ნატალია ჯვარიძე
08.04.2025

ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთ სიმბოლურ დღეს, 9 აპრილს მორიგი აქციისთვის ემზადებიან. ამჯერად ორგანიზატორთა შორის ოფიციალურად არ იქნებიან ოპოზიციური პარტიები. ამავე პერიოდში პარლამენტის წინ სასულიერო პირები ჩაატარებენ პარაკლისს 9 აპრილს დაღუპულთა სულებისათვის და ქაშუეთის ეკლესიაში კი ზარები დაირეკება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს მათსა და საპატრიარქოს შორის შეთანხმების საფუძელზე ხდება, თუმცა, საპატრიარქო ამას არ ადასტურებს.

მარიამ ვეკუა
08.04.2025

უცხოური გრანტების მისაღებად მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა იქნება საჭირო. „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები 7 აპრილს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებზე სრული კონტროლის მოპოვებაა. მმართველ პარტიაში კი ხაზგასმით ამბობენ, რომ კანონი არა გრანტის მიღებას, არამედ გაცემას ეხება.

ირმა ჩიტაია
07.04.2025

საერთაშორისო ბაზარზე დოლარის დასუსტების ტენდენცია კვლავ გრძელდება. ტრამპის მიერ იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების გამოცხადებამ საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. შემზღუდავ განცხადებებ უკუშედეგი მოჰყვა და დოლარის ინდექსმა შემცირება დაიწყო. მასთან მიმართბით მყარდება სხვადასხვა ქვეყნის ვალუტები და ქართული ლარიც. 

ქეთო გოგოხია
07.04.2025

ნავთობის ფასი კატასტროფულ ვარდნას განიცდის. ამის მიზეზი გლობალური პროცესები, ტრამპის სატარიფო პოლიტიკა და ეკონომიკის მიმართ ნეგატიური მოლოდინია. ბოლო სამი დღის განმავლობაში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 63 დოლარამდე ჩამოვიდა და სავარაუდოდ, კიდევ დაიკლებს. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ  ფასი შესაძლოა 55-დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდეს. 

ნატალია ჯვარიძე
07.04.2025

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებები გამოეხმაურა.

თამთა ჩაჩანიძე
07.04.2025

დამატებითი შეზღუდვები პარტიებისთვის - პარლამენტს განსახილველად დაჩქარებული წესით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილება წარედგინა, სადაც აღნიშნულია, რომ ცვლილების ამოქმედების მერე, პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ.

მარიამ ვეკუა
07.04.2025

აშშ-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული მოძრაობის - „ხელები შორს!" ფარგლებში დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ტრამპის ადმინისტრაციისა და აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ილონ მაკსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ნატალია ჯვარიძე
07.04.2025

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი საჭიროების შემთხვევაში, ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებისთვის მზადაა. მისივე ინფორმაციით, ასევე, განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები და ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის მომავალი სამიტი.

თამთა ჩაჩანიძე
07.04.2025

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მზადაა აშშ-სთან ურთიერთობა "ახალი ფურცლიდან დაიწყოს", თუმცა, მთავარ გამოწვევად "დიფ სთეითის" დამარცხება-არდამარცხების" საკითხს ასახელებენ. თავად ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მისამართით ვრცელი ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, თუმცა იყო გარკვეული სიგნალები, რაც ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ მიუხედავად წინა პლანზე არსებული სხვა აქტიური საკითხებისა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი აშშ-სთვის ინტერესის სფეროა.

ქეთო გოგოხია
07.04.2025

სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით კონტროლი სისტემატურად მიმდინარეობს.  რძის პროდუქტების შემთხვევაში კი, გეგმური კონტროლი, საშუალოდ, წლიურად 4-ჯერ ხორციელდება.  ამასთან, მნიშვნელოვანია მომხმარებლის აქტიურობაც, რათა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად  ეცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და  მყისიერი რეაგირება დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში ტარდება არაგეგმური შემოწმება.

ნატალია ჯვარიძე
06.04.2025

გასული კვირის ბოლოს ხელისუფლებაში მომხდარი საკადრო გადაადგილებები ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამისთვის არანაირი ხილული წინაპირობები არ არსებობდა და ყველზე ლოგიკური ახსნა ისაა, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ შემოდგომაზე დადეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, არამედ ახალ საპარლამენტო არჩევნებზეც, რასაც ხელისუფლების ოპონენტები უკვე ოთხ თვეზე მეტია ითხოვენ საპროტესტო გამოსვლებით.

მარიამ ვეკუა
06.04.2025

ვაშინგტონში უკვე ღიად აცხადებენ, რომ რუსეთმა დაარღვია უკრაინის ომთან დაკავშირებით მარტის შუა რიცხვებში მიღწეული პირველი შეთანხმება. ახლა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „რამდენიმე კვირა“ აქვს იმის საჩვენებლდა, რომ სერიოზულად სურს მშვიდობის დამყარება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მზადდება ახალი სანქციებიც, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა სენატში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×