ელზა პაპოშვილი
13.10.2024

2022 წელს დაწყებული მასშტაბური გამოძიების შედეგად, გასულ კვირას გერმანიის პოლიციამ კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავა. ეს დაჯგუფება ძარცვითა და ქურდობით იყო დაკავებული. ნაქურდალის ნაწილს ისინი ფოსტით აგზავნიდნენ საქართველოში, ნაწილი კი დაჯგუფების ლიდერს, ეროვნებით ქართველს, თავად ჩამოჰქონდა სატვირთო მანქანით გერმანიიდან.

ელზა პაპოშვილი
12.10.2024

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა. ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, მმართველი გუნდის წინააღმდეგ კიდევ ერთი რეზოლუცია გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო. ყოველივე ამას და ასევე თბილისში მოღვაწე დასავლელი დიპლომატების ცალკეულ გაცხადებებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს. ოპოზიციის შეფასებით კი, ეს ბრალდებები არადამაჯერებელია და „ქართული ოცნება“ ამით ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის გადაფარვას ცდილობს.

რეზონანსი
12.10.2024

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში სტუდენტებმა პოლონელი მწერლის, ვიტოლდ გომბროვიჩის დრამაზე იმუშავეს, სახელწოდებით „ქორწილი." ეს არის სპექტაკლი, რომელშიც მთავარმა პერსონაჟმა ჰენრიკმა არ იცის, თუ ვინ არის და საკუთარ თავს ეძებს იმ სამყაროში, რომელიც ომის შემდეგ აღარ არსებობს.

ნატალია ჯვარიძე
12.10.2024

გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება, სადაც საქართველოსთან ევროკავშირიში გაწვერიანების მოლაპარაკების გახსნა-არგახსნაზე იქნება ლაპარაკი, სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადაიდო. ანალიტიკოსები ამას სხვადასხვა მიზეზებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებასა და მის შედეგებზე მნიშნელოვნად იქნება დამოკიდებული, გაეხსნება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება გაწევრიანების სხვა კანდიდატებთან ერთად.

ელზა პაპოშვილი
11.10.2024

გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. პროკურატურის მტკიცებით, აფეთქებამდე გივი თარგამაძის თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. უწყებაში ისაუბრეს იმ ჩვენების დეტალებზე, რომელიც გამოძიებას საქმის ფარგლებში დაკავებულმა მისცა. ამ ჩვენების მიხედვით, საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილი პროკურატურას უყვება, რომ მასთან კონტაქტზე გავიდა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი, რომელმაც განუცხადა, რომ შეხვდა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გია ლორთქიფანიძეს და მიხეილ სააკაშვილს- ყოფილი პრეზიდენტისგან კი მან გივი თარგამაძის თვალთვალის დავალება მიიღო.

ელზა პაპოშვილი
11.10.2024

ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუცია  ბუნდესტაგმა მიიღო. გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამის გარდა, დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2024

"ქართული ოცნების" ამ პოზიციას საერთოდ არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან ომის დანაშაულთან დაკავშირებით იყო სარჩელები, რომელსაც განიხილავდნენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოები. ორივე სასამართლომ საქართველო უდანაშაულოდ ცნო ომის დანაშაულში. შესაბამისად, ეს არის განცხადება, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს"- აცხადებს "რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

ნატალია ჯვარიძე
11.10.2024

არ მესმის რას გულისხმობს ირაკლი კობახიძე, როცა ამბობს, რომ წინასაარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობსო. ოპოზიციას რომ არ სცემენ და ქვებს არ ესვრიან ამაზე მადლობა უნდა ვთქვათ? - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" განაცხად

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2024

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ბათუმში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში მორიგი გამოსვლა ჰქონდა, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ერთ-ერთ მიზნად კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა დაასახელა. მისი თქმით, ჯერ "ოცნება" ენმ-ს "კონსტიტუციით აკრძალავს", შემდეგ კი, "ომის დანაშაულების გამო, თითოეულ მოღალატეს კანონის წინაშე უმკაცრესად აგებინებს პასუხს".

ნატალია ჯვარიძე
11.10.2024

თუ ყველა წინა არჩევნებს შევადარებთ, ახლა ყველაზე მშვიდი საარჩევნო გარემო გვაქვს, თუმცა ერთი მთავარი პრობლემა მაინც არსებობს - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ წარდგენილი დაპირებები აბსოლუტურად რეალურია. საქართველ-ამერიკის ურთიერთობების დალაგებას კი უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ვარდაუდობს.

ქეთო გოგოხია
11.10.2024

სოფლის მეურნეობა მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა და სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს. აგრარულ სექტორში განხორციელებული პროექტები მაქსიმალურად უწყობს ხელს  ქართული წარმოების ზრდას და ახალგაზრდობის სოფლად დამაგრებას, რაც აქამდე სერიოზულ გამოწვევა იყო. 

გვანცა წულაია
10.10.2024

მინიმუმ 2026 წლამდე კომუნალური ტარიფები არ შეიცვლება. საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი იაფი ქვეყანაა, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის გადასახადების მომსახურება მაინც პრობლემაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×