ნატალია ჯვარიძე
21.03.2024

„დიდი ალბათობით, „ქართული ოცნების" ყოფილი წევრები პოლიტიკურ გაერთიანება „ახალში" გადავლენ და ჩვენ ოპოზიციის ერთობას ვიხილავთ" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
21.03.2024

„საქმე ეხებოდა საქართველოს და მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. როცა ასეთ დოკუმენტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ" - აცხადებს პრემიერი ირაკლი კობახიძე. ის გამოეხმაურა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების" ინიციატივას, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხებოდა, ქართველმა ოპოზიციონერებმა კი მხარი არ დაუჭირეს.

თამთა ჩაჩანიძე
21.03.2024

მმართველი პარტია აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „დღემდე თავს იკავებენ ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებისგან", უცხოურ დონორებს კი მოუწოდებენ დაინტერესდნენ, „რისთვის აძლევენ თანხებს" მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ანალიტიკოსები უშვებენ იმ ვარიანტს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში კვლავ დაბრუნდეს სახეცვლილი, ან „ჰიპოთეტურად შესაძლებელია კანონმდებლობაში რაღაც ცვლილებები მოხდეს იმისათვის, რომ ვალდებულება გახდეს არასამთავრობოებმა საკუთარი ანგარიშები წარმოადგინონ".

ელზა პაპოშვილი
20.03.2024

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით კიდევ ერთი შანტაჟის ფაქტი - სამართალდამცველებმა დააკავეს 17 წლის მოზარდი, რომელიც 16 წლის გოგონას მისი პირადი კადრების დამონტაჟებით და გავრცელებით ემუქრებოდა. ის მოზარდს სექსუალური ქმედების იძულებით განხორციელებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტოების და ვიდეო კადრების ახლობლებისთვის გადაგზავნით აშანტაჟებდა.  

ქეთო გოგოხია
20.03.2024

ძველი შენობების რეაბილიტაციის საკითხის მოუგვარებლობა უკვე დიდი პრობლემა ხდება და უსაფრთხოების რისკებიც იზრდება. ძველი სახლები ინგრევა, რადგან ექსპლუატაციის ვადა კარგა ხანია გაუვიდა. შესაბამისად, სახელმწიფომ გარკვეულ ზომებს უნდა მიმართოს და ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლება შეძლოს ან სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს იმ ობიექტებზე, რომლებიც გამაგრებას ჯერ კიდევ ექვემდებარება.სხვა გამოსავალი არ არსებობს, რაზეც ურბანისტები უკვე პირდაპირ საუბრობენ და დედაქალაქის მერიას ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

გვანცა წულაია
20.03.2024

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. ქვეყანაში მათი წილი მთლიან მოსახლეობაში განუხრელად იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9.8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22.4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა.

ელზა პაპოშვილი
20.03.2024

რუსეთში მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა. უკრაინელების ბელგოროდზე გახშირებული იერიშების გამო, ქალაქს დაახლოებით 9000 ბავშვი დატოვებს და მათ სხვა რეგიონებში გადაანაწილებენ. უკრაინის მოსაზღვრე ქალაქში თითქმის მთლიანად შეჩერებულია სასწავლო პროცესი, დაიხურა სავაჭრო ცენტრები.

გვანცა წულაია
20.03.2024

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ ლარი საგრძნობლად გაუფასურდა. ფინანსისტების ნაწილი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას კურსზე ირიბი გავლენა აქვს და თუ გაუფასურება რამდენიმე კვირა გაგრძელდება, უკვე სამომხმარებლო პროდუქტებიც გაძვირებას დაიწყებს. 

ნატალია ჯვარიძე
20.03.2024

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ალ- შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 90-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული. მათი თქმით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 300 პირი დაკითხეს და 160 მათგანი ისრაელში შემდგომი დაკითხვისთვის გადაიყვანეს.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2024

წვრილი პარტიები არჩევნებში იმის რისკს ხედავენ, რომ პარლამენტში შესაძლოა მხოლოდ ენმ და „ქართული ოცნება" მოხვდნენ. ამ დრომდე გამოქვეყნებულ კვლევებშიც დიდწილად ბარიერს ორი პარტია ლახავს, თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღეის პოლიტიკური მოცემულობით, დამატებით კიდევ ოთხი პარტიაა, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პოტენციალი აქვთ, თუმცა, ეს წინასაარჩევნო კამპანიაზეა დამოკდიებული.

ნატალია ჯვარიძე
20.03.2024

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებაზე, რომ რუსეთმა ნატოზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-27 წლებში განახორციელოს, ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პუტინი მოემზადება და ნატოს 2-3 წელში დაარტყამს. მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ რუსეთს დრო არ ეყოფა და ვერ შეძლებს ძალების აღდგენას. როგორც მათ აღნიშნეს, ახლა პუტინის მთავარი ამოცანა უკრაინაში თავისი ძალაუფლების განმტკიცებაა.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2024

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გარკვეული გზავნილები აქვთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ინტეგრაცია დაჩქარდეს. მათი შეფასებით, ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად, ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×