ელზა პაპოშვილი
04.10.2024

თუ არჩევნები არ ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ჩვენ მზად ვიქნებით პასუხისთვის - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. პირდაპირ ამბობს, რომ თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და იქედან მუშაობა, თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. 

ელზა პაპოშვილი
04.10.2024

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში ოჯახი დააყაჩაღეს - წაღებულია 10 000 ლარი და ძვირადღირებული ნივთები. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები სანიკიანების ოჯახში შეიჭრნენ და თანხასა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ.  უარის მიღების შემდეგ კი მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი  ოჯახის ერთ-ერთი წევრი, შუახნის კაცი, კლინიკაში გადაიყვანეს. 

თამთა ჩაჩანიძე
04.10.2024

ისრაელი ჰეზბოლას "უფრო მეტი სიურპრიზით" ემუქრება. ქვეყნის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბან-სირიის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი გაანადგურეს და „ჰეზბოლას" კომუნიკაციების მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს. ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით კი, ირანის შეტევა "სრულიად კანონიერი" იყო და საპასუხოდ ისრაელს არ შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ჰეზბოლას ან ჰამასს.

ნატალია ჯვარიძე
04.10.2024

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, - ამის შესახებ პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა. ბექა ჯაიანის წინა სასამართლო სხდომა 7 ნოემბრისთვის ჩაინიშნა. აბრამიძის დას კი, პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანჭა.

თამთა ჩაჩანიძე
04.10.2024

„დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ" - ეს, თბილისში აშშ-ს საელჩოს ერთ-ერთი ბოლო ბანერ-პოსტია, რაც 4 ოქტომბერს ფეისბუქზე გამოქვეყნა. "ოცნებამ" ტრადიციულად უპასუხა, რომ საელჩოს გვერდის "მართვითი ფუქნცია ნაცმოძრაობას აქვს". გარდა ამისა, მმართველი პარტია შეერთებულ შტატებს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს.

ნატალია ჯვარიძე
04.10.2024

კრემლმა უკვე მიიღო თავდაცვის უწყების წინადადება სამხედრო ბაზის ასაშენებლად სამხრეთ ოსეთში მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, - ამის შესახებ რუსული გამოცემა „სპუტნიკი" წერს. ცხინვალის მხრიდან მიწის გადაცემა ბაზის აშენებისთვის ანალიტიკოსებს სავსებით რეალურად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ ეს სჭირდებათ საქართველოზე სამხედრო საფრთხის პირობების შესაქმნელად.

ელზა პაპოშვილი
03.10.2024

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, გამოძალვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდათ თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ.

ირმა ჩიტაია
03.10.2024

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი საომარი მდგომარეობა თუკი გაგრძელდა, გლობალური ეკონომიკა საფრთხის წინაშე დადგება. თუ კონფლიქტის ესკალაცია დროულად არ მოხდა ეკონომიკური პრობლემები გარდაუვალი იქნება. პირველ რიგში შეფერხდება ინვესტირება. პარალელურად, შესაძლოა ისედაც პრობლემურ სუეცის არხზე ახალი საფრთხე გაჩნდეს და ტვირთების გადაზიდვები საერთოდ შეუძლებელი. მართალია, ალტერნატიული გზაც არის აფრიკის გავლით, მაგრამ ეს გზა გაცილებით მეტ დროს და ხარჯებს მოითხოვს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მისი გამოყენების აუცლებლობა არ დადგება, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაჭრით რამის უარყოფა შეუძლებელია. 

გვანცა წულაია
03.10.2024

ქვეყანაში არც ისე სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მომავალი წლიდან, საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. დეპუტატებს და სხვადასხვა თანამდებობის პირებს ანაზღაურება იმაზე ბევრად მეტად მოემატებათ, ვიდრე საქართველოში საშუალო ხელფასია. 

ელზა პაპოშვილი
03.10.2024

უკრაინის ფრონტზე სიტუაცია კვლავ რთულია, რადგან რუსეთის ქვედანყოფები გარკვეული ტერიტორიების დაკავებას მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ახერხებენ. ალყაში მოქცევის საფრთხის გამო უკრაინული ქვედანაყოფები ქალაქ უგლედარიდან გავიდნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება „ხორტიცაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გვანცა წულაია
03.10.2024

საქართველოში ელექტრომობილები პოპულარობით ვერ სარგებლბს. ქვეყანაში ყოველთვიურად დაახლოებით 100 დენზე მომუშავე ავტომობილი შემოდის, რაც ძალიან ცოტაა. სიმცირის მიზეზი კი, პირველ რიგში, დასატენი ობიექტების ნაკლებობა და ასევე დრო, რომელიც მანქანას დასამუხტად სჭირდება. 

თამთა ჩაჩანიძე
03.10.2024

„ოცნება", აშშ-ს საელჩოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს, კონკრეტულად კი საქმე ეხება ბანერის სახით გამოქვეყნებულ იმ სტატუსს, სადაც დატანილია, რომ „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება". ბოლო დღეებში, საელჩო სოციალურ ქსელის მეშვეობით ხშირად აკეთებს განცხადებებს და აფასებს როგორც „ქართულ ოცნების" ისე პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს. თვალსაჩინოებისთვის განცხადებას თან ერთვის რუკა, ან დიაგრამა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×