თამარ ვეფხვაძე
04.06.2026

ყინული დაიძრა, სახელმწიფომ პირველი ნაბიჯი გადადგა და სამართალდამცავებმა მესტიის მუნიციპალიტეტში, კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები - 148 მაინერი ამოიღეს. პარალელურად, უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო სვანეთის გამრიცხველიანებას იწყებს. ენერგეტიკოსები ამ ნაბიჯს მხოლოდ მიესალმებიან და ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებასთან ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. 

რეზონანსი
04.06.2026

2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ, ზურაბ წერეთლის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო მიღება გაიმართა.ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის სფეროს, აკადემიური წრეების, მედიის წარმომადგენლები, მეწარმეები, საქართველოში მცხოვრები იტალიელები ესწრებოდნენ.

თამთა ჩაჩანიძე
04.06.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებამ თბილისში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ საქართველომ უკვე გადადგა „რაღაც ნაბიჯები", რომელიც აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილზე მიუთითებს, ხოლო ორმხირივი კონტაქტებისას კი ისაუბრეს, თუ კიდევ „რა იქნება საჭირო", რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს. თბილისში კი ამბობენ, რომ საკითხი ასე არ დასმულა და ურთიერთობის გადატვირთვა სამართლიან და ორმხრივად შეთანხმებულ მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს.

თამარ ვეფხვაძე
03.06.2026

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით, 6%-მდე გააუმჯობესა. ყველაზე მნიშნელოვანი ის არის, რომ „იბიარდმა“ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის გამოარჩია და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე გასცა დადებითი რეკომენდაცია. ეკონომისტების ერთი ევროპის ცენტრალური ბანკის ამ პროგნოზს სკეპტიკურად უყურებს და დიდად არც ენდობა, ხოლო მეორე ნაწილს ევრობანკის პროგნოზი არ გაჰკვირვებია, რადგან სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ. 

მარიამ ვეკუა
03.06.2026

უკრაინის რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის ოლქში, სამგზავრო ავტობუსზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ტრაგედია ფართომასშტაბიანი საჰაერო ესკალაციის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგსა და ტამბოვში, სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს, რასაც კრემლი „სისტემური პასუხით" ემუქრება.

ქეთო გოგოხია
03.06.2026

ინფლაციის შემცირების ტენდენცია დაწყებულია. მაისში  წლიურმა მაჩვენებელმა 5.7%-მდე დაიკლო, რაც იძლევა იმედს, რომ სამომავლოდ კიდევ შემცირდება. ამ მხრივ გარკვეულ გავლენას სეზონური ფაქტორიც მოახდენს. როგორც კი ქართული პროდუქტით გაჯერდება ბაზარი, ცვლილება უფრო შესამჩნევი გახდება. მიხედავად ამისა, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება წარმოუდგენელია და ამ ამოცანის გადაჭრას ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს. 

თამთა ჩაჩანიძე
03.06.2026

მმართველი პარტიის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს და მათ არანაირი ბერკეტი არ აქვთ. ამასთან, საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანია და ანალიტიკოსებიც არ გამორიცხავენ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაც ამ საკითხის უკან წაღება იყოს.

ნატალია ჯვარიძე
03.06.2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის კეშმის კუნძულზე თავდაცვის მიზნით დარტყმები განახორციელეს. მათი მტკიცებით, დარტყმები იყო პასუხი ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული „თავდასხმების მცდელობებზე".

ნატალია ჯვარიძე
03.06.2026

სომხეთის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, რუსეთი ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს და ერევანს აფრთხილებს, რომ ევროკავშირი სომხეთიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განდევნას ცდილობს. თავის მხრივ, ევროალიანსი დახმარების გაზრდის გზებს ეძებს.

მარიამ ვეკუა
03.06.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტმა მმართველი გუნდის პოზიციები ურთიერთობის გადატვირთვაზე სრულად დაადასტურა. სპიკერის განცხადებით, ვაშინგტონი, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, თბილისთან მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის მზად არის.

თამთა ჩაჩანიძე
03.06.2026

ოპოზიციაში კვლავ მიზნის მიღწევის გზებზე მსჯელობენ - პატიმრობეში მყოფი ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, , რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ "ლოდინისა" და პასიური პროცესების იმედი არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს. მისი თქმით, დასამარცხებლად აუცილებელია აქტიური მოქმედება, "თავგანწირვა და რისკზე წასვლა".

ირმა ჩიტაია
02.06.2026

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა, რაც რეგიონში საქართველოს როლს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მთავრობის წევრები ცალსახად აღნიშნავენ, რომ და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ერთიორად გაიზრდება. დარგის სპეციალისტები კი საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მოლოდინი გადაჭარბებულია და კარგი იქნება თუ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში რკინიგზა წონასწორობის ზღვარზე მაინც შეძლებს მუშაობას. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×