ქეთო გოგოხია 18.03.2024

ლარის კურსის გამყარების ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. მოულოდნელი სავალუტო ბაზარზე რეფინანსირების განაკვეთის კლებამ გამოიწვია. როგორც კი ეროვნულმა ბანკმა მკვეთრად შეარბილა მონეტარული პოლიტიკა და მაშინვე დაიწყო სპეკულაცია, შესაბამისად, გაჩნდა რისკი, რომ ამ პროცესმა შეიძლება ფასების ზრდა გამოიწვიოს, განსაკუთრებით საწვავის ბაზარზე, ვინაიდან ფასები გლობალურ ბაზრებზეც მატულობს. თუკი საერთაშორისო ტენდენციას ლარის ფაქტორიც დაემატება, საწვავის გაძვირების ახალი ტალღა სავსებით რეალურია.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.03.2024

ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 18.03.2024

პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსეთის მოხალისეთა კორპუსის (RDK) სამხედროები ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში - ბელოგოროდსა და კურსკში. აღნიშნულ ოლქებში რეგულარულად ისმის საჰაერო განგაშის ხმა, ხდება მოსახლეობის ევაკუაცია, დახურულია სხვადასხვა დაწესებულებები.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.03.2024

„ნაცმოძრაობა" მიესალმება ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომლითაც „ხმები არ დაიკარგება" არჩევნებში. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა „პირადი ამბიციები გვერდზე გადადონ და დიდი ერთობა შექმნან", თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ენმ-ს წესით ეს ერთობა არ უნდა აწყობდეს, რადგან ამ დიდი ერთობით ნაკლებ ხმებს აიღებენ პარტიები, ვიდრე ცალკ-ცალკე
|
თამთა ჩაჩანიძე 17.03.2024

უკრაინას ახალი სტრატეგია აქვს - მიზანმიმართულად უტევს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს საწვავის დეფიციტის შექმნის მიზნით. ანალიტიკოსების თქმით, ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსების ლოჯისტიკაზე, რადგან ართულებს ფრონტის საწვავით მომრაგებას. პარალელურად კი უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება" ახალი წარმატებისა და რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ.
|
ელზა პაპოშვილი 17.03.2024

რისთვის ჩამოდის საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი და რა იქნება მისი მთავარი გზავნილი? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ პირველ რიგში ეს არის რუსეთისთვის საჩვენებელი ვიზიტი, რომ ნატო თავის მოკავშირეებს უყურადღებოდ არ დატოვებს. მეორეს მხრივ კი, სტოლტენბერგისაგან უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით გარკვეული გზავნილები ექნება.
|
რეზონანსი 16.03.2024

შეუერთდებიან თუ არა გვარამია-მელიას პარტიას „ქართული ოცნების" ყოფილი წევრები და როგორ იმოქმედებს ეს პარტიის იმიჯსა და რეიტინგზე? მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე უკვე „ახალის" წევრია და როგორც პარტიის თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აცხადებს, ეს ამ ტენდენციის მხოლოდ დასაწყისია.
|
ელზა პაპოშვილი 16.03.2024

ხონში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი სიდედრი დაჭრა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ფაქტი დევნილთა დასახლებაში გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი ყოფილ ცოლს სახლში მიუვარდა და კონფლიქტის შემდეგ სიდედრს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა.
|
ნატალია ჯვარიძე 16.03.2024

რუსეთის 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები, უკვე მის დასრულებამდე აშშ-სა და ევროკავშირში, პრაქტიკულად, არალეგიტიმურად გამოაცხადეს. რა სამართლებრივი შედეგები ექნება ამას და რა გავლენას იქონიებს უკრაინაში ომის დასრულებისა და მოლაპარაკების პერსპექტივაზე? ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ პუტინთან მოლაპარაკება დასავლეთღის მხრიდან აქამდეც ნაკლებად სავარაუდო იყო, თუმცა, მიიღებს თუ არა მისი პრეზიდენტობის არალეგიტიმურად ცნობა ოფიციალურ სახეს, ჯერ ძნელი სათქმელია.
|
რეზონანსი 16.03.2024

1993 წლის 15-16-17 მარტს აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების ერთობლივი შემოტევა სოხუმზე ქართულმა არმიამ მოიგერია და გამარჯვების ხანმოკლე, მაგრამ საოცარი ისტორია შექმნა საბოლოოდ დამარცხებულ ომში.
|
ელზა პაპოშვილი 15.03.2024

12 წლის ანა იანუშაიტიტეს ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, გამოძიება კვლავ არ გაუცია პასუხი, ვინ მოკლა მოზარდი. ამ დრომდე შესაბამისი ორგანოების მიერ არ არის იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე. გარდა ამისა, საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებულია.
„უფლები საქართველოს“ დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც ეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ეფექტიანობას.
2 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.03.2024

„ოცნება" ენჯეოებს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს - მმართველი პარტია წინააღმდეგია ვეტინგის სისტემის დანერგვის, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს და აცხადებს, რომ ეს „რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაააქტიურა". მათი შეფასებით, „მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ ფსონს დებდნენ" იმ მოსამართლეებზე, ვინც ამ იდეას ემხრობა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|