ნაზი ბერიძე 28.06.2023

27 ივნისს თავის საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანემა სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი, დავით ოსიყმიშვილი; ასევე ქუჩაში აგინეს „დროას" ერთ-ერთ ლიდერ ბათუ ქუთელია და ასევე თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულის" ერთერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს მიშა მშვილდაძეს. იკვეთება თუ არა ძალადობის ფაქტებში პოლიტიკური მოტივი და რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის ბრალდება, რომ ეს ყველაფერი როგორც მინიმუმ ხელისუფლების მიერაა წახალისებული და შესაძლოა ორგანიზებულიც?
|
ელზა პაპოშვილი 28.06.2023

ქართველ ქალს, რომელიც თურქეთში ქმრის მკვლელობაშია ბრალდებული, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს, რადგან საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, მოკლულის ბიძა არსებობს, რომელიც ამბობს, რომ კაცი მან მოკლა. თურქულ მედიაში თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალმა დაკითხვის დროს ბრალი აღიარა და თქვა, რომ ქმართა კონფლიქტის შემდეგ ის ნაჯახით მოკლა. ხოლო ქმრის ბიძა მას დანაშაულის კვალის წაშლაში ეხმარებოდა.
|
ელზა პაპოშვილი 27.06.2023

შემზარავი ფაქტი კასპის სოფელ ფერმაში, 37 წლის კაცმა, 11 წლის შვილს, სოფლის ცენტრში 9 წლის ბავშვი აცემინა. ადგილობრივები ინფორმაციით, ის ბავშვს თანატოლის მოკვლისკენაც მოუწოდებდა და ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. ძალადობის შემზარავი ფაქტი 26 ივნის მოხდა, პოლიციამ კი მამაკაცი უკვე დააკავა. მამა-შვილის მიერ დაზარალებულ ბავშვს კი მძიმე ფიზიკური დაზიანებები და ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიყენებული. დაზარალებული არასრუწლოვანი პოლიციამ დედასთან ერთად უკვე გამოიკითხა.
|
გვანცა წულაია 27.06.2023

უკრაინაში რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო, წლევანდელ ტურისტულ სეზონს ნაწილობრივ საფრთხე შეექმნა. მიუხედავად სპეციალისტების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომლის მიხედვითაც, საქართველო, ამ ეტაპზე, რისკ ზონაში არ არის, მოსახლეობის ერთი ნაწილი მაინც პანიკაშია, რამაც ერთგვარი ასახვა ბიზნესზეც მოახდინა.
|
ქეთო გოგოხია 27.06.2023

ხორბლის მოსავლის აღება დაიწყო, მაგრამ პრობლემა არათუ მოგვარდა, სიტუაცია უფრო გაუარესებულია. როგორც აღმოჩნდა, ძველი მოსავლის დიდი ნაწილი ისევ გაუყიდავია, ფასი კი 40 თეთრამდე ჩამოვიდა. ამ დროს მოსავლის შენახვა-მოვლის ხარჯი მატულობს. სიტუაცია ისე მიდის, რომ ფერმერები ხორბლის გადაყრით და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
|
გვანცა წულაია 27.06.2023

საქართველოს მთავარი სავაჭო პარტნიორი ქვეყნების (თურქეთი და რუსეთი) ვალუტები მკვეთრად უფასურდება. ასეთ ფონზე, საქართველოსთვის მათი პროდუქცია იაფდება, თურქეთისა და რუსეთისთვის კი ქართული საქონელი ძვირდება, რამაც ექსპორ-იმპორტის ნაწილში ცვლილებები უკვე მოიტანა. სიიაფიდან გამომდინარე კი, არაა გამორიცხული, რომ ამ ორი ქვეყნის პროდუქცია ქართულ ნაწარმთან კონკურენციაში შევიდეს.
|
ელზა პაპოშვილი 27.06.2023

უკრაინული ძალები ფრონტის რამდენიმე მიმართულებით სამხრეთითა და აღმოსავლეთით წარმატებით მიიწევენ - მელიტოპოლში, ბერდიანსკსა და ბახმუტში, უკრაინელებს შესამჩნევი წინსვლა აქვთ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ნოვოდარივკა - პრიიუტნე, ნოვოდანილივკა - რობოტინის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები წარმატებით აგრძელებენ სროლას მტრის იდენტიფიცირებულ სამიზნეებზე. ასევე, თავდაცვის ძალები ახორციელებენ შეტევითი მოქმედებების ბახმუტის მიმართულებით ორიხოვეს დასახლებების მიდამოებში.
|
ნაზი ბერიძე 27.06.2023

მოახლოებული ნატოს ვილნიუსის სამიტის ფონზე, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში ლიტვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა.
|
ნაზი ბერიძე 27.06.2023

შეერთებული შტატები გააგრძელებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზე" ზეწოლას, რათა მის დაქირავებულ მებრძოლებს ჩამოართვან შესაძლებლობა , დათესონ ქაოსი და ძალადობა მსოფლიოში, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატოტრმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
|
ქეთო გოგოხია 26.06.2023

საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს. რუსეთში ნელა, მაგრამ მაინც ბრუნდებიან ჩვენთან შემოხიზნული ადამიანები და განსაკუთრებით ისინი, ვონც საქართველოში ბიზნესს აწარმოებდა. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ რუსეთში "აიტი" სპეციალისტების ნაწილი გაემგზავრა. ეს, სავარაუდოდ, ეკონომიკური აქტივობების შემცირებას გამოიწვევს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ გარკვეულ გავლენა იქნება მომსახურების სექტორში და ასევე უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ფულად ნაკადებზე აისახება, რაც ოფიციალური სტატისტიკითაც გამოჩნდა. მაისში გზავნილები რუსეთიდან ფაქტობრივად განახევრდა.
|
ელზა პაპოშვილი 26.06.2023

ქართველ ქალს, რომელსაც თურქი ქმრის მკვლელობაში სდებენ ბრალს, ერზრუმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს მოქალაქესთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც თურქული მედია ოჯახის ახლობლად მოიხსენიებს.
|
რეზონანსი 26.06.2023

2020 წლიდან დღემდე, პანდემიის, შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომის გამო შინამეურნეობების ხარჯი 1/4-ით და მეტადაც გაიზარდა. მართალია, ამ პროცესის პარალელურად შემოსავლებიც მეტ-ნაკლებად იზრდება, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში, მაგრამ რეალურად ხელფასი ვერ ეწევა ხარჯს. ეს მძიმე ტენდენცია მკვეთრად გამოიკვეთა პანდემიის ფონზე, რომელიც ტოტალური ინფლაციის პერიოდი იყო. ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების პირობებში ოჯახების დანახარჯმა იმდენად მოიმატა, რომ ამან მიგრაციის დიდი ტალღა გამოიწვია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|