ქეთო გოგოხია
25.12.2023

კაპიტალის ბაზარი საქართველოში ვერ ვითარდება. ფაქტობრივად არც ერთი გავლენიანი ფინანსური სტრუქტურა არ არსებობს საქართველოში, რომელიც ამ პროცესს მხარს დაუჭერს. სპეციალისტები გამოთქვამენ დასაბუთებულ ეჭვს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების რეკომენდაციას არ იძლევა საერთაშორისო  სავალუტო ფონდი, შესაბამისად, საქართველოს ეროვნული  ბანკი გაჩუმებულია  და ამასობაში კომერციულმა ბანკებმა შთამთქეს მთელი ფინანსური ბაზარი. ასეთ პირობებში, ცხადია, არც  სავალუტო ფონდი ცდილობს სიტუაციის შეცვლას, რადგან ამ პირობებში უფრო უმარტივდება გავლენის გაძლიერება და რეალურად არც აწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარება.

ქეთო გოგოხია
25.12.2023

გლობალურ ბაზრებზე შაქარი წარმოუდგენელი სისწრაფით იაფდება,  4 დეკემბრიდან მოყოლებული, პროდუქტზე ფასი 17%-ით არის შემცირებული. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე სიტუაცია ჯერ კიდევ უცვლელია. ტენდენცია დიდი ალბათობით გაგრძელდება, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ქართული ბაზარი რამდენად აუწყობს ფეხს, იმპორტიორებს ამაზე პროგნოზის გაკეთება უჭირთ. მათი ვარაუდით,  საუკეთესო შემთხვევაში, შაქარი შეიძლება 15-20 თეთრით გაიაფდეს. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი იმპორტი ისევ განახლდება. ახლა პროცესი, შაქარზე დაწესებული გადასახადის გამო, რეალურად შეჩერებულია და ჯერჯერობით ,,აგარას" უკონკურენტო პირობებში უწევს წარმოება.

ნაზი ბერიძე
25.12.2023

ოპოზიცია ძიების პროცესშია, რა შეიძლება იყოს არჩევნებში წარმატების მიღწევის ფორმულა - ერთიანი მძლავრი ალტერნატიული ცენტრის შექმნა, თუ ძალების გადანაწილება და რამდენიმე დაჯგუფების ორგამიზება. ასევე, საინტერესოა, არიან თუ არა ოპოზიციაში რეიტინგული ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ ლოკომოტივის როლი ითამაშონ 2024-ში „ოცნების" დასამარცხებლად.

ელზა პაპოშვილი
25.12.2023

საბერძნეთში ქურდობისთვის 32 და 37 წლის ქართველები დააკავეს. საქმის მასალებით დადგინდა, რომ დაკავებულები 2019 წლიდან 2023 წლამდე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მდიდრულ სახლებსა და ძვირადღირებულ მანქანებს ძარცვავდნენ. 

ქეთო გოგოხია
25.12.2023

2023 საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე მოთხოვნა და შესაბამისად, იმპორტიც გაიზარდა, რაც ეკონომიკის აღმავალ ტრენდს უკავშირდება. ამ პროცესს შიდა ბაზარზე სავალუტო კურსმაც საგრძნობლად შეუწყო ხელი, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე რისკები ჯერ კიდევ არსებობს, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რამაც შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში შეცვალოს სიტუაცია.

ელზა პაპოშვილი
25.12.2023

 რუსულმა ძალებმა უკრაინაში რამდენიმე ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა დნიპროპეტროვსკსა და ხმელნიცკში. დრონების რამდენიმე ჯგუფი ოდესის მიმართულებით დაფიქსირდა. ოკუპანტებმა შეუტიეს ხერსონის ოლქში ჩერნო-ბაივკას - არის მსხვერპლი. დრონებითა და მძიმე არტილერიით დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონიც.

ქეთო გოგოხია
25.12.2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლის შედეგებს აჯამებს. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ერთ-ერთი საუკეთესოა მიღწევები, რომელიც ქართულმა აგროსექტორმა აჩვენა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ამ კუთხით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. გრძელდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ყველა პროექტი და წლიდან წლამდე ემატება ახალი პროგრამებიც, რისგანაც ქართველი ფერმერები სარგებელს იღებენ.

ნაზი ბერიძე
25.12.2023

ქართული პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ახლა ისაა, შეძლებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ფორმატში თანამშრომლობას. ამ მიმართულებით ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული არ არის, თუმცა, დრო შეზღუდულია და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ახლო მომავალში შეიძლება ველოდოთ.

ნაზი ბერიძე
24.12.2023

ამჯერად სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე „ქართული ოცნებაც" ალაპარაკდა. „სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა არ ეკუთვნის, იქიდან გამომდინარე, რომ მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს," - აცხადებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე. მანამდე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე განცხადება გახარიას პარტიამ გააკეთა.

ელზა პაპოშვილი
23.12.2023

ოჯახში ძალადობის შემთხვევა ქვემო ქართლში - ბოლნისში, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, შვილების თვალწინ თავი გადაპარსა, ამის ამსახველი კადრები გადაიღო და ვიდეო თანასოფლელებს და ახლობლებს  გაუგზავნა, რაც შემდგომ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. 

ელზა პაპოშვილი
23.12.2023

ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო გადაჯგუფებებისთვის ემზადებიან. ხელისუფლების ოპონენტები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმებზე იწყებენ ფიქრს. უკვე გამოიკვეთა, რომ მთელი ოპოზიციის ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის გაერთიანება ამჯერადაც ვერ მოხერხდება. თანამშრომლობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ყველამ უპასუხოდ დატოვა. 

ნაზი ბერიძე
23.12.2023

უკრაინა, სავარაუდოდ, ფ-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2023 წლის ბოლომდე მიიღებს, ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანალიტიკოსები მიიჩნევენ. როგორც ამ ამბის კომენტირებისას ქართველი სამხედრო ექსპერტები აცხადებებ, ამერიკული მულტიფუნქციური ავიაგამანადგურებლების გამოჩენა უკრაინის პოზიციებს უდავოდ გააუმჯობესებს, თუმცა ფრონტზე კარდინალურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×