თამთა ჩაჩანიძე 02.02.2024

„ოცნებას" მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტის მიერ პრემიერისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების მერე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერის დანიშვნას შეიძლება ხელი არ მოაწეროს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა რისკები მაინც არსებობს და მმართველი პარტიის განცხადებაც პრევენციული ხასიათისაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.02.2024

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შედეგი ცნობილია - დელეგატებმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს, რის შემდეგაც პარტიულ ყრილობაზე მთავრობის ყოფილი მეთაური ირაკლი რაღიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩა. შეკრება სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში" 1-ელ თებერვალს შედგა, რასაც „ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
|
ელზა პაპოშვილი 01.02.2024

მძიმე დანაშაული თბილისში, სადაც მეზობელმა მეზობელი ეზოდან რამდენიმე გასროლით მოკლა. როგორც ირკვევა, 78 წლის მამაკაცი, მისავე შუახნის მეზობელმა გამოასალმა სიცოცხლეს.
თბილისის აეროპორტის დასახლებაში პენსიონერს მეზობელმა მაშინ ესროლა, როცა ის ეზოშიცოლთან ერთად სეირნობდა. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები მკვლელობის მოტივად მამაკაცის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას ასახელებენ. მათი თქმით, მოკლულსა და ბრალდებულს შორის რაიმე კონფლიქტი არ არსებობდა, ამიტომ მკვლელობის მოტივად მისი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა სახელდება.
|
ელზა პაპოშვილი 01.02.2024

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. ასევე პარტიის თავმჯდომარე „ოცნების“ მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. ყრილობას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიტყვით არ გამოსულა. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, დღის წესრიგი წინასწარ შეთანხმდა და ივანიშვილის სურვილი იყო, რომ კომენტარს არ გააკეთებდა.
|
ირმა ჩიტაია 01.02.2024

საქართველოს დერეფანში სხვადახვა კატეგორიის ენერგორესურსების გატარებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. გაზის ტრანზიტს ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს, რაც ოფიციალური კვლევითაც დადასტურდა. რაც მთავარია, მოთხოვნაც და მიწოდებაც მომავალ წლებში კიდევ მოიმატებს, მთავარია ქვეყანა და მასზე გამავალი ინფრასტრუქტურა მზად იყოს მის დასაკმაყოფილებლად.
|
გვანცა წულაია 01.02.2024

ირაკლი კობახიძე საქართველო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად უკვე წარდგენილია. ახლა მხოლოდ შესაბამისი პროცედურების გავლაა საჭირო პარლამენტში, რის შემდეგაც ქვეყანას მთავრობის ახალი მეთაური ეყოლება. ირაკლი ღარიბაშივილი კი, როგორც ცნობილია, სწორედ მას შეცვლის `ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე. ახლა როცა მთავრობის ცვლილებები გაირკვა, საინტერესოა, რა მოლოდინი აქვს ბიზნესს და ეკონომისტებს ქვეყნის პირველი პირისგან.
|
ნაზი ბერიძე 01.02.2024

უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევიდან გამომდინარე, ბოლო დროს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოკითხვებით ქვეყნის ყველზე პოპულარული საჯარო ფიგურის, გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს. ეს ცნობები უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება, თუმცა ბოლო დღეებში ნამდვილი ისტერიის სახე მიიღო და ამაზე ინფორმაციას უკვე გავლენიანი დასავლური გამოცემებიც ავრცელებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.02.2024

მწერალი ლაშა ბუღაძე „ფორმულას" უპირისპირდება, ის უპასუხისმგებლოს უწოდებს ტელეკომპანიის საგანგებო განცხადებას, სადაც მენეჯმენტი იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც დაიხურა გასართობი გადაცემები. „ფორმულა" თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის, რეორგანიზაციის მიზეზად არხი ფინანსურ საკითხებს და ქვეყანაში მედიის მიმართ მოქმედ რეგულაციებს ასახელებს.
|
ნაზი ბერიძე 01.02.2024

ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით აპირებს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციებიც. რა პერსპექტივები აქვს ამ ჯერჯერობით ჰიპოთეტურ ალიანსს და რეალურად მოახერხებს თუ არა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობისგან" დისტანცირებას? პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" ამას ნაკლებად ვარაუდობენ, რადგან ხოშტარიაც, მელიაცა და ჯაფარიძეც „ნაცმოძრაობის წარმოშობის" პოლიტიკოსები არიან.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.02.2024

საპარლამენტო უმრავლესობაში ეჭვობენ, რომ ოპიზიციას პოლონური სცენარის გამეორება სურს, როცა არჩევნებში მმართველმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა აიღო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ოპოზიციამ მთავრობა ჩამოაყალიბა. რამდენად არის ამის შანსი, ამაზე ექსპერტების მხრიდან ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები ისმის. როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ამბობს, სცენარებზე საუბარი წინასაარჩევნოდ უფრო გააქტიურდება, თუმცა კვლევები მოწმობს, რომ ენმ-ს გარდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი თითქმის არცერთ მოქმედ პარტიას არა აქვს.
|
ელზა პაპოშვილი 31.01.2024

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, მათ პოლიცია ერთი წლის განმავლობაში ბინების ძარცვას ედავება. მიყენებული ზარალი კი მილიონ ზლოტზე მეტია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულ ქართველებს პოლონეთის პოლიციამ სულ 48-მდე ბინის ძარცვის ბრალდება წაუყენა.
მათ მიერ შემუშავებულ ძარცვის სქემას კი პოლიცია ერთი წლის განმავლობაში შიფრავდა. როგორც მედიასთან გამომძიებლები საუბრობენ, მათ ამ სქემების გასახსნელად დიდი სამუშაობის ჩატარება დასჭირდათ.
|
ქეთო გოგოხია 31.01.2024

შუა დერეფანი კიდევ უფრო ფართოვდება. გლობალურმა პროცესებმა მისი როლი განსაკუთრებით გააძლიერა, რაც გაცნობიერებული აქვს ყველა ქვეყანას, ვინც გადაზიდვების რუკაზე უსაფრთხო გზებს ეძებს. თამამად შეიძლება თქმა, რომ უკვე მთელი შუა აზია ერთვება შუა დერეფანში და ძალიან დიდია ინტერესი ევროპიდანაც, რაც საბოლოოდ უზარმაზარი მოცულობის ტვირთებს უყრის თავს საქართველოს პორტებში. ახლა მთავარია, გამოწვევას ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|