მარიამ ვეკუა
14.11.2025

პედოფილიასა და სხვა დანაშაულებზე მსჯავრდებულ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული დოკუმენტების მორიგი პარტია გამოქვეყნდა და, როგორც ამბობენ, ამის უკან ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები დგანან. ეს მასალები ერთმნიშნვნელოვნად სცხებენ ჩირქს პრეზიდენტს, რომელზეც ადრეც დადიოდა ხმები, თითქოს ეპშტეინის არასრულწლოვანი გოგონების სექსუალურ მომსახურებას იღებდა. სხვათაშორის ამაში ტრამპს ერთ დროს მისმა მოკავშირე ილონ მასკმაც დასდო ბრალი, მას შემდეგ, რაც შიდა დაპირსპირების გამო მათი გზები გაიყო. თუმცა მოგვიანებით მასკმა ეს შეურაცხმყოფელი პოსტი თავის იქს-იდან წაშალა.

მარიამ ვეკუა
13.11.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარყოფს „ზოგიერთი მოკავშირის" კრიტიკას კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის დარტყმების კანონიერებაზე და აცხადებს, რომ ევროპელებს არ აქვთ უფლება განსაზღვრონ, თუ როგორ დაიცავს ვაშინგტონი თავის ეროვნულ უსაფრთხოებას.

მარიამ ვეკუა
13.11.2025

დონბასის, ხარკოვისა და ზაპოროჟიას ფრონტებზე გააფთრებული ბრძოლების ფონზე კიევში ისეთი მძლავრი კორუფციული სკანდალი აგორდა, რომ შეიძლება, არც მეტი არც ნაკლები, თავად პრეზიდენტ ზელენსკის შეუქმნას, ასე ვთქვათ, ეგზისტენციური საფრთხე. მისი ძმაკაცი და პრეზიდენტის „შავ კასირად" წოდებული პერსონა სავარაუდოდ ისრაელშია გაქცეული, მინისტრები კი მეტეორებივით ცვივიან საკუთარი სავარძლებიდან. სკანდალმა ისეთი სენსაციური ელფერი მიიღო, რომ სამხედრო ექსპერტებიც კი ბოლო დღეების განმავლობაში ფრონტის ამბების კომენტირებას სწორედ ამაზე საუბარს ამჯობინებენ.

მარიამ ვეკუა
12.11.2025

ნისლში გახვეული პოკროვსკისკენ რუსი ჯარისკაცები მოტოციკლებით მიემართებიან -ქალაქისთვის, რომელსაც მოსკოვი „დონეცკის კარიბჭეს" უწოდებს, ახლა ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი შეტაკება მიმდინარეობს. უკრაინული მხარე აღიარებს, რომ ვითარება დრამატულია, აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა გაუარესდა ზაპოროჟიეს ოლქშიც, რა ინფორმაციები ვრცელდება ფრონტიდან და რას ამბობენ რუსული და უკრაინული მხარეები.

ნატალია ჯვარიძე
12.11.2025

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ევროპა რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება, „რადგან ეს პერსპექტივა სულ უფრო აშკარა ხდება". უკრაინული მედიის ცნობით, ვუჩიჩმა ამის შესახებ სერბულ ტელეარხ Pink-თან განაცხადა.

მარიამ ვეკუა
11.11.2025

დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში მიმდინარე ცხარე ბრძოლების პარალელურად, უკრაინაში ახალი ცხელი წერტილი განდა. რუსული გენშტაბის ცნობით, მათი ნაწილები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ და უკვე მის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ. მათივე ცნობით, კუპიანსკშიც და პოკროვსკშიც უკრაინული ძალები ფაქტობრივად ალყაში ჰყავთ მოქცეული.

ნატალია ჯვარიძე
10.11.2025

ხელი ჩამოვართვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის მიერ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან უნგრეთის განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლების შესახებ. სანამ ის იქ პრეზიდენტია და მე აქ პრემიერ-მინისტრი, სანქციები არ იქნება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

ნატალია ჯვარიძე
10.11.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ნატო-ს წითელ ხაზებს სცდის. ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებამდე მეორე ფრონტი გახსნას სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ.

მარიამ ვეკუა
10.11.2025

გაუქმებული რეისები და გადადებული ფრენები - აშშ-ს მთავრობის 40-დღიანმა „შათდაუნმა" ავიაციის პარალიზება გამოიწვია ავიაკომპანიები სენატისგან დროულ კონსესუსს და შათდაუნის დასრულებას ითხოვენ. გარდა ამისა, როგორც სხვადასხვა დასავლური გამოცემა წერს, დახურული მთავრობის გამო უკრაინის მხარდასაჭერად შეძენილი ამერიკული იარაღის გადაცემაც შეჩერებულია.

ნატალია ჯვარიძე
07.11.2025

უკრაინის ქალაქ პოკროვსკში ვითარება ისევ კრიტიკულია. რუსული და უკრაინული წყაროები მდგომარეობას დიამეტრულად აფასებენ. რუსები საუბრობენ, რომ პოკროვსკისთვის ბრძოლა კულმინაციას უახლოვდება, რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ ოპერატიულ სივრცეზე გავიდნენ და დონბასის ორი დარჩენილი ქალაქი - სლოვიანსკი და კრტამატორსკი აიღონ. უკრაინული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით კი მტრის ათასობით ჯარისკაცი და საბრძოლო ტექნიკა გაანადგურეს

რეზონანსი
06.11.2025

უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი პოკროვსკი (ყოფილი კრასნოარმეისკი) უკვე თვეებია სასტიკი შეტაკებების ეპიცენტრია. ბოლო დღეების ანგარიშების თანახმად, სიტუაცია ქალაქში კრიტიკულად მძიმდება, რასაც რუსული და დასავლური მედია სხვადასხვაგვარად აფასებენ.

მარიამ ვეკუა
05.11.2025

უკრაინის აღმოსავლეთით, პოკროვსკის მიმართულებაზე ბრძოლები მწვავდება -მოსკოვი ალყაზე საუბრობს, კიევი კი უარყოფს. ექსპერტები ამბობენ, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარება შესაძლოა დონბასის ბრძოლისათვის გადამწყვეტ ნაწილად იქცეს, რა ვითარებაა ადგილზე და რა ინფორმაციები ვრცელდება ფრონტის ხაზიდან?


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×