თამთა ჩაჩანიძე 03.10.2025

დღეს სრულდება წინასაარჩევნო კამპანია, თბილისის მერობის კანდიდატებმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდეს და ბოლო გზავნილებიც გააჟღერეს. მთავარ კონკურენტებს გამარჯვების იმედი აქვთ. თუმცაღა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, განსაკუთრებით ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე, კალაძეს მერობის მესამე ვადა გარანტირებული აქვს.
|
ნატალია ჯვარიძე 03.10.2025

ადგილობრივ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. მხარეებმა საკუთარ ამომრჩევლებს მიმართეს და ერთმანეთს კითხვები დაუსვეს. ცხარე დებატები გაიმართა „ოცნებისა" და „მწვანეთა პარტიის", ასევე კახა კუკავასა და ლელო-გახარიას საერთო კანდიდატ შორის.
|
მარიამ ვეკუა 03.10.2025

„ურთიერთობების გადატვირთვა" და „ინტეგრაციის გზაზე დისკუსიის გახსნა" - მხოლოდ ნაწილია იმ გზავნილებისა, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კოპენჰაგენში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის შემდეგ გააჟღერა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება" ამ შეხვედრებს მხოლოდ პიარ-კამპანიისთვის იყენებს, მაშინ, როცა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი კვლავ კრიტიკულ ფაზაშია - როგორ ჩაიარა სამიტმა და რა აქცენტები გააკეთა ქართულმა მხარემ?
|
თამთა ჩაჩანიძე 02.10.2025

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობა საქართველოში" 77-დან მხარი 68 დელეგატმა დაუჭირა, 2-მა თავი შეიკავა 7 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრამდე დებატები გაიმართა საქართველოში მიმდინარე და მოსალოდნელ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
|
ქეთო გოგოხია 02.10.2025

ტურისტული ინდუსტრია ვითარდება, მაგრამ მოსახლეობის კეთილდღეობაზე დიდად არ აისახება. საკურორტო ზონებში მცხოვრებთა ის კატეგორია, რომელიც ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებული არ არის, პრობლემებს განიცდის იმის გამო, მისთვის ფასები უმართებულოდ მატულობს და ცხოვრება უძვირდება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამის მიზეზია ტურისტულ რეგიონებში პარალელური საქმიანობების დეფიციტი, რის გამოც ხალხს სხვა ალტერნატივა არ აქვს. მათთვის ცხოვრება იმაზე მეტად ძვირდება, ვიდრე თბილისსა და სხვა რეგიონებში მცხოვრებლთათვის, რაც დიდი პრობლემაა.
|
გვანცა წულაია 02.10.2025

ხვალ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. დაახლოებით ორი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მყოფმა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 4 ოქტომბრის მოახლოების გამო კერძო სექტორი რაიმე საფრხეს ვერ გრძნობს. `რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა არჩევნებამდე 1 დღით ადრე და რა მოლოდინი აქვთ ბიზნესმენებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.10.2025

4 ოქტომბერს დაანონსებული „მშვიდობიანი რევოლუციის" წინ, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, რაც გარკვეულ წარმოდგენას ქმნის იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს აქციის ორგანიზატორების ძირითადი სამოქმედო გეგმა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - ოპოზიციის მტკიცებით, გეკა გელაძის უწყების სამოქმედო გეგმა გაშიფრა, თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და ვარდების რევოლუციაზე უყვება, ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ორგანიზატორებს ოთხი სცენის გამართვა სურდათ, თუმცა თბილისის მერიამ ამის ნება არ დართო.
|
მარიამ ვეკუა 02.10.2025

აშშ უკრაინას მიაწვდის სადაზვერვო მონაცემებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი" ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. რა უპირატესობას მიიღებს უკრაინა და რას კარგავს რუსეთი?
|
მარიამ ვეკუა 02.10.2025

ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიან რევოლუციამდე" ორი დღე რჩება. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ აქცია მხოლოდ მშვიდობიანი იქნება და კანონს არ დაარღვევენ. 4 ოქტომბრის აქციაზე თავად ოპოზიციის შიგნითაც აზრთა სხვაობაა - ექსპრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ „ახლა დადგმულ სცენარს ვუყურებთ", ხოლო მმართველ გუნდში იფიცებიან, რომ ვინც დესტაბილიზაციას ეცდება, მკაცრად დაისჯება.
|
გვანცა წულაია 01.10.2025

2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. ფინანსისტებმა ეროვნული ვალუტის განვილი 30 წელი შეაფასეს და ასევე მის განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.10.2025

თბილისის მერიამ „რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს 4 ოქტომბერს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე 4 სცენის გამართვაზე უარი უთხრა და მხოლოდ ერთი სცენის გამართვის უფლება მისცა. 4 სცენის გამართვის აუცილებლობას ბურჭულაძე შეკრებაში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობით ხსნის. მეორეს მხრივ კი, ეს შეიძლება საპოლიციო ძალების დაქსაქსვის მიზნით კეთდებოდეს.
|
გვანცა წულაია 01.10.2025

დიდი ცვლილება სამედიცინო ბაზარზე - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. მთავრობას იმედი აქვს, რომ ამ გზით ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის რისკი შემცირდება, რასაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ეთანხებიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|