ელზა პაპოშვილი 06.03.2024

კვლავ მძიმეა ვითარება უკრაინის ფრონტის მთელ ხაზზე - უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, 70-მდე მძიმე შეტაკება დაფიქსირდა. ბახმუტის მიმართულებით მდებარე სოფელ ივან-ივსკესთან სასტიკი ბრძოლების შესახებ იტყობინება უკრაინის აღმოსავლეთ ძალების წარმომადგენლობა. ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპანტები ჩასივ-იარის დასახლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.
|
რეზონანსი 06.03.2024

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განაცხადებას, რომ შესაძლებელია მომავალში უკრაინის დასახმარებლად დასავლეთის სახმელეთო ჯარები გაიგზავნოს, რუსეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა უპასუხა და დაემუქრა, რომ მსგავსი ნაბიჯი ბირთვული ომის ზღვარზე მიიყვანს ვითარებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.03.2024

უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს შავი ზღვის აუზში თანდათან ხელ-ფეხს უკრავს, ანალიტიკოსთა ცნობით, უკვე მწყობრიდანაა გამოსული ორ ათეულზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხომალდი, რაც ფლოტის დაახლოებით ერთი მესამედია, ეს კი თავად რუსეთის სამხედრო წესდებებითაც უკვე ნიშნავს, რომ ფლოტი უკვე არაბრძოლისუნარიანია. ბოლოს უკრაინული კამიკაძე-დრონების სამიზნე რუსეთის საპატრულო ხომალდი "სერგეი კოტოვი" გახდა, რომელიც ფლოტს 2022 წელს გადაეცა.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.03.2024

„ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა" - საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ სამშაბათს გაკეთებული ეს განცხადება სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამის პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსეთზე დასავლეთის ქვეყნების თვდასხმის სავარაუდო სცენარი, სადაც საუბარია, რომ დასავლეთი ერთობლივ სამხედრო ფორმირებებს ამზადებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი მზარდ ესკალაციაზე მიუთითებს.
|
გვანცა წულაია 05.03.2024

საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება მიღწეულია - ავტომფლობელები 2013 წლამდე გამოშვებული იმ ავტომობილების განბაჟებას შეძლებენ, რომლებიც გემზე 2023 წლის ბოლომდე დაიტვირთა. შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც ავტოდილერები დიდი ხანია ითხოვენ, ორი დღის წინ გახდა ცნობილი, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის დადგენილებაში ჯერჯერობით არ ასახულა და ცვლილება მხოლოდ ავტოდილერებისგან გავრცელდა.
|
ელზა პაპოშვილი 05.03.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა შეასრულა და საარჩევნო ცვლილებებს ვეტო დაადო. მისი მოტივირებული შენიშვნები უკვე პარლამენტშია, თუმცა მმართველი პარტია ახლა ვეტოს დასაძლევად ემზადება და აცხადებენ, რომ ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
|
რეზონანსი 05.03.2024
ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე საარჩევნო ნომერი დაასახელა. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, მისი გუნდი არჩევნებზე „#4"-ით წარდგება. რაც შეეხება თავად გუნდის შემადგენლობას, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა შედგეს მელიას გაერთიანება „ლელოსთან" და „მთავარი ახრის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას ასევე ახალ პარტიასთან. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შედგება ასეთი გაერთიანება, თუ მელია დამოუკიდებლად გავა არჩევნებზე - ე.წ შუაშისტ ამომრჩეველზე მუშაობა მისი მხრიდან არ იქნება სწორი გადაწყვეტილება.
|
გვანცა წულაია 05.03.2024

ქვეყანაში ბინები იაფდება და ქირის ფასი წლის განმავლობაში კიდევ უფრო დაიკლებს. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი, მაგრამ ღირებულება მაინც მაღალია და დაბალბიუჯეტიანი სახლის დაქირავება დღემდე რთულია.
|
რეზონანსი 05.03.2024

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების რუსეთიდან გაძევებასა და მათ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას ითხოვს. მიზეზი ისაა, რომ მათ უარი განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.03.2024

ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან ზურაბ აზარაშვილის გათავისუფლება კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია. უკვე ყოფილმა მინისტრმა თავის გადადგომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც „მძლავრი დაჯგუფების ბიზნეს ინტერესებზე" საუბრობს. ამას პრემიერ ირაკლი კობახიძის პასუხი მოჰყვა, რომ „როდესაც ჯანდაცვის სექტორი იზრდება, რისკებიც ჩნდება". ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს პროცესი „კლანებს შორს ფინანსების, გავლენებისა და თანამდებობების განაწილებაა".
|
ელზა პაპოშვილი 05.03.2024

ორშაბათს ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად შემდეგ დაეშვა. მიზეზი ის იყო, რომ ბორტზე ქართველ და რუს მგზავრს შორის სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. მგზავრები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ დაპირისპირების მიზეზი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსი მგზავრის მხრიდან გვერდით მჯდომი ქართველი გოგონას შევიწროვება გახდა.
|
ელზა პაპოშვილი 04.03.2024

კახეთში უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირი, რომელმაც ორი თანასოფლელი პენსიონერი პენსიის რიგში მოკლა, სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ პროკურატურის ყველა ბრალდება გაიზიარა და მას 18 წლამდე პატიმურობა მიესაჯა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|