მარიამ ვეკუა
03.12.2025

ხუთსაათიანი მოლაპარაკება მოსკოვში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ, სავარაუდოდ უშედეგოდ დასრულდა. გაქუმდა ამ მოლაპარაკების შემდეგ უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა შეხვედროდნენ. დასავლური მედია წერს, რომ პუტინმა ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უარყო, თუმცა კრემლში ამ შეფასებას არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ უბრალოდ „მეგაფონის დიპლომატიის" მომხრეები არ არიან.

ნატალია ჯვარიძე
01.12.2025

ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც უკრაინას ფაქტობრივად აეკრძალება ალიანსში გაწევრიანება ისეთი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებზეც პირდაპირ უნდა შეთანხმდნენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები და მოსკოვი, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნატალია ჯვარიძე
01.12.2025

ნატო რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ უფრო აგრესიულ მოქმედებას განიხილავს,- ამის შესახებ Financial Times წერს. ალიანსის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ მედიად განუცხადა, რომ ნატო რუსეთის კიბეროპერაციებზე, დივერსიებსა და საჰაერო სივრცის დარღვევებზე პასუხად, უფრო აგრესიული რეაგირებისა და „პრევენციული დარტყმის" შესაძლებლობას განიხილავს.

თამთა ჩაჩანიძე
30.11.2025

კარაკასი აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აღშოთებულია, საერთაშორისო სამართალთან შეუთავსებლად მიიჩნევს დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ვენესუელას საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს. რა მოჰყვება ქვეყნებს შორის დაძაბულ ვითარებას, ამის პროგნოზირება ანალიტიკოსებს უჭირთ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ "აშშ მაინც ინტერვენციისკენ გადაიხაროს".

ნატალია ჯვარიძე
29.11.2025

დროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, თუ რუსეთი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს არ შეწყვეტს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს.

მარიამ ვეკუა
29.11.2025

უკრაინაში პოლიტიკური სკანდალი მძვინვარებს, პრეზიდენტ ზელენსკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, უკვე ყოფილი მრჩეველი ანდრეი იერმაკი, მის სახლში ჩატარებული ანტიკორუფციული რეიდის შემდეგ მალევე გადადგა და განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე მიდის - „შურისძიებისთვის მზად ვარ", - უთხრა მან „The Post"-ს. დასავლეთი მომხდარს „პოლიტიკურ მიწისძვრად" აფასებს.

ნატალია ჯვარიძე
29.11.2025

დროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, თუ რუსეთი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს არ შეწყვეტს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს.

მარიამ ვეკუა
28.11.2025

უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი და პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი ერმაკი, ანტიკორუფციული რეიდის ობიექტი ხდება - უკრაინის პოლიტიკური ელიტა ისევ სკანდალის ეპიცენტრშია, ჯერჯერობით, კონკრეტულ ბრალი ერმაკისთვის წარდგენილი არ არის, თუმცა თავად ადასტურებს, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

მარიამ ვეკუა
27.11.2025

აუდიოჩანაწერები, რომლებიც თითქოს ტრამპის მრჩეველ სტივ უიტკოფსა და კრემლის წარმომადგენლებს შორის საგულდაგულოდ დამალულ საუბრებს ასაჯაროვებს, ისევ მსფოლიო მედიის განხილვის ეპიცენტრშია. ვინ და რატომ გაასაჯაროვა სატელეფონო ზარის შინაარსი ამასთან დაკავშირებით გავლენიანი გამოცმები სხვადასხვა ვერსიას ავრცელებენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სკანდალური ფინალი პრეზიდენტის იმპიჩმენტამდეც მივიდეს.

მარიამ ვეკუა
26.11.2025

უკრაინის მხრიდან ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე თანხმობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საერთაშორისო დღის წესრიგი კვლავ დაძაბა: მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობენ, კონსენსუსამდე მხოლოდ რამდენიმე დეტალია დარჩენილი, ევროპაში აცხადებენ - სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაშიც კი, რუსეთი კონტინენტისთვის საფრთხედ დარჩება. ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტთან ვიზიტისთვის ემზადება, ხოლო ტრამპი აცხადებს, რომ მისი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავა, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და რა საიდუმლო დეტალები იკვეთება კვირის ყველაზე სკანდალური ამბის გარშემო

ნატალია ჯვარიძე
26.11.2025

რუმინეთში რუსული დრონი იპოვეს, რომელიც ქვეყანაში სავარაუდოდ, 25 ნოემბერს დღის დასაწყისში შეიჭრა. ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, იონუტ მოშტეანუმ განაცხადა. მოშტეანუს თქმით, რუსული დრონი ვასლუის ოლქში აღმოაჩინეს (მოლდოვის საზღვართან) და სავარაუდოდ, იგივე დრონია, რომელიც რუმინეთის საჰაერო სივრცეში 25 ნოემბერს დილით შეიჭრა და რადარების მიერ იქნა შემჩნეული.

მარიამ ვეკუა
25.11.2025

რუსეთმა კიევი ისევ დაბომბა - ათობით რაკეტისა და ასობით დრონის მასშტაბურმა იერიშმა 6 ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მოქალაქე კი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვა. ვრცელდება ინფრომაცია, რომ რუსეთი პარალელურად ფრონტზეც აძლიერებს ზეწოლას და დონეცკის ოლქში ქალაქების ალყაში მოქცევას ცდილობს


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×