გვანცა წულაია
23.10.2024

საარჩევნო თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 173 მილიონზე მეტი დოლარი გაყიდა. ოქტომბერში განხორციელებული ინტერვენციების მიზანი საარჩევნო მოლოდინის განეიტრალება და ლარის კურსის სტაბილურობაა. გუშინდელი ინტერვენცია ოქტომბრის თვეში რიგით მესამეა, არჩევნებამდე კი - ბოლო. 

ელზა პაპოშვილი
23.10.2024

ათონელის სასახლეში მიმიდნარე კონსულტაციები საბოლოოდ იმ შედეგით დასრულდა, რომ პრეზიდენტი ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შეთანხმდა  არჩევნებამდე არც პრემიერობის კანდიდატს დაასახელებს და არც ე.წ. ტექნიკურ მთავრობას. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოწერეს ხელი.

ნატალია ჯვარიძე
23.10.2024

ლიბანის სრული დესტაბილიზაცია საბედისწერო იქნება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოვკმა ლიბანში ჩასვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაეროს სამშვიდობო მისიის ძალები კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა დაიცვას.

ნატალია ჯვარიძე
23.10.2024

რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოლდოვაში არჩევნები და რეფერენდუმი ჩაეშლა და დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხრა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი სხვადასხვა ხერხებით ეცადა მოლდოვაში სიტუაციის არევას, თუმცა არ გამოუვიდა.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2024

ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ოპოზიცია არა კონკრეტულად არჩევნებისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, მიზანი "არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლაა". როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, ამაზე რამდენიმე ინდიკაცია მეტყველებს, პირველი ნიშანი, რაზედაც პაპუაშვილი საუბრობს არის ის, რომ "ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საერთოდ არ აწამოებს".

თამთა ჩაჩანიძე
22.10.2024

„ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინასაარჩევნო ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. ანალიტიკოსთა შეფასებით, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მისამართით გამოხატული მწვავედ კრიტიკული პოზიცია. ასევე საინტერესო იყო ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ დაგეგმილია ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრა.

თამთა ჩაჩანიძე
22.10.2024

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გალის რაიონში დამატებითი ძალები შეჰყავს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, ამაში მხოლოდ პოლიციური ძალები იგულისხმება, თუ ე.წ. არმიის ნაწილებიც. მიზეზად 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციებს ასახელებენ.

გვანცა წულაია
22.10.2024

"ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოში უმუშევრობა განახევრდა, რაც კარგი შედეგია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემების შემცირებაში დიდი წვლილი ემიგრაციის მაღალმა მაჩვენებელმა შეიტანა. წინასაარჩევნოდ მმართველი ძალა ამბობს, რომ 13.7%-იანი უმუშევრობას მომდევნო ოთხ წელიწადში 4%-ზე დაწევს, რაც ეკონომისტების შეფასებით რეალობას მოკლებულია. 

ნატალია ჯვარიძე
22.10.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შეხვედრები „ქართულ ქარტიას" შეეხება, რომლის დროსაც, ზურაბიშვილი საბოლოოდ გაიგებს ოპოზიციონერების განწყობებს. მათივე აზრით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ტექნიკური მთავრობის მეთაურად, სავარაუდოდ, თავად პრეზიდენტი დასახელდება.

ელზა პაპოშვილი
22.10.2024

რომელ პოლიტიკურ ძალას სად, რომელ რეგიონსა და ქალაქში აქვს 26 ოქტომბერს გამარჯვების უფრო მეტი შანსი? ოპოზიციაში დარწმუნებით აცხადებენ, რომ დიდ ქალაქებში მმართველი გუნდი წააგებს. რა პროგნოზებია ამ მხრივ სოფლის მცხოვრებლებთან დაკავშირებით? როგორია მოსახლეობის განწყობა მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში? 

გვანცა წულაია
22.10.2024

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეტაპობრივად მიიწვეს წინ. ირკვევა, რომ ნავსადგურის წყლის ინფრასქტუქტურის მშენებლობა იწყება და ასევე ცნობილია, რომ 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც გაკეთდება. 

ელზა პაპოშვილი
22.10.2024

თბილისში, ისნის რაიონში, კლდიაშვილის ქუჩაზე 37 წლის მამაკაცი მოკლეს. მას ავტომობილიდან ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა მეზობლებთან და ბიძაშვილთან ერთად ქუჩაში იდგა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, 37 წლის თემურ აივაზიანი და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი ერთმანეთს იცნობდნენ. მომხდარს კი ერთი კვირის წინ მათ შორის დაწყებული კონფლიქტი უძღოდა, თუმცა ზუსტად არავინ საუბრობს, თუ რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×