ელზა პაპოშვილი
06.12.2023

გადაიღალა თუ არა დასავლეთი უკრაინის ომით და არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ დაფინანსების გარეშე დარჩენილ უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ?ახლა მთელი ყურადღება აშშ-კენ არის მიმართული, სადაც კონგრესმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი უნდა დაამტკიცოს. 

ელზა პაპოშვილი
04.12.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქვეყანა ომის ახალ ფაზაშია და ზამთარი, ზოგადად, ომის ახალი ეტაპია. თავდასხმები მიმართულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობისკენ. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს დაბალი ტემპერატურა.

თამთა ჩაჩანიძე
03.12.2023

უკრაინაში შიდა პოლიტიკური ვითარებაც და ფრონტზე არსებული ვითარებაც ერთდროულად უარესდება. უკრაინის რადამ 2024 წელს ჩასატარებელი არჩევნები გაურკვეველი ვადით გადადო. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვეთრად დაუპირისპირდა კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ქვეყნიდან არგაშვების გამო სერიოზული სკანდალია აგორებული, რაც შესაძლოა 15 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე აისახოს. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ომთან დაკავშრებით პესიმისტური მოლოდინი აქვს. რუსული წყაროები კი ამტკიცებენ, რომ დონეცკის ოლქში სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი მარიინკა აიღეს.

ნაზი ბერიძე
01.12.2023

ხმებს პრეზიდენტ ზელენსკისა და გენშტაბის უფროს ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ განხეთქილებაზე, ნავთი დაასხა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ზელენსკის „ხალხის მსახურის" პარტიიდან, რომელიც ბოლო დღეებია სულ უფრო და უფრო აქტიურად ესხმის თავს არმიის სარდლობას და პირადად ზალუჟნის. საუბარია ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის წევრ მარიანა ბეზუჰლაზე, რომლის აქტივობა სოციალურ ქსელებში უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთაც განხილვის მთავარი თემა გახდა.

თამთა ჩაჩანიძე
30.11.2023

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალზე წვალებით ჩასულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფაქტიურად მოლდოვაში ახალი ომი დააანონსა. მისი სიტყვებით, დასავლეთს განზრახული აქვს, უკრაინის შემდეგ მოლდოვა იყოს „რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ჰიბრიდული ომის მსხვერპლი". გარდა ამისა, ლავროვმა ახსენა საქართველოც 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში და ისიც თქვა, რომ ეუთო არსებითად ნატო-ს და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება და ორგანიზაცია „უფსკრულის პირას დგას".

ნაზი ბერიძე
30.11.2023

ხუთშაბათს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ორი ქვეყნის სახელმაიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ერთ დიდი და ხანგრძლივ კონფლიქტს ფორმალურადაც დაესმება წერილი და რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნება.

ნაზი ბერიძე
29.11.2023

ფრონტზე არსებული ჩიხური სიტუაციის გამო როგორც უკრაინულ, ისევე დასავლურ პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო გახშირდა საუბრები პუტინთან გარკვეული შეთანხმების მიღწევაზე, რაც ტერიტორიის ნაწილის დათმობას გულისხმობს. თავიდან უკრაინელებს ამის გაგონება არ სურდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ზაფხულის დიდი კონტრშეტევა ჩავარდა, ამაზე საუბარი კიევშიც დაიწყეს. მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ახლახან თქვა, რომ ამ ომის ერთადერთი შედეგი უკრაინის მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნება იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
28.11.2023

ბულგარეთმა ევროკავშირის სანქციები დაარღვია - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომელიც 2022 წლიდან საქნცირებულთა სიაშია, საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა, რისი საშუალებითაც ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალს დაესწრება. ამას თავად ბულგარეთის მთავრობა ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნით გააკეთა, რომელიც ამჟამად ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

თამთა ჩაჩანიძე
27.11.2023

14-15 დეკემბრის ევროკავშირის სამიტზე ოფიციალურად უნდა გადაწყდეს, მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველო და აუნთებენ თუ არა მწვანე შუქს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებისთვის უკრაინას და მოლდოვას. თუმცა, უკრაინის საკითხს თავად ევროკავშირში ჰყავს მოწინააღმდეგეები. პირველ რიგში, კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგება უნგრეთი. ასევე უკრაინის დაჩქარებული ინტეგრაციის წინააღმდეგია ავსტრიაც, თუკი ამის პარალელურად ბალკანეთის ქვეყნების შანსებიც არ გაიზრდება. ასევე ჯერჯერობით უცნობია როგორი იქნება იმ ქვეყნების პოზიცია, სადაც ახლახანს არჩევნებში მემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვეს - ნიდერლანდები და სლოვაკეთი. ომში მყოფ უკრაინისთვის კი ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თამთა ჩაჩანიძე
26.11.2023

დასავლურ მედიაში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად განიხილება უკრაინაში ომის დასრულების სცენარი, რომლის მიხედვითაც ოფიციალური კიევი შესაძლოა იძლებული გახდეს გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ სამშიდობო შეთანხმების გაფორმებს დათანხმდეს. რატომ გაძლიერდა ამგვარი პესიმისტური განწყობები და ნიშნავს თუ არა ეს, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებისაკენ უბიძგებს?

თამთა ჩაჩანიძე
24.11.2023

ევროკავშირის გაფართოებისთვის არცთუ სახარბიელო ტენდენცია ვითარდება - ევროპის ქვეყნებში თანდათან წინაურდებიან მემარჯვენე და ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ან ევროკავშირიდან გასვლას ითხოვენ, ან უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდიან, უფრო ხშირად კი ორივეს ერთად. ბოლო თვალსაჩინო მაგალითი ნიდერლანდებია, სადაც ულტრა-მემარჯვენე პარტიის გამარჯვება, მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის ნამდვილი შოკი იყო. მანამდე კი ეს სცენარი სლოვაკეთში განვითარდა.

ნაზი ბერიძე
24.11.2023

ხუთშაბათს, 23 ნოემბერს მინსკში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოდეკაბეს 2-დღიან სამიტზე სომხეთმა უარი თქვა მონაწილეობაზე, თუმცა გამორიცხა ალიანსის დატოვება. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, ერევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის ორმაგ თამაშს თამაშობდეს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×