ირმა ჩიტაია 19.03.2024

მსუბუქი ავტომობილების იმპორტში მკვეთრი კლებაა. მიზეზად ექსპერტთა ნაწილი არასწორი რეგულაციების შემოღებას მიიჩნევს. ისინი ფიქრობენ, რომ 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტის ქართულ ავტობაზარს მძიმე ტვირთად დააწვება.
|
ნატალია ჯვარიძე 19.03.2024

მოყვება თუ არა მასშტაბური პროტესტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებას და რაში სჭირდება ეს მმართველ პარტიას? ოპოზიციაზე უფრო მეტად, მოსალოდნელ საპროტესტო გამოსვლებზე ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ თავად „ქართულ ოცნებაში". ანალიტიკოსთა აზრით, აქციები მოსალოდნელია, თუმცა არა მასშტაბური. თავად ეს კანონპროექტი კი ერთგვარი პოლიტიკური მახეა, რომელიც წინასაარჩევნოდ „ოცნებამ" ოპოზიციას დაუგო.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.03.2024

ბელგოროდში სიტუაცია კვლავ კრიტიკულია და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამის პარალელურად უკრაინელები დაჩქარებული ტემპით აშენებენ ახალ დაცვით ზღუდეებს. ანალიტიკოსები ელიან, რომ რუსეთში არჩევნების ჩავლის შემდეგ ახალი მობილიზაცია გამოცხადდება, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ კი რუსული არმია ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას შეეცდება.
|
ელზა პაპოშვილი 19.03.2024

ქურდობების სერია და ისევ არასრულწლოვანთა ბანდები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, დიდ ქალაქებში არაერთი მაღაზიისა და ავტომობილების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი - რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში, ქუთაისში, გორსა და ოზურგეთში მაღაზიები და სხვადასხვა სასურსათო ობიექტები გაქურდეს. გარდა ამისა, როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, გამონაკლისი არც ავტომობილებია, რომელთა გაძარცვასაც არასრუწლოვნები პროფესიონალურად ახერხებენ.
|
ელზა პაპოშვილი 19.03.2024

ოპოზიციურ ფლანგს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, სულ მცირე საარჩევნო ყუთთან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიყვანა სჭირდება. ამისთვის კი, როგორც ანალიტიკოსები და თავად ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, დაქსაქსული ოპოზიციის გაერთიანება-გამსხვილებაა საჭირო.
|
გვანცა წულაია 19.03.2024

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. მთავრობა ამბობს, რომ პორტის მშენებლობა წელს დაიწყება და სამშენებლო სამუშაოების პირველი ფაზა ორ წელიწადში დასრულდება. პროექტი დიდი ხანია გაჩერებულია, არადა ამ დროს ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ლოგისტიკაა, ამიტომ ბიზნესიც და ეკონომისტებიც ელიან, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ამჯერად სწრაფად წარიმართება.
|
ნატალია ჯვარიძე 19.03.2024

რუსეთი შეეცდება აღიდგინოს შერყეული პოზიციები შავ ზღვაზე და ამაში სოხუმისა და ოჩამჩირეს პორტებიც იქნება ჩართული - ამის შესახებ „რეზონანსს" სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტან მაისაიამ განუცხადა ვლადიმირ პუტინის გეგმების კომენტირებისას. მისივე თქმით, რუსებს განსაკუთრებით დისკომფორტს რუმინეთში ახლად შექმნილი ნატოს სპეციალური წყალქვეშა სამხედრო ბაზა უქმნის.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.03.2024

მიმდინარე კვირის ბოლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შესაძლოა, ახალი ომი დაიწყოს, თუ სომხეთის ხელისუფლება ორ ქვეყნის სახემწიფოს საზღვრის კორექტირებას ახლავე არ დათანხმდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს. მანამდე ბაქომ ერევანს რვა სოფლის „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პირობის გარეშე" გადაცემა მოსთხოვა, ამის საპირწონედ კი სომხეთის მთავრობა ასახელებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე 31 სოფელს, რომელიც მათი თქმით სომხეთს ეკუთვნის, რაც ბაქომ კატეგოირულად უარყო.
|
ქეთო გოგოხია 18.03.2024

საშუალო ხელფასის სტატისტიკა უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმ ფონზე, როცა ასიათასობით დასაქმებული ადამიანის ხელფასი 1000 ლარსაც ვერ აღწევს და მოსახლეობა გარბის ქვეყნიდან, ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ საშუალო ხელფასი ქვეყანასი 2000 ლარს აჭარბებს. 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.
|
ქეთო გოგოხია 18.03.2024

ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქცია სუპერმარკეტებში ვერ შედის მაღალი გადასახადის გამო, რაც სექტორს განვითარების შესაძლებლობას უზღუდავს. საცალო ვაჭრობის სეგმენტი, ფაქტობრივად, ქსელურმა მარკეტებმა დაიკავეს, გადასახადებით ახრჩობენ მეწარმეებს, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქტი ვერ ხვდება დახლებზე, შესაბამისად, ბიზნესი ან ვერ ვითარდება, ან ექსპორტზე ცდილობს გასვლას.
|
ელზა პაპოშვილი 18.03.2024

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ძვირად ღირებული ჩანთების ქურდობისთვის დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, 35 წლამდე კაცი მაშინ აიყვანეს, როცა ის ჩანთების ლომბარდში ჩაბარებას ცდილობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ კაცი სხვადასხვა ბრენდული მაღზიებიდან ჩანთებს მაისურში მალავდა და ისე გამოჰქონდა.
თუმცა, მედია არ ასახელებს იმ ბრენდების სახელებს, რომელსაც მამაკაცი იპარავდა. პოლიციამ სათვალთვალო კამერების შესწავლის შედეგად მამაკაცის ვინაობა დაადგინა და მისი ძებნა დაიწყო. საბოლოოდ კი ერთ-ერთ ლომბარდში დააპატიმრეს.
|
ნატალია ჯვარიძე 18.03.2024

„ვლადიმერ პუტინის განცხადება ნავალნის დასავლეთის ციხეებში მყოფ პირებში ვითომ გაცვლის თანხმობაზე აბსოლიტური ტყუილია. მას, როგორც კრიმინალს ახასიათებს, რომ ჯერ კლავს და შემდეგ იძახის სხვა რამეს ვაპირებდიო" - აცხადებს ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე, რომლის თქმითაც პუტინის მთავარი მიზანია უკრაინას აიძულოს მოლაპარაკების სკამზე დაჯდომა. ასევე, იგი ყველანაირად ეცდება არჩევნებში ჩარევას, რომელიც დასავლეთში, ევროპარლამენტში და აშშ-ში მიმდინარეობს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|