტურებს რაიმე საკადრო ცვლილებებს და არც პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას აპირებს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×