გვანცა წულაია
29.06.2023

საქართველოში ჩამოსული ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორების მხრიდან ითქვა, რომ ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, რათა ქვეყანა სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენონ. მათმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში არანაირი "შავი ხვრელები” არ არსებობს და ქვეყანა არასოდეს ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება.

ნაზი ბერიძე
29.06.2023

დღეს ორი კვირა შესრულდა მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევ, რომ მის გააქტიურებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არანაირი ცვლილება არ მოჰყოლია და ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც მას ოპოზიციაშიც კი სერიოზულად უკვე არავინ აღიქვამს. ნაწილის აზრით კი, სააკაშვილმა თავისი დაბრუნებით ენმ-ში გახლეჩვის პროცესი და პარტიის რეიტინგის დაცემა შეაჩერა.

ია აბულაშვილი
29.06.2023

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში დიდი წუხილია, რომ „ქართულმა ოცნება“ სრულად იქვემდებარებს ყველა სახელმწიფო უწყებას პარტიულ ვერტიკალში და ამით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. ასევე პრობლემად მიიჩნევენ საარჩევნო ბარიერის საკითხს და აცხადებენ, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები 5%-იან ზღვარს ვერ გადალახავენ და პარლამენტში ვერ მოხვდებიან, თუ ბარიერი 2%-მდე არ დაიწევს.

გვანცა წულაია
29.06.2023

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედება ისევ გადაიდო. ბოლო გადაწყვეტილება უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც თარიღი შეიცვალა. ამჯერად მთავრობის ეკონომიკური გუნდში ამბობს, რომ ენერგეტიკული ბაზარი ერთი წლის შემდეგ ამოქმედდება. არსებობს რისკები, რაც დარგის განვითარებას შეუშლის ხელს. საინტერესოა, რაში ხედავს მთავრობა საფრთხეს?

ელზა პაპოშვილი
29.06.2023

შემზარავ დანაშაულის ახალი დეტალები საგარეჯოდან - 47 წლის ქალმა სოფელ გიორგი წმინდაში 77 წლის დედას ყელი გამოჭრა და შემდეგ დახმარებას ექიმებს სთოხვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ დილის საათებში მოხუცი ქალის შემზარავი კივილის ხმა გაიგეს, ამბის გასაგებად მისულებს კი ის უკვე მოკლული დახვდათ. მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური ჯამრთელობის  პრობლემები აქვს. ბოლო დროს მკურნალობდა და თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა დედასთან მუდმივად ჰქონდა კონფლიქტი.

ნაზი ბერიძე
29.06.2023

უკრაინაში მოქმედი რუსული ძალების დაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი შესაძლოა „ვაგნერის" აჯანყების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლები დუმილს ინარჩუნებენ, მედიაში კი ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ცნობები შესაძლოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მასშტაბური წმენდის დასაწყისი იყო. ხოლო როგორ აისახება ეს წმენდა რუსეთის შიდა ვითარებასა და უკრაინაში ომის მომდინარეობაზე, ჯერჯერობით რთული სათქმელია.

ია აბულაშვილი
28.06.2023

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დარწმუნებული არ არის, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშილის მიერ დაანონსებული „ახალი ფორმატის“ პრესკონფრეცნცია გაიმართება. მისი თქმით, პრეზიდენტი ამ ბოლო დროს განცხადებებს ემოციურ ფონზე აკეთებს და ეს განცხადებაც ემოციაზე იყო დაყრდნობილი.

ნაზი ბერიძე
28.06.2023

უნგრეთს თავად აქვს პრობლემები ევროკავშირის შიგნით და აქედან გამომდინარე, მისი მხრიდან საქართველოს საკითხზე შესაძლო „ვაჭრობა" დადებითად ვერ აისახება ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე. ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას.

ელზა პაპოშვილი
28.06.2023

არსებობს თუ არა საქართველოში „შავი ხვრელები“, რომლის მეშვეობითაც რუსები, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებენ? სწორედ ამის გასარკვევად საქართველოში სანქციების ჯგუფის ამერიკელი  და ბრიტანელი წევრები ეწვივნენ, რომლებმაც დახურულ კარს მიღმა ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართეს. მათ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადეს, რომ არსებობს 38 დასახელების საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობები, რომლის ჩიპებსაც რუსები სამხედრო დანიშნულებით იყენებენ. საქართველოდან სწორედ ამ მოწყობილობების ტვირთბრუნვაა გაზრდილი, რაც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ვიღაცამ „შავი ხვრელი“ შექმნა და რუსებს დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

გვანცა წულაია
28.06.2023

მიგრაციის საკითხი საქართველოში ისევ მწვავედ დგას და ქართველებს კვლავ ქვეყნიდან წასვლაზე უჭირავთ თვალი. ემიგრაციის პრობლემა ბოლო წლებში საკმაოდ გამწვავდა და ქვეყანას არათუ უმუშევრები, არამედ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებიც კი ტოვებენ იმ იმედით, რომ უცხოეთში მეტ ანაზღაურებას მიიღებენ. 

ნაზი ბერიძე
28.06.2023

ხერსონის ჩრდილოეთი მდებარე ანტონოვკის ხიდის მიდამოები შესაძლოა ახლო მომავალში საკვანძო დაპირისპირების ადგილი გახდეს. აქ უკრაინელებმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე პლაცდარმის მოწყობა შეძლეს, რაც მათ მნიშნელოვან უპირატესობას აძლევს, რუსებს კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ფრონტზე კი ზოგადად პოზიციური ბრძლები გრძელდება, რასაც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას ბუნებრივად მიიჩნევენ, რადგანაც, მათი შეფასებით, ამჟამად კონტრშეტევა, პრაქტიკულად, შეჩერებულია და მიმდინარეობს ბრძოლა მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე, რაზეც ოთხშაბათს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმაც გააკეთა მინიშნება.

თიკა სიბოშვილი
28.06.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი იკლებს. 1 ბარელი "ბრენტის" ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება 71 დოლარამდე ჩამოვიდა და პროცესის კიდევ გაგრძელებაა მოსალოდნელი. პოზიტიური მოვლენების პარალელურად, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და ხომ არ უნდა ველოდოთ საწვავის ღირებულების კლებას?


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×