ნატალია ჯვარიძე
10.04.2025

ევროპის საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, სადაც აღნიშნულია, რომ „ოცნებამ" მათი წინა შენიშვნები არ გაითვალისწინა და პირიქით, განახორციელა დემოკრატიის საწინააღმდეგო ქმედებები. ამასთან, მწუხარება გამოითქვა იმაზე, რომ ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დოკუმენტში აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლოა. ოპოზიციის მოლოდინები კი გამართლდა.

ნატალია ჯვარიძე
10.04.2025

ექსპრემიერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. ამასთან, დროებითი კომისია, პარლამენტს მუშაობის ვადის კიდევ 1 თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შემდეგი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გვანცა წულაია
09.04.2025

საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და პროგნოზი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, ბოლო წლების მსგავსად, წელსაც გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ ციფრები დადებით სურათს აჩვენებს, მუდმივად მიმდინარეობს იმ აზრის შექმნა, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. ეკონომისტთა ერთი ნაწილი ამ მოსაზრებას გამორიცხავს. 

გვანცა წულაია
09.04.2025

ბოლო პერიოდში მეტროს სადგურების დამატებაზე არაერთი განაცხადი გაკეთდა და პროექტიც გამოქვეყნდა. ამჯერად მიწისქვეშა ხაზის დაგრძელება ვაკემდე განიხილება და თბილისის მერიამ ფასების გამოკითხვაც გამოაცხადა დიდუბე-ვაკე-რუსთაველის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობისთვის.

მარიამ ვეკუა
09.04.2025

ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს - აშშ-მ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა 8 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა.

ნატალია ჯვარიძე
09.04.2025

9 აპრილმა აღსანიშნავად მოქალაქეები რუსთაველზე შეიკრიბნენ, სადაც დრო და დრო ვითარება იძაბებოდა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების" წევრებსა და მის მხადამჭრებს მემორიალთან მისვლის უფლებას არ აძლევდნენ.

მარიამ ვეკუა
09.04.2025

მსოფლიოში მიმდინარე დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ექსპერტები „რეზონანსთან" საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მსოფლიოში ისეთი გეოპოლიტიკური ძვრებია მოსალოდნელი, რომელიც ეპოქას შეცვლის, ამის პარალელურად კი საქართველოს პოზიცია და პოლიტიკური კურსი „გადარჩენისთვის" ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

ნატალია ჯვარიძე
09.04.2025

ხუთშაბათს, ევროსაბჭოში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. იქამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა შეხვდნენ, რის შემდეგაც მხარეებმა განსხვავებული აქცენტები დააფიქსირეს.

ქეთო გოგოხია
09.04.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო.  პირველად იგი სამეგრელო-ზემო სვანეთს ეწვია, სადაც  შეხვდა ფერმერებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრის, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს, თხილის და დაფნის  გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს. ახლო მომავალში მინისტრი სხვა რეგიონებსაც ეწვევა, რაც დარგის სპეციალისტების შეფასებით, მეტად დროული და სწორი გადაწყვეტილებაა.

თამთა ჩაჩანიძე
08.04.2025

„ოცნების" ყოფლი დეპუტატ კახი კახიშვილის განცხადებას როგორც ოპოზიციაში, ისე სახელისუფლებო და ანალიტიკურ წრეებში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც კახიშვილმა თქვა, შესაძლოა, კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა იყოს პირადი მოსაზრება, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ „ოცნება" კახიშვილის პირით აჟღერებდეს ინიციატივას და უბრალოდ სცდიან ხალხის რეაქციას.

რეზონანსი
08.04.2025

უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ხუთშაბათს, 10 აპრილს შედგება. აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ამჯერად სტამბულში შეხვდებიან ერთმანეთს. ამის პარალელურად კი უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც 10-11 აპრილს გამართვას შეხვედრებს. მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები კი, საკუთარი ანალიზის საფუძველზე, ამ მოლაპარაკების პერსპექტივას აფასებენ და ზავის დადების ალბათობაზე საუბრობენ.

გვანცა წულაია
08.04.2025

ამერიკულ სატარიფო ნუსხაში საქართველო ყველაზე დაბალ პროცენტულ განაკვეთში მოჰყვა. ეს გარემოება კი, ბიზესის ერთი ნაწილის განცხადებით, ქართულ პროდუქციას აშშ-ში კონკურენტუნარიანს გახდის. მათი მოსაზრება ასეთია - სატარიფო პირობებში გაძვირდება ყველა ქვეყნის პროდუქცია, თუმცა საქართველოში წარმოებული ყველაზე ნაკლებად, სწორედ დაბალი პროცენტული გადასახადის გათვალიწინებით. ასე რომ, ტრამპის გადაწყვეტილება ქართველი მწარმოებლებისთვის შეიძლება სასსრგებლოც აღმოჩნდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×