ელზა პაპოშვილი
09.02.2024

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“თვითმხილველები შემზარავი დაანაშაულის დეტალებს უყვებიან. როგორც ისინი ამბობენ, ექვსი გასროლის ხმა გაიგონეს და დაინახეს, რომ ოთხი ადამიანი იყო მოკლული, ერთი კი მძიმედ დაჭრილი. მათი თქმით, დაპირისპირების მიზეზი ნათესავებს შორის წარსულში არსებული კონფლიქტი გახდა. როგორც ირკვევა 35 წლის კაცი, სანადირო თოფით ბიძას და ბიძაშვილს მიუვარდა, რომლებიც ბაზარში ხორცს ყიდიდნენ. 

თამთა ჩაჩანიძე
09.02.2024

ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან „ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილის სახელს და მის პოლიტიკურ ბრენდს ენდობა. ნიკა მელია, ნიკა გვარამია და სხვები საზოგადოების დიდ ნაწილში საკმაოდ არაპოპულარულები არიან - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარისა და „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შესაძლო ერთობაზე საუბრისას.

ირმა ჩიტაია
08.02.2024

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესის უმეტესობა მხოლოდ ქაღალდზეა. ისინი  ჩანსახშივე კვდებიან. ეს ნიშნავს, რომ სექტორს რეალურად უჭირს. სტატისტიკურად ბევრი ბიზნესი რეგისტრირდება, იხსნება, მაგრამ არსებობას მხოლოდ მცირე ნაწილი აგრძელებს, რაც ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.

გვანცა წულაია
08.02.2024

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი წლიდან-წლამდე მცირდება. აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვევით სულ უფრო ნაკლები ადამიანი რჩება. მთავრობის ახალი მეთაური კი ამბობს, რომ თუ ბოლო 3 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნდა, სიღარიბის განულება `მალე მიიღწევა". სიღარიბის განულება რეალობისგან შორსაა, მაგრამ ეკონომისტები ამბობენ, რომ მისი შემცირება ნამდვილად შესაძლებელია.

ნაზი ბერიძე
08.02.2024

ხუთშაბათს საღამოს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს მაშველებმა სოფელ ნერგეეთში - სტიქიას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასამ 10 ადამიანი მოიყოლა, მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა, თუმცა, ადგილობრივის თქმით, მისი მეუღლე და შვილი დაიღუპნენ.

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2024

ევროკავშირმა მოლდოვას, გაწევრიანებაზე მოლაპარაკების ფარგლებში, კანონმდებლობის სქრინინგი დაიწყო, რომელიც მოიცავს ქვეყნის კანონმდებლობაში ხარვეზების აღმოფხვრას და ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანას. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ „სქრინინგის" დაწყებისას მხარეები აჯამებენ თუ რა არის შესრულებილი და რა არა კონკრეტული ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებებიდან, რომელსაც ევროკავშირმა მოლაპარაკებების დაწყებაზე მწვანე შუქი აუნთო.

ელზა პაპოშვილი
08.02.2024

მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ამერიკის სენატში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც, სხვასთან ერთად, უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებდა, ზედა პალატის დემოკრატიებმა მოამზადეს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელსაც კენჭს ხუთშაბათს უყრიან, და მისი ბედი თბილისის დროით  პარასკევს ადრეულ დილით გახდება ცნობილი. პროექტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს, 60 ხმა სჭირდება, მის ავტორებს კი ხუთშაბათს საღამოსთვის მხოლოდ 58 ხმა ჰქონდათ, თუმცა გამალებით მუშაობდნენ, დარჩენილი ორი სენატორის გადასაბირებლად.

გვანცა წულაია
08.02.2024

საქართველოს სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად სურსათს უკავია და შემდეგ სხვა კომპონენტები მოდის. დაბალი შემოსავლის გავალისწინებით, მოსახლეობა, საწყის ეტაპზე, პირველადი სახის მოთხოვნებს იმაყოფილებს და დარჩენილ ხარჯს ანაწილებს სხვა მიმართულებებზე, იქნება ეს დასვენება, ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა. ევროპის ქვეყნების და აშშ-ს, საქართველოსთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი ნაკლებია.   

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2024

პარლამენტში საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა უჩვეულოდ მშვიდ გარემოში წარიმართა, არც ოპოზიციის მხრიდან არ ჰქონია მკვეთრ დაპირისპირებას ადგილი, რაც „ოცნებისგანაც" აღინიშნა და თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეც შედარებით ზომიერი იყო, აქედან გამომდინარე კითხვა-პასუხის რეჟიმიც იყო შედარებით კონსტრუქციული.

ნაზი ბერიძე
08.02.2024

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას რეგიონში. სომხეთს სურს, რომ საქართველო იყოს მისი ლოკომოტივი ევროკავშირში შესასვლელად და პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისათვის. ასე რომ, ამ კონტექსტში სიტუაცია საინტერესო კონფიგურაციას იღებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ნაზი ბერიძე
08.02.2024

ამერიკელი კონსერვატიული ჟურნალისტის მოსკოვში ჩასვლამ და პუტინთან ინტერვიუს ჩაწერამ, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ინტერვიუს 4-წუთიანმა ანონსმა, რომელიც ტვიტერზე დაიდო, ლამის რეკორდები მოხსნა და ნახვების რაოდენობით 100 მილიონს მიღწია. კოდური სიტყვები „ტაკერი" და „კარლსონი" ყველაზე ტრენდულია ტვიტერში (რომელსაც ახლა „იქსი" ჰქვია). თუმცა ასევე პოპულარულია სიტყვა „მოღალატე", რაშიც ტაკერ კარლსონს სდებენ ბრალს.

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2024

მას შემდეგ, რაც პარლამენტი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, პრეზიდენტს 2 დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრის დანიშვნას ხელი მოაწეროს. „ოცნებას" მოლოდინი აქვს, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა კობახიძეს ნდობა არ გამოუცხადოს, თუმცა დასძენენ, რომ ამ მხრივ მისი უფლებამოსილება სიმბოლურია და პრემიერის პოზიციაზე კობახიძის დანიშვნა ძალაში მაინც შევა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×