თამთა ჩაჩანიძე 25.09.2025

საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები დაიბარეს. მოგვიანებით გერმანიის ელჩს ცალკე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც შეხვდა. საქართველოს ხელისუფლება დასავლელი დიპლომატების ნაწილს ვენის კონვენციიის პრინციპების „უხეშ დარღვევაში" ადანაშაულებს. თავად ელჩები ამას გადაჭრით უარყოფენ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი „კატეგორიულად დაგმო" საქართველოს საგარეო უწყებაში მათი ელჩის დაბარება.
|
გვანცა წულაია 25.09.2025
ევროპული ორგანიზაციები საქართველოს მშპ-ს პროგნოზს ზრდიან. ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროპაში "ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებენ და არჩეულ პოლიტიკასაც უწუნებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს ძალიან დადებითად აფასებენ. საინტერესოა, როგორ არის ეს ორი ამბავი ერთმანეთთან თანხვერდაში და რა შეფასება შეიძლება მიეცეს ერთი მხრივ კრიტიკას და მეორე კუთხით განვითარებაზე საუბარს?
|
თამთა ჩაჩანიძე 25.09.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ ამომრჩეველს მიეცეს საშუალება, ფიქსირდება თუ არა არჩევნებში მისი მონაწილეობა, კონკრეტულად რომელ უბანსა და რომელსაათზე. იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციის მნიშნელოვანი ნაწილი და მისი მხარდამჭერები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, ამას შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს.
|
ქეთო გოგოხია 25.09.2025
ხორბლის იმპორტი ძვირდება, რაც გარკვეულ გავლენას ფასზეც მოახდენს. ამის მიზეზი რუსეთში ხორბლის ექსპორტის გადასახადის ზრდაა, რომელიც ფაქტობრივად გაორმაგდა. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მკვეთრი საფასო ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ფქვილის ბაზარზეც ჯერჯერობით სტაბილურობაა, კონკრეტულად რამდენით გაძვირდება პროდუქცია, იმპორტიორები ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ყველა პირობაა იმისთვის, რათა სტაბილურობა შენარჩუნდეს.
|
მარიამ ვეკუა 25.09.2025

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 70 წლის ექსპრეზიდენტისთვის ეს მესამე გამამტყუნებელი განაჩენია. თავად სარკოზი ბრალდებებს არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ თუ ციხეში აღმოჩნდება, ამას „თავაწეული" გააკეთებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ამჯერად თავიდან ვერ აიცილებს პატიმრობას, სასამართლოს გადაწყვეტილება რომც გაასაჩივროს.
|
მარიამ ვეკუა 25.09.2025

„ლელოს" 4 ოქტომბრისთვის თავისი სტრატეგია აქვს არჩეული: დილით - არჩევნებზე და საღამოს - აქციაზე. აქციაზე „ლელოს" ლიდერების გამოჩენას კი შესაძლოა დაპირისპირება მოყვეს, მითუმეტეს, რომ ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. უნდა მივიდეს თუ არა „ლელო" აქციაზე, მოყვება თუ არა ამას დაპირისპირება და როგორ იმოქმედებს ეს აქციის მსვლელობასა და მის შედეგებზე?
|
გვანცა წულაია 24.09.2025

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ორი ახალი სადგური აშენდება, ერთი - ვარკეთილში, მეორე კი - გლდანში იქნება. დედაქალაქის მერიაში იმედი აქვთ, რომ სადგურების დამატებით შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დრო, დაახლოებით, 576 საათით, რაც ქსელის განტვირთვის დამატებითი შესაძლებლობაა. მართალია, კახა კალაძის სატრანპორტო პოლიტიკას ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ამჯერად სპეციალისტები ამბობენ, რომ მეტროპოლიტენის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
|
გვანცა წულაია 24.09.2025

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა გაფართოვდება. მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი აპრილიდან ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 30 ათასიდან 50 ათას ლარამდე გაიზრდება.
|
მარიამ ვეკუა 24.09.2025

აშშ-ს პრეზიდნეტის დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ „უკრაინა ახლა ისეთ ფორმაშია, რომ შეუძლია ქვეყანა თვდაპირველ ფორმაში დააბრუნოს", ხოლო რუსეთი „ქაღალდის ვეფხვია", უკრაინის პრეზიდნეტი სასიამოვნოდ გააკვირვა, ხოლო კრემლი უკმაყოფილი დატოვა. რას უკავშირდება ტრამპის კარდინალურად შეცვლილი რიტორიკა და როგორ იმოქმედებს ეს ომზე?
|
თამთა ჩაჩანიძე 24.09.2025

საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ურთიერთობა მწვავე ფაზაშია - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებაზე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის აქციის სოლიდარობის გამოცხადება "ძალადობის თანამონაწილოებას" ნიშნავს. პაპუაშვილის თქმით, თუ იქნება ძალადობა, "პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკომისიასაც".
|
თამთა ჩაჩანიძე 24.09.2025

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გენერალური დებატების ფარგლებში გაეროს ტრიბუნიდან 25 სექტემბერს გააკეთებს მიმართვას, როგორც თავად წერს, ორგანიზაციის გენმდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მას მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ყაველაშვილმა "კომუნიკაცია გამართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც".
|
მარიამ ვეკუა 24.09.2025

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 31 - წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაშია აღნიშნული. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საიას არყოფნა არჩევნებზე არ იმოქმედებს, რადგან საარჩევნო პროცესს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|