ელზა პაპოშვილი 07.10.2024

ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ამ საკითხებზე პრეზიდენტმა ოპოზიციასთან კონსულტაციები უკვე დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი „ქართული ქარტიის“ გარშემო გაერთიანებულ ლიდერებს მის მიერ შერჩეულ კანდიდატებს წარუდგენს.
|
გვანცა წულაია 07.10.2024

ლარს არჩევნების მოახლოება უკვე დაეტყო, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ჯერჯერობით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუ 26 ოქტომბრამდე სტაბილურობა იქნება და დაძაბულობა არ შეიქმნება, ეროვნულ ვალუტას გაუფასურება არ ელის. სიტუაციის შებრუნების და პოლიტიკურად მწვავე გარემოს შექმნის შემთხვევაში კი, მოსალოდნელია, რომ ეროვნული ვალუა 2.85-ის ნიშნულამდე დაეცემა.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.10.2024

მომავალ დღეებსა და კვირებში საქართველოს საკითხს ევროპარლამენტი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიდერები განიხილავენ. ეს კი თბილისში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩისნკის თქმით, "კარგის ნიშანი არ არის".
|
ნატალია ჯვარიძე 07.10.2024

უნდა გავაგრძელოთ „ჰეზბოლაზე" ზეწოლა და მტრისთვის დამატებითი და გრძელვადიანი ზიანის შექმნა; შესვენების გარეშე და დაჯგუფებისთვის შემსუბუქების გარეშე", -ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.
|
ნატალია ჯვარიძე 07.10.2024

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ანატოლი ბარგილევიჩი და ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანშინა ვაშინგტონში იმყოფებიან, რათა პარტნიორებთან ერთად გამარჯვების გეგმის დეტალები განიხილონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.10.2024

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ წამოიწყო. გადაწყვეტილების მიზეზად კვლავ უნებართვო ვიზიტები სახელდება, რომელიც ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდში ევროპული ტურნეს ფარგლებში განახორციელა და პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მას მთავრობის თანხმობა არ ჰქონია.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.10.2024

არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები დარჩა, პოლიტიკიური ძალები აქტიურად ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონებსა და დედაქალაქში. ცალკეული ანალიტიკოსები და პოლიტიკოსებიც მიუთითებენ, რომ ეს პროცესი, სხვა წინა არჩევნებთან შედარებით, უჩვეულოდ მშვიდად მიმდინარეობს და თუ ცალკეულ უნმიშვნელო ექსცესებს არ ჩავთვლით, სერიოზული ჯერჯერობით არაფერი მომხდარა. რა არის ეს - სიმშვიდე გარდაუვალი ქარიშხალის წინ, თუ მოქალაქეებში თუ პოლიტიკური კულტურის ზრდის მაჩვენებელი?
|
თამთა ჩაჩანიძე 06.10.2024

თეირანი ისრაელისგან პასუხის პასუხს ელოდება და არ გამორიცხავენ, რომ ეს იყოს ირანის ბირთვულ ობიქებეტზე მასშტაბური დარტყმა. აშშ-ში აცხადებენ, რომ ისრაელს გარანტია არ მიუცია ვაშინგტონისთვის, რომ ამას არ გააკეთებენ, რაც, ანალიტიკოსების თქმით, ასეთი შეტევის ალბათობას ზრდის და არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ისრაელმა სიმბოლურად დაამთხვიოს „ჰამასის" მასშტაბური ტერაქტის წლისთავს - 7 ოქტომბერს, რაც ახლო აღმოსავლეთში მკვეთრი ესკალაციის კატალიზატორი გახდა.
|
ნატალია ჯვარიძე 06.10.2024

საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩევლებმა, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, რეგისტრაცია, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შაბათს გამართული ხმაურიანი სხდომის შემდეგ გააკეთა. ცესკოს ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია თავის გამარჯვებად მიიჩნევს.
|
ელზა პაპოშვილი 05.10.2024

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციების ახალ სერიას იწყებს. მას სურს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ პარტიებს გააცნოს და შესთავაზოს მის მიერ შერჩეული პრემიერობის კანდიდატი, რომელიც, არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ე.წ. ტექნიკურ მთავრობას ჩაუდგება სათავეში. სავარაუდოდ ვისი კანდიდატურა შეარჩია პრეზიდენტმა და რამდენად მისაღები იქნება იგი „ქარტიაზე“ ხელმომწერი პარტიებისათვის?
|
ნატალია ჯვარიძე 05.10.2024

ენმ-სა და „ახალის" შორის წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, სერიოზულ დაპირისპირება მოხდეს, რასაც რამდენიმე მიზეზი იქნება - ამის შესახებ „ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობს. იგი იმაზეც მიანიშნებს, რომ „ახალმა" მხარდამჭერების ნაწილთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობას" დამფინანსებლებიც წაართვა. რამდენად შესაძლებელია ეს ამ ორ პოლიტიკური ძალას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს?
|
ელზა პაპოშვილი 05.10.2024

მარნეულში ბიზნესმენ შამო ორუჯოვის სახლს 5 ოქტომბერს გამთენიისას 16 ტყვია ესროლეს. სახლში იმყოფებოდნენ როგორც თავად ბიზნესმენი, ასევე მისი ოჯახის წევრები და მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სროლის ხმა ყველამ გაიგო და პოლიციაში დარეკეს. ადგილობრივები ამბობდენ, რომ რაიონში ბიზნესმენების ტერორიზებამ და მათთვის ფულის გამოძალვამ სისტემატური ხასიათი მიიღო და ამას ერთი და იგივე კრიმინალური ჯგუფი აკეთებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|