ქეთო გოგოხია 29.09.2025

მთავრობა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე დიდ იმედს ამყარებს. მზარდი ტრენდის შენარჩუნება იძლევა იმედს, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წლის ბოლოსთვის 100 მლრდ ლარზე მეტი იქნება წლის ბოლოსთვის და ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადავაჭარბებთ 10 000-დოლარიან მაჩვენებელს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას ეკონომიკურ წრეებშიც იზიარებენ და აცხადებენ, რომ ეკონომიკური ზრდის შესახებ მთავრობის მოლოდინი რეალურია.
|
მარიამ ვეკუა 29.09.2025

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ბოლო კვირების განმავლობაში რუსული დრონებისა და საბრძოლო თვითმფრინავების გამოჩენა ევროპაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირის წევრები „დრონების კედლის“ შექმნას და ერთობლივი საჰაერო დაცვის გაძლიერებას გეგმავენ და ეს საკითხი, სავარაუდოდ, 1-ლ ოქტომბერს კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშრის არაფორმალურ სამიტზე განიხილება. ნიშანდობლივია, რომ სწორედ რუსული დრონებისგან მომდინარე პოტენციური საფრთხის გამო, ამ დღეს კოპენჰაგენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული.
|
მარიამ ვეკუა 29.09.2025

4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, ერთ დღეში ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობასთან" დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკა იცვლება. ენმ-ის ლიდერები აცხადებენ, რომ თუ მიზნის მიღწევა 4-ში ვერ მოხერხდა, ბრძოლა 5 ოქტომბერს გაგრძელდება. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ამ განცხადებების უკან არაფერი დგას და ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.09.2025

მოლდოვის 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნები წინასწარვე განიხილებოდა, როგორც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისიპირების ახალი „ფრონტი". წინასწარი კვლევებიც დაძაბული ბრძოლის მოლოდინს ქმნიდა. თუმცა, პროდასავლელი პრეზიდენტი მაია სანდუს პარტიამ დამაჯერებელი და მარტივი გამარჯვება მოიპოვა, რაზეც, შესაძლოა, არჩევნების წინ მიმდინარე პროცესებმაც მოახდინა გავლენა.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.09.2025

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ომის დასრულებიდან 32 წლის შემდეგ, ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობის განახლება გადაწყვიტა. მასშტაბური რეკოსნსტრუქციის ფარგლებში შენობის მთავარი, ცენტრალურ ნაწილი, შესაძლოა მთლიანად ან ნაწილობრივ დაანგრიონ და მის ადგილას რაღაც ახალი ააშენონ. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს რეკონსტრუქცია „მთელი ქვეყნის აღორძინების სიმბოლო" გახდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.09.2025

4 ოქტომბრის დაანონსებულ რევოლუციამდე და მუნიციპალურ არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება და როგორც წესი, დაპირისპირებული მხარეები სწორედ გადამწყვეტი თარიღის წინა დღეებში აჩენენ თავის მთავარ „კოზირებს". რა "სიურპრიზები" აქვთ დარჩენილი მხარეებს და რას უნდა ველოდოთ არჩევნების წინა დღეებში?
|
მარიამ ვეკუა 27.09.2025

„უოლ სთრით ჯორნალის" ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენეტს ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მზადაა, მოხსნას აკრძალვა, რომელიც ხელს უშლიდა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას. ასევე საუბარია ახალი შეიარაღების გადაცემაზეც. რას გამოიწვევს ამ აკრძალვის მოხსნა და შეცვლის თუ არა ეს ძალთა ბალანსს ფრონტზე?
|
მარიამ ვეკუა 27.09.2025

ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „ნაცმოძრაობისა" მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით კი, ეს პროცესი უკვე ოქტომბერში დაიწყება. როგორ იმოქმედებს ასეთი ნაბიჯი პოლიტიკურ პროცესებზე და რატომ გააქტიურდა ეს თემა სწორედ არჩევნების წინ?
|
მარიამ ვეკუა 26.09.2025

4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ქართულ პოლიტიკურ ველზე ტემპერატურა მატულობს. ენმ ისევ აანონსებს, რომ ამ დღეს ხელისუფლებას მშვიდობიანად დაამხობს, მაშინ როცა არჩევნებში მონაწილე პარტიები საარჩევნო კამპანიებს აქტიურად აგრძელებენ. მმართველი პარტია კატეგორიულად აცხადებს, რომ მიუხედავად ანონსებისა, 4 ოქტომბერი მშვიდობიანად ჩაივლის და ნებისმიერი კანონდარღვევისთვის შესაბამისი რეაგირება იქნება. რას უნდა ველოდოთ 4 ოქტომბერს და როგორ აისახება შედეგები პოლიტიკურ პროცესებზე?
|
თამთა ჩაჩანიძე 26.09.2025

გურამ მაჭარაშვილი იმ ადამიანების დაკავებას აანონსებს, რომლებიც „გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ". ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციაში არიან სპიკერები, რომლებიც განცხადებებს „კანონის ზღვარზე სიარულით აკეთებენ" და ამას შეიძლება მასობრივი დაკავებები მოჰყვეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.09.2025

მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპის პასუხს ელოდება. ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან ვახშამზე „მცირე შეხვედრა" ჰქონდა, სადაც ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება შესთავაზა, საპასუხოდ კი პირობა მიიღო, რომ აშშ-ს პრეზიდენტი „ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდება".
|
მარიამ ვეკუა 26.09.2025

არჩევნებამდე ორი დღით ადრე - კიშინიოვიდან განგაშის სიგნალი მოდის: მოლდოვა მსოფლიო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ რუსეთი ქვეყნის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში მასშტაბურ ჩარევას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სი-ენ-ენი ავრცელებს. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. როგორ დასრულდება მოლდოვასთვის ისტორიული არჩევნები და შეძლებს თუ არა პროევროპული მმართველი გუნდი პოზიციების შენარჩუნებას?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|