ელზა პაპოშვილი 28.10.2024

მას შემდეგ რაც ოპოზიციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად 26 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს, ელიან, რომ დასავლეთიდან მათ მხარადჭერა ექნებათ და ეს პარლამნეტი ჩვენი პარტნიორების მიერ არ იქნება აღიარებული. თუმცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამერიკიდანაც და ევროპიდანაც არჩევნების აღიარება უკვე მოხდა და ოპოზიცია იძულებული იქნება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიების დადებითი დასკვნა აღიარონ. ოპოზიციამ კი 28 ოქტომბრის რუსთაველის მოედანზე გამართულ აქციაზე მოითხოვა, რომ ხელმეორე არჩევნები ჩატარდეს, ოღონდ ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ჩაატარონ.
|
რეზონანსი 27.10.2024

„ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას ზეიმობს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამოქმედო სტრატეგიასთან დაკავშრებით კონსულტაციებს მართავს. საერთაშორისო დამკვირვებლები პირველი შეფასებები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით უარყოფითი არ არის. ანალიტიკოსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რამ გამოიწვია ოპოზიციის ასეთი ჩავარდნა.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.10.2024

ოპოზიცია თანდათან გამოდის 26 ოქტომბრის საღამოს მიღებული შოკიდან, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად სამოქმედო სტრატეგიაზე იწყებს მსჯელობას. როგორ განვითარდება მოვლენები და რა გზას აირჩევენ ის ოპოზიციური ძალები, რომლებმაც არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად 5%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში ადგილები მიიღეს - ამაზე საუბარი ანალიტიკოსებს უჭირთ, თუმცა მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრემანენტული საპროტესტო აქციების დაწყება კონტრპროდუქტიული იქნება.
|
ელზა პაპოშვილი 26.10.2024

26 ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემოსგან განსხვავებით, რომელიც უჩვეულოდ მშვიდი იყო, უშუალოდ არჩევნების დღე საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. რამდენიმე საარჩვენო უბანზე სხვადასხვა სახის დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა თბილისი, სამეგრელო, მარნეული.
|
ელზა პაპოშვილი 26.10.2024

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გამოძიება გრძელდება - ფინანსური პოლიცია „ვაკე პლაზაში“, სადაც კომპანია „კონცენტრიქსის“ ოფისი მდებარეობს, საგამოძიებო მოქმედებებს 25 ოქტომბერს ღამემდე ატარებდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან“, თუმცა თუ ვინმე მათ სახელს უკანონოდ იყენებს, იმედი აქვთ, გამოძიება დაადგენს.
|
ნატალია ჯვარიძე 26.10.2024

ოპოზიცია „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნო უნბანზე ხმისმიცემის დროს კანონდარღვევებზე საუბრობს. კერძოდ, საუბარია საარჩევნო უბანზე ივანიშვილის შეიარაღებული დაცვის ყოფნასა და საარჩევნო უბნის დროებით გადაკეტვაზე, რის გამოც ხმის მიცემის პროცესი შეფერხდა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ყველაფერი მართლაც ასე იყო, კანონი აშკარად დაირღვა.
|
ნატალია ჯვარიძე 26.10.2024

შაბათს ღამით ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებზე მასირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, თვითმფრინავებმა ირანის საჰაერო თავდაცვის ბატარეებისა და ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ობიექტებს დაარტყეს. ისრაელში ამბობენ, რომ „ეს მკაფიო სიგნალია - მას, ვინც ისრაელს დაემუქრება, ეს ძვირი დაუჯდება".
|
ელზა პაპოშვილი 25.10.2024

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებები მძიმდება. მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე და გუშინდელი შეკრების შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ელოდება. სწორედ სოციოლოგიური გამოკითხვებიდან გამომდინარე ხელისუფლების გარდაუვალ მარცხს აანონსებენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც კოალიციური მთავრობის გეგმას სახავენ და ე.წ. ტექნიკური მთავრობის გარშემო პრეზიდენტთან კონსულტაციებს აწარმოებენ.
|
ნატალია ჯვარიძე 25.10.2024

რუსეთი მოლდოვასა და საქართველოში საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენას არ ცდილობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პრემიერი ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ ამის საშიშიროება არ არსებობს. ანალისტიკოსების მოსაზრებები კი სხვადასხვაგვარია.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.10.2024

26 ოქტომბერს კენჭისყრა დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონული სისტემით, ხოლო 10% ძველი მეთოდით დააფიქსირებს. ელექტრონული არჩევნები მნიშვნელოვნად ამცირებს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დროს და ამ ნაწილში მოსახლეობას 22:00 საათისთვის ეცოდინება შედეგები - შეიძლება უფრო ადრეც.
|
ნატალია ჯვარიძე 25.10.2024

არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გაზრდილი მოთხოვნის გამო საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ბილეთები დეფიციტურია. ავტოსადგურები მგზავრებით არის გადავსებული. სწორედ ამიტომ „პლატფორმა 26-ის" გარშემო გაერთიანებულმა მოქალაქეებმა ტრანსპორტის მობილიზება დაიწყეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ არჩევნებზე საზოგადოების აქტიურობა განსაკუთრებით მაღალი იქნება, რადგან ქვეყანა სერიოზული არჩევანის წინაშე დგას.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.10.2024

მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში შეიყვანა, რომელთა ხელში ჩაგდება, ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. "ოცნებას" მიაჩნია, რომ "თუ არავინ არაფერს აპირებს", მაშინ ეს ფაქტი პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს არავისთვის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|