გვანცა წულაია
07.08.2024

საქართველოში ხორბლის მოსავალი თითქმის აღებულია. ქართული მარცვლეული ხარისხობრივად წელს უკეთესია, თუმცა მისი ღირებულება იმპორტირებულთან შედარებით მაინც ნაკლებია და წისქვილკომბინანტები რუსეთიდან შემოტანილ ხორბალს უფრო ძვირად ყიდულობენ. განსხვავებული ფასებია უშუალოდ ქართულ მარცვლეულშიც, რეგიონებში მისი ჩაბარება - 55 თეთრად, თბილისში კი 60-65 თეთრად ხდება. 

ელზა პაპოშვილი
07.08.2024

სოფელ ქეშალოში, გასული წლის ნოემბერში სასტიკად მოკლული ჯავიდ მამედოვის  საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება მიიღეს და 33 წლის ბაზირგან მახმუდოვს, რომელსაც 29 წლის თანასოფლელის მკვლელობას ედავებოდნენ, დამაშავედ სცნეს. მას ციხეში 10 წელით გატარება მოუწევს. თუმცა, არ არის გამორიცხული დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს და მახმუდოვთან ერთად პასუხისგებაში სხვა მისი ნათესავებიც მიეცნენ.   

ელზა პაპოშვილი
07.08.2024

კურსკში რუსებსა და უკრაინელებს შორის შეტაკებები გრძელდება - უკვე მეორე დღეა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელები შეიჭრნენ და რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სამხედრო ობიექტები დაიკავეს. როგორც შიდა წყაროებიდან ხდება ცნობილი, რუსული თავდაცვის ზღუდეები გარღვეულია. თავდაცვის მეორე ხაზი გადალახულია. სუჯას გარშემო ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან უკრაინელებს ყველა სიმაღლე უკვე დაკავებული აქვს. ასევე  უკრაინული არტილერია აქტიურად ბომბავს კურსკის ოლქს. დრონები ბომბავენ ბელგოროდსა და ვორონეჟის ოლქებსაც. 

ნატალია ჯვარიძე
07.08.2024

დღევანდელი გლობალური ცვლილებების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს და შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა ნატოში გაწევრიანების გარეშე. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ხელისუფლებამ „გავლენების შესახებ" კანონი უნდა გაიწვიოს, 9 პირობა შეასრულოს და არჩევნები სამართლიანად ჩაატაროს. მეორე მხარის აზრით კი, „ოცნებამ" ფრთხილი და გათვლილი პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.

ნატალია ჯვარიძე
07.08.2024

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა, რომელსაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა. რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებული აქვს და ჩვენი რეგიონების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას ისევ აგრძელებს. რამ შეიძლება შეაცვლევინოს მას ჩვენს მიმართ პოლიტიკა და რა გზითაა შესაძლებელი ტერიტორიების დაბრუნება - ამაზე სამხედრო ანალიტიკოსი და საგარეო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ მოცემულობით ძალიან რთულია ამის განსაზღვრა.

რეზონანსი
07.08.2024

ბრიტანეთში სამი პატარა გოგონას მკვლელობით გამოწვეული არეულობები არ წყდება. მიუხედავად მთავრობის ძალისხმევისა, თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში შეტაკებები გრძელდება და ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ კონფლიქტი აშკარად რასობრივ ხასიათს იღებს.  

გვანცა წულაია
06.08.2024

მიმდინარე წლის ინფლაცია მზარდია. უკვე საუბარი და მოლოდინია იმის შესახებ, რომ წლის ბოლოსთვის მისი მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულს (3%) დანამდვილებით გადააჭარბებს. კიდევ უფრო რთული ვითარება იქნება 2025 წლის დასაწყისში, როდესაც ფასების ინდექსი, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს. იმ შემთხვევაში, თუ მზარდი ტენდენცია წლის მეორე ნახევარში მართლაც შენარჩუნდება, მოლოდინი, რომელიც ეკონომისტებს აქვთ, რეალობად იქცევა. 

გვანცა წულაია
06.08.2024

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაიაფებას განაგრძობს. ბოლო რამდენიმე კვირაა ასეთი ტენდენცია იკვეთება და დღეისათვის "ბრენტის" ტიპის საწვავის ღირებულება 76 დოლარის ფარგლებშია. მსოფლიოს დღის წესრიგს საქართველოზე, როგორც იმპორტდამოკიდებულ სახელმწიფოზე, ასახვა ყოველთვის აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში რუსული ნავთობპროდუქტები ვეღარ შემოდის, შავი ოქროს გაიაფება მეტად მნიშვნელოვანია. 

ელზა პაპოშვილი
06.08.2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში  ყაჩაღობა მოხდა. როგორც ირკვევა, შუა ხნის მამაკაცი სასტიკად  არის ნაცემი. რამდენიმე ნიღბიანი პირი, სოფელში მცხოვრებ ოჯახს გვიან ღამით თავს დაესხა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახში მყოფ ერთ პირს სცემეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, წაიღეს 500 ლარი და ადგილიდან მიიმალნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.   

ელზა პაპოშვილი
06.08.2024

წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ფალნგზე გადაჯგუფება თითქმის დასრულებულია და ახლანდელ მოცემულობას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ მმართველ გუნდს ოპოზიცია 6 პოლიტიკური ცენტრის სახით დაუპირისპირდება. ერთია ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, მეორე - „ლელო“, „თავისუფალი მოედანი“, და ანა დოლიძისა და ალეკო ელისაშვილის პარტიები, მესამე ფლანგმა - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და პარტია „ახალი“ - პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, სადაც პარტიის სახელი განისაზღვრა – „კოალიცია ცვლილებისთვის“, მეოთხეა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“, მე-5 ცენტრად შეიძლება ჩავთვალოთ „ალტ-ინფოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გაერთიანება, 

ნატალია ჯვარიძე
06.08.2024

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას, სადაც მან „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ამ შეტავაზებას „არასერიოზული" უწოდეს, ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი „ამდენს არ უნდა ბედავდეს". ოპოზიციამ კი პრეზიდენტის ინიციატივას „ქართული ქარტიის" შესახებ მხარდაჭერა ისევ გამუცხადა.

ნატალია ჯვარიძე
06.08.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის გამოსვლებში მკაფიოდ ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის შეწყალებას არ აპირებდა, თუმცა 5 აგვისტოს პრესკონფერენციაზე, სადაც მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, განაცხადა, რომ ჯერ „საქართველოა გადასარჩენი" და შემდეგ სააკაშვილის დროც მოვა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×