მარიამ ვეკუა
07.07.2026

ევროკავშირის ცალკეული წევრიბი ან თავად ბრიუსელი ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ, რაც ხშირად უფრო პოლიტიკურ შანტაჟს ჰგავს, - შალვა პაპუაშილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა ევროკავშირის კრიტიკისთვის გამოიყენა. მას მიაჩნია, რომ ევროკავშირის პოზიციების გაძლიერების საუკეთესო გზა ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონში გაფართოებაში მდგომარეობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მონაწილეობს,  რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება.

კონფერენციის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარეთა რეგულარული და ქმედითი ფორმატის ჩამოყალიბება, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას, ინფორმაციის გაცვლას, პოზიციების კოორდინაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ურთიერთმხარდაჭერას ითვალისწინებს.

პაპუაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თავიდანვე ხაზი გაუსვა, რომ საპარალამენტო ფორმატი ქვეყნების ორმხრივი დავების განხილვის სივრცედ არ უნდა იქცეს.

„პრობლემებს როდესაც ცალ-ცალკე ვუმკლავდებით, ჩვენი ხმა უფრო სუსტია, ჩვენი გავლენა მცირდება, ხოლო გაფართოების პროცესის გაჭიანურება, პოლიტიზება ან განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება უფრო იოლდება. თვიდან უნდა ავიცილოთ, რომ კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო ფორმატი ქვეყნების რანჟირების, დამრიგებლობის ან ორმხრივი დავების განხილვის სივრცედ იქცეს. 

  • შალვა კაკუაშვილი: ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოების ან თავად ბრიუსელის წინაპირობები ხშირად უფრო პოლიტიკურ შანტაჟს ჰგავს.

„ეს უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივებისა და ევროკავშირისადმი საერთო გზავნილის ჩამოყალიბების პლატფორმა. ერთობლივ დეკლარაციაში, რომლის მიღებასაც დღეს ვაპირებთ, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთიანობისთვის და არა დაყოფისთვის – საქართველოს პარლამენტი სრულად იზიარებს ამ გზავნილს“, - განაცხადა მან.

პაპუშვილმა ასევე  აქცენტი გააკეთა ევროკავშრის შესუსტებულ პოზიციებზეც.

„ევროკავშირის ამჟამად შესუსტებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების საუკეთესო გზა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონებში – ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონში – გაფართოებაში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთები წარმოაჩენენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ სტეფანჩუკთან, რომელმაც გაგვაცნო იდეა. „ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ სტეფანჩუკთან, რომელმაც გაგვაცნო იდეა.

როგორც საქართველოს ეროვნული დევიზი გვასწავლის, „ძალა ერთობაშია“. ამიტომ, დაე, გამოვიყენოთ ეს შეხვედრა, რათა ჩვენი ევროპული მომავალი ერთად ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა  განაცხდა, რომ ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ კანდიდატი ქვეყნების  მიმართ გაწევრიანების პროცესს „მოწყალებად“ აღიქვამდეს, პარლამენტის თავმჯდომარემ აქცენტი  ევროკავშირის პირველი გაფართოების მნიშვნელობაზეც გააკეთა.

„პირველი, ევროკავშირის გაფართოება ევროპის მომავალი სტრატეგიული სიცოცხლისუნარიანობის მიღწევის მთავარი საშუალებაა. მსოფლიოში არსებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, გლობალური კონკურენცია და ძალთა განაწილების ცვლილება ევროკავშირისგან გაფართოებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას მოითხოვს. 

  • პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი

ათწლეულების განმავლობაში „ციხესიმაგრე ევროპის“ კონცეფციის შენარჩუნება, რაც გაფართოების გარეშე განვითარებას გულისხმობს, დღეს ქმედითი არჩევანი აღარ არის. ჩვენი შეხვედრის სათაური – „ევროპის მომავლის ერთობლივად ჩამოყალიბება“ – ზუსტად ასახავს ამ განწყობას: კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად. 

ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ ან გაიღებს, ან არა. პირიქით, დროა ევროკავშირი სერიოზულად მიუდგეს თავის მიერვე დამკვიდრებულ და აწ უკვე გაცვეთილ მეტაფორას, რომ „ტანგოს ორი სჭირდება““, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები შანტაჟშიც კი დაანაშაულა: „სამწუხაროდ, დროდადრო, ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები ან რაც კიდევ უფრო უცნაურია, თავად ბრიუსელი ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ. ასეთი მოულოდნელი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნების წინსვლას ხელოვნურად აფერხებს. 

„ეს წინაპირობები ხშირად უფრო პოლიტიკურ შანტაჟს ჰგავს, ვიდრე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას. აშკარაა, რომ ისინი ევროკავშირის საარჩევნო ციკლებიდან, შიდა პოლიტიკური ნარატივებიდან ან ისტორიასა და იდენტობასთან დაკავშირებული დავებიდან მომდინარეობს“.

შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ შეუძლია, მარტო გაუმკლავდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ამგვარ ასიმეტრიულ ძალაუფლებას,როდესაც იცის, რომ ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია, სუბიექტურ საფუძველზე, კანდიდატი ქვეყნის წინსვლა დაბლოკოს. 

„ამიტომ, ამ გაუმართლებელი დაბრკოლებების გადალახვაში ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ“, - მან კანდიდატი ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×