გვანცა წულაია
17.10.2024

მომავალი წლიდან 70 წლამდე პენსიონერებისთვის ასაკობრივი პენსია 335 ლარის ნაცვლად, 350 ლარი გახდება. ამის შესაბამისი ცვლილება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახა. გამოდის, რომ სულ რამდენიმე თვეში პენსიონერთა პენსია იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე თავიდან ითქვა. 

ნატალია ჯვარიძე
17.10.2024

უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატო-ს წევრი გავხდებით, - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა. ანალიტიკოსები ბირთვული იარაღის საკითხს გამორიცხავენ, ხოლო უკრაინის ნატოში გაწევრიანებას გარკვეული მიზეზების გამო შედარებით შორ პერსპექტივაში ხედავენ.

თამთა ჩაჩანიძე
17.10.2024

საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე კრემლი მორიგ განცხადებას აკეთებს, სადაც რუსეთი „ძალიან არის დაინტერესებული", კვლავ სახელმწიფოებად მოხსენიებულ ოკუპირებულ აფხაზეთ-ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოსთან „ურთიერთობის ნორმალიზებით". როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერ მარია ზახაროვას მიაჩნია, „ოცნების" მიერ გაკეთებული განცხადებები ბოდიშის მოხდაზე „გარკვეულ იმედს იძლევა".

ირმა ჩიტაია
17.10.2024

სოფლის მეურნეობაში მუშახელი ხულ უფრო დეფიციტური ხდება. რეგიონებში კადრებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვთ. მუშახელი ჭირს როგორც თხილის, ასევე ხეხილის, ბოსტნეულის, ციტრუსის და სხვა კატეგორიის მოსავლის მოყვანის და დაბინავების დროს.

გვანცა წულაია
17.10.2024

საარჩევნო თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113 მილიონზე მეტი დოლარი გაყიდა. ოქტომბერში განხორციელებული ინტერვენციების მიზანი საარჩევნო მოლოდინის განეიტრალებაა. ალბათ სებ-ს ბაზრისთვის დოლარის კიდევ მიუწევს და ეს არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში გამოჩნდება. 

ელზა პაპოშვილი
17.10.2024

რა სახის არგუმენტებს და ფაქტებს ეყრდნობა პრეზიდენტი, როდესაც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან კვლავ კავშირშია და მათთან კიდევ უფრო  მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა პირველად ასე მწვავედ ისაუბრა ივანიშვილის შესახებ დასავლურ მედიასთან. 

ნატალია ჯვარიძე
17.10.2024

„2003-ში ფაქტობრივად შევარდნაძის ბედი „დარდუბალამ" გადაწყვიტა. ამ „დარდუბალის" ერთ-ერთი ავტორიც დღეს ოპოზიციას ებრძვის. მაშინ შევარდნაძემ „დარდუბალა" არ აკრძალა, ან არ შეეძლო ამის გაკეთება. გამორიცხული არაა, რომ მეორე „დარდუბალა" განმეორდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ თუ შევარდნაძის ხელისუფლებამ ვერ გააკეთა, არც ამათმაც ქნან," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
17.10.2024

"კანონით გათვალისწინებულ წითელი ზღვრის" გადაკვეთის შემთხვევაში, "შესაბამისი ღონისძიების გატარებაზე" საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი. საქმე ეხება სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ხმაურიან განცხადებას, რომლის გასაჯაროვებიდან მალევე, სოცქსელებში პირველი ჩანაწერი გამოქვეყნდა.

ელზა პაპოშვილი
16.10.2024

ძრაცვა ქუთაისში - უცნობმა პირმა მაღაზიიდან თანხა გაიტაცა. თვითმხილველების თქმით, ამ დრომდე დაუდგენელი პირი, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია “ნიკორას” ფილიალში შეიჭრა და თანხა გაიტაცა. 

როგორც  ქსელური მარკეტის თანამშრომლები იხსენებენ, უცნობმა პირმა სალაროს თარო, სადაც თანხა იყო, მთლიანად მოგლიჯა და გაიქცა. წაღებული თანხა 220 ლარამდე შეადგენს. 

გვანცა წულაია
16.10.2024

უძრავი ქონების ბაზარს არჩევნების მოახლოება აშკარად დაეტყო. როგორც ირკვევა, სექტორში მოლოდინის რეჟიმია ჩართული და ყველა 26 ოქტომბრის ჩავლას ელოდება. თუკი არასაარჩევნო წლებში უძრავი ქონების ბაზარი სექტემბერ-ოქტომბერში აქტიურობით ხასიათდებოდა, მიმდინარე ეტაპზე სრულიად სხვაგვარი მოცემულობაა. 

ქეთო გოგოხია
16.10.2024

მსხვილ სავაჭრო ობიექტებში მზესუმზირის ზეთის სიმცირეა. დახლები, ფაქტობრივად, ცარიელია და არჩევანიც - მაქსიმალურად შეზღუდული. იმპორტიორები აცხადებენ, რომ პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით მცირე შეზღუდვა იყო და როგორც კი მდგომარეობა გამოსწორდება, მარაგიც შეივსება.

ელზა პაპოშვილი
16.10.2024

ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ზუგდიდიდან ოპოზიციაში მისი მხრიდან წაგების დაშვების პირველ განცხადებად აღიქვეს. მათი აზრით, ივანიშვილის განცხადება, რომ თუ 4 ფლანგად გაშლილმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს, ქვეყანაში სიტუაცია მძიმე იქნება. ოპოზიციის აზრით, ეს არის ღიად იმ შიშის გამოვლენა, რომელიც „ოცნებას“ არჩევნების წაგების სახით აქვს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×